საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
40 წლის გიბრალტარის ფეხბურთელ-ფოსტალიონი რო მთელ გუნდსათრევს რავიცი სათქმელიც არაფერია :))
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 01:47
8
ერთი არაფრისმომცემი თამაში იყო რომელსაც ნებისმიერ დროს მოვიგებთ. საერთოდ არაფერს ნიშნავს ეგ 2 გოლის გაშვება და ნუ გაააბუქებთ ეხლა ჩასაფრებული ხალხი. საღი აზრის დეფიციტია ქვეყანაში, იდიოტები წერენ ხშირ შემთხვევაში კომემტარებს
ვაჟა
16 ოქტომბერი 2019 00:57
49
Sxvagan xar saertod
Wadi bidziko yana toxne
16 ოქტომბერი 2019 01:28
2
არ გრცხვენიათ მაინც? ამის გაპრავებაც მოსულა? პოლიციელები და კლერკები, 2 ბურთს რომ ამოგიქაჩავენ და ბოლოს დროის გაყვანაზე ხარ გადასული, ეს არაფერია?
1234
16 ოქტომბერი 2019 01:19
3
ყველა გამოხმაურება
მორიგი შავი ლაქა ქართული ფეხბურთის ისტორიაში!ასეთი თამაშით,ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ადგილი არ არის!!!გრცხვენოდეთ!!!
Alex.F
16 ოქტომბერი 2019 02:39
13
მუსიკოსებმა ფოსტალიონებმა და პოლიციელებმა რა გვიქნეს სრუტემ რა გვიქნა და ქვეყანაა და ნორმალური ფეხბურთელები რას გვიზამენ :))
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 02:20
10
ძალიანაც ნუ გავაკრიტიკებთ ნაკრებს ეს არის უბრალოდ დაუფასებლობის მომენტი და მოშვების კონცენტრაცის დაკარგვის მასე დიდ გუნდებსაც დამართნიათ როგორც ჩვენთვისაა გიბრალტარი ასევეა ინგლისის ნაკრებისთვის კოსოვო მაგრამ ზუსტად ამ შესარჩევზე გასვლაზე კოსოვომ 3 გოლი გაუტანა ინგლის ნუ რათქმაუნდა კოსოვო ბევრად უფრო მაღალი დონის ნაკრებია ვიდრე გიბრალტარი მაგრამ არც ჩვენი ნაკრებია ინგლისის დონის ასე რომ ფეხბურთში ხდება მზაგვსი რამ და მარტო საქართველოს ნაკრებს არ დამართნია.
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 01:00
39
დაიწყება ეხლა, არიქა ვაისი გასაშვებიაო. გასაშვები მართლაა ეგ ბოთე, მაგრამ მეორეს მხრივ რად უნდა მწვრთნელი გიბრალტარის მოგებას? 11 თავმოყვარე ფეხბურთელმა უმწვრთელოდ და უპრობლემოდ უნდა მოუგოს მაგათ.
კონცენტრაცია დავკარგეთო.. კონცენტრაცის კი არა ნამუსი დაკარგეთ. შეგირცხვათ თავ-პირი.
Irakliy
16 ოქტომბერი 2019 08:45
2
ელგუჯა ლობჟანიძე აღარ გააკაროთ ნაკრებსს!!
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 01:09
13
და რომელი უნდა გააკარო თუ ძმა ხარ მითხარ
lelo
16 ოქტომბერი 2019 01:25
6
საქართველოს ნაკრების თამაშს ძილის წინ არ უნდა უყურო!!
ირაკლი
16 ოქტომბერი 2019 09:23
1
კარგი ეხლა ხდება ასეთები და კარგიცაა გიბლარტართან რომ მოხდა.მეორე საკითხია ის რომ მეორე სასტავი საერთოდ არ გვივარგა გასაგებია რო შეთამაშება უნდა მაგრამ კატასტროფა იყო დაცვა და საყრდენი ზონა მოწყვეტილი იყო ერთმანეთს.მაგრამ ეს ხომ ჩვენი ნაკრებია ჩვენ უნდა დაუდგეთ გვერდში მოსაგები მაინც მოიგეს ეს რაღაცას ნიშნავს.ისე პირველ რიგში ჟურნალისტებმა უნდა დაუდგეს ნაკრებს ესეთი სათაურები არაა საჭირო.
თემური
16 ოქტომბერი 2019 02:14
13
ერთიც არის რა, თამაში არუ და დაიკიდო , პირველ გოლზე ნავალოვსკი ვაფშე სად გაქრა , მეორეზე ხოჭოლავა სადგა იყო 2 მეტრიანი კაცს თავიდან რო ააცალეს , ან დაზგვევაზე რატო ჩაეძინათ მკვდარი ბურთი გამოაზრო იმ კაცმა და. ეს ვაისიც პადარკა იმენა, ნავალოვსკი ვაფშე რაშუაში იყო ტაბიძე ზამენაზე რო დასვა , ყველაზე კარგი დაცვა იქნება კვირკველია ტაბიძე ცენტრში და კრაიზე ხარაბაძე კაკაბაძე.. დაბ ერდა ეს კაშია და ნავალოვსკიც . წინ ოქრისაც გაუვიდა და ჯანოს კლასნი პასები რო არა ისიც ვერ მოძრაობს . ჩაკვე რო დაბრუნდება კიტეიშვილთან ერთად კარგად დაიჭერენ წესით ბურთს.
ემირი
16 ოქტომბერი 2019 02:47
4
რანაირო ქართულით წერ? რა ვაფშე და კრაი?
ქართულად!
16 ოქტომბერი 2019 06:55
0
იმიტო დასვა სკამზე გაიგო რო ნაავლოვსკი აგარაა ფორმაში და გაიგო ვაისმა ვის უნად დაეყრდნოს ვაისი რატგინდა შეკაცო უმწვთნელოთაც უნდა მოუგო გიბლატარს.მაგრამ მე საერთოდ მეგონა აქ ერთი კომეტარი გამართლათქო ვიგაცამ დაწერა რაგაცას გვიპირებენ მგონი სმარცხვინოსო და ეტყობა ბოლომდევერ გაბედეს:)
mosexoneli
16 ოქტომბერი 2019 09:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული