გიბრალტარელი ფეხბურთელი: იმედია, გიორგი ხარაიშვილი კარგადაა

AutoSharing Option
გიბრალტარის ნაკრების ნახევარმცველი (10 ნომერი) ლაიამ უოქერი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ხარაიშვილის ჯანმრთელობის საკითხს გამოეხმაურა.

"იმედია, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი თავს კარგად გრძნობს და მალე გამოჯანმრთელდება", - დაწერა უოქერმა.

შეგახსენებთ, გიორგი ხარაიშვილმა ტრავმა მას შემდეგ მიიღო, რაც გიბრალტარის ნაკრების მცველი (4 ნომერი) ჯეკ სერჟანტი ქართველს იდაყვებით შეეჯახა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გიორგი ხარაიშვილი მძიმე ტრავმას გადაურჩა და სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

-30/08/vais.jpg" border="0" alt="alt" title="გიბრალტარელი ფეხბურთელი: იმედია, გიორგი ხარაიშვილი კარგადაა" style="height: 50px; width: 50px;" />ვლადიმირ ვაისი: კონცენტრაცია დავკარგეთ - გაგვიმართლა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაისი აქ ფულის გასაკეთებლადაა ჩამოსული
gucaevi
16 ოქტომბერი 2019 19:56
9
ა ბიჯო კაცი!!! მოლოდეც ჯიგარო. წარმატებები!
aburjga
16 ოქტომბერი 2019 16:27
9

სიახლეები პოპულარული