pressball: ბელორუსის მეტოქე ერთა ლიგაზე თითქმის გაირკვა - საქართველო [VIDEO]

AutoSharing Option
ბელორუსულმა pressball-მა ერთა ლიგის შესახებ თავის მკითხველს სიტუაცია განუმარტა.

"გასულ წელს ერთა ლიგის D ლიგაში ჯგუფებში გამარჯვებულები გაირკვა: საქართველო, ჩრდილოეთი მაკედონია, კოსოვო და ბელორუსი. ნახევარფინალში ისინი ასე დაწყვილდნენ: საქართველო-ბელორუსი და ჩრდილოეთი მაკედონია-კოსოვო. ეს მხოლოდ რომელიმე მათგანის ევროპირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლას შეუძლია შეცვალოს.

საქართველო და ბელორუსი ამას უკვე ვეღარ მოახერხებენ, კოსოვოს და ჩრდილოეთ მაკედონიას კი შანსი ჯერ კიდევ აქვთ. თუმცა ოქტომბერში ეს შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჩრდილომაკედონიელებმა G ჯგუფში სლოვენიას სძლიეს (2:1), ხოლო პოლონეთთან წააგეს (0:2), მეორეადგილოსან ავსტრიას 5 ქულით ჩამორჩნენ და
ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიღა დარჩათ.

კოსოვოს A ჯგუფში საქმე უკეთესად აქვს - მეორე პოზიციაზე მყოფი ჩეხეთი მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. კოსოვოს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - გასვლაზე ჩეხეთთან და სახლში ინგლისთან".

მოკლედ, ბელორუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთა ლიგაზე ვითარების შეცვლის შესაძლებლობა მინიმალურია და დიდი ალბათობით, თბილისში საქართველოსთან მოუწევთ დაპირისპირება.

ბოლო ტურში ბელორუსი მინსკში ნიდერლანდებთან 1:2 დამარცხდა (იხ. ვიდეო) და C ჯგუფში 7 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-4 ადგილზეა.


მკითხველის კომენტარები / 22 /
ბელარუსიის ნაკრებთან შინ ვთამაშობთ და მაგის იმედი მაქვს, მაგრამ კოსოვოს ნაკრებთან თუ მოვხვდით ძალიან ცოტა შანსები გვაქვს, ჩვენი ნაკრები ძლიერებთან უფრო კარგად თამაშობს, დანიასთან და ირლანდიასთან ბიჭებს ცუდად არ უთამაშიათ.
s.s.
12:49 17-10-2019
4
აი ვინც ნაკრების მთავარ პრობლემად ვაისს ხედავს, ამაზე არაადეკვატურ რამეს ვერ იტყვით.
გუგა
11:16 17-10-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული