საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
საქართველოს ნაკრები რა შემადგენლობითაც არ უნდა თამაშობდეს ეს გიბრალტარის ნაკრები რომ 2 გოლს გაგიტანს და გაგითანაბრებს თამაშს უკვე სირცხვილია!!!
ახლა გამოვა ვიღაცა და იტყვის გიბრალტარმა სომხეთს მოუგოო :)))
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 00:46
16
ეგეთი გუნდის არც ევროპაზე გასვლა მინდა და აღარც გულშემატკივრობა!
laguna
16 ოქტომბერი 2019 00:45
27
გიბლარტართან რო ბოლო წუთებში დროის მალე გასვლას ინატრებ--არიქა არ გაგვიტანონო...
რატო ცდილობენ ჩვენი ფეხბურთელები რო ხალხს თავი ასე "შეაყვარონ" ვერ ვხდები რა...
თამაში ეპიკური, მოთამაშეები სუფთა ასასინები და მწვრთნელი ნაღდი კუნინძა....
ვაი ჩვენი ბრალიი...
ასიანი თამაშს ვუმალავთ ბელარუსიას რო არ გაგვშიფრონ...
სპორტ ფაზა
16 ოქტომბერი 2019 00:58
4
ოოოოოოო, ისეთი ტაქტიკა გაქვთ ძნელია გაშიფრვა, ვაი თქვენს პატრონს D.D.D.
555
16 ოქტომბერი 2019 10:18
1
ისე ვაფშედა რაარის აქ გასაკვირი ? გრანდი ჩვენ არ ვართ უბრალო გუნდი ვართ და შეგიგდო 2 გოლი საკუთარ სახლში , მეტი ახლა თამაში მოუგეთ და ვსო რა გინდათ მეტი, იმათმაც ისწავლეს თამაში , რამნიშვნელობააქ პოლიციელია თუ ფოსტალიონი , ის ერთი რაკეტასავით დარბოდა, მეორე იყოდა ყუმბარასავით გაისროლა ორჯერ , ასე თუ ისე თამაშობენ ისინიც ნელნელა და მალე ისწავლიან კიდე უკეთ. ჩვენ ირლანდიას და დანიას ფრე გავუგორეთ და ისიც არ მოგწონდათ, რომელი მესი და რონალდო ნახეთ ჩვენ მაკრებში, დედა არ ყავს ქვეყანას და კიდე კარგად თამაშობენ.
ემირი
16 ოქტომბერი 2019 02:36
9
სწორი ანალიზია
ზურა
16 ოქტომბერი 2019 04:11
7
საწყენად არა რა თქმა უნდა, მაგრამ იქნებ ქართულად დაგეწერა...
????
16 ოქტომბერი 2019 11:33
0
თქვენ დიდი ხანია სამარცხვინოები ხართ. 38 წლის პოლიციელი რომ გოლს გაგიტანს(ამით პოლიციელებს არ ვაკნინებ) იქ დამთავრდა თქვენი ფეხბურთელობაც,სირცხვილიც და ნამუსიც.მაგრამ რაც არ გაქვთ იმას ვერც დაკარგავ და ვერც დაამთავრებ.და იმათ მინდა მივმართო ვინც ამ ვაიფეხბურთელებს აქებდა ირლანდიის შემდეგ.აზრზე არ ხართ ფეხბურთის.ვაი თქვენ და ამ ნაკრების პატრონს
ზაზა
16 ოქტომბერი 2019 01:03
29
ლორიამ რა ბურთი აიღო მეორე გოლზე. მკვდარი ბურთი გამოაძრო ტიპმა იმენა მკვდარი
Emiri
16 ოქტომბერი 2019 02:50
1
სამწუხაროდ ჩვენი გუნდის კლასი არ გვაძლევს თავს უფლება მივცეთ გიბრალტარისნაირ გუნდებთანაც კი მოშვებულად ან მთელი ძალის დაუხარჯავათ ვითამაშოთ
giorgi 3
16 ოქტომბერი 2019 01:08
1
ან თქვენ რას წვალობთ ან ჩვენ რას გვიშლით ნერვებს? წადით ბიძიკო სხვა სპეციალობა იპოვეთ!
koko
16 ოქტომბერი 2019 01:09
11
45-წელია ფეღბურთი არ გამომიტოვებია. ამათმა კი ფეღბურთი შემაჯავრეს.
ძია რობიზონი
16 ოქტომბერი 2019 00:58
15
40 წელია უყურებ და დღემდე ერთხელაც ვერ წაიკითხე რომ ამ სპორტს ფეხბურთი ქვია და არა ფეღბურთი? მაგრა უყურებ
Superman
16 ოქტომბერი 2019 03:51
9
superman ერთი შენ გაქვს კიდევ ქართული სახელი რა...:)
ფეხბურთი
16 ოქტომბერი 2019 07:21
3
ფედერაციას და სამწვრთნელო შტაბს მინდა მივმართ ხომ არ დაგეწყოთ პოლიციელების და ფოსტალიონების შემოწმება,ახალი ტალანტების აღმოსაჩენად?!
niko
16 ოქტომბერი 2019 10:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული