გიორგი ხარაიშვილი: ყველაფერი კარგად არის, მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრა გიბრალტარში 3:2 მოიგო. მატჩის ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, როდესაც ანგარიში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 2:0 იყო, გიორგი ხარაიშვილსა და გიბრალტარელ ჯეკ სერჯანტს შორის შეჯახება მოხდა. 56-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდის გამო ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მოედნის დატოვების შემდეგ ფეხბურთელი ხანმოკლე პერიოდით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გიორგი ხარაიშვილი კვლევების ჩატარების შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ფეხბურთელმა გიბრალტარი დატოვა და უკვე შვედეთში იმყოფება.

გიორგი ხარაიშვილი: "პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ თავს კარგად ვგრძნობ. რაც შეეხება ჩემს
თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში და სადებიუტო გოლი, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და სამი ქულის მოპოვებას.

რაც შეეხება შეჯახების მომენტს, საკმაოდ ძლიერი შეტაკება იყო. შემდეგ გადამიყვანეს ჰოსპიტალში ჩვენი გუნდის ექიმთან ერთად. შესაბამისი კვლევები ჩამიტარდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ.

მადლობა ნაკრების სამედიცინო ჯგუფს, ჩემს გულშემატკივარს, ვინც გოლის და შეჯახების ეპიზოდის შემდეგ გამომეხმაურა და მამხნევებდა."

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
გამარჯვებები და ჯანმრთველობა გიორგი.
გიზოგ
09:59 22-10-2019
0
კიდევ კარგი, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ნაკრების ერთ-ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი. იმედია მოუმატებს და უკეთესს გუნდში იასპარეზებს.
მერაბი
09:40 17-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული