საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს პულაში ხორვატიას ამხანაგურ მატჩში შეხვდება. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები რიეკაში ჯერ სლოვაკებს უმასპინძლებენ, შემდეგ კი - ჩვენს გუნდს და მათმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა შემადგენლობა გამოაცხადა.
მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (ასტონ ვილა), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო), სიმონ სლუგა (ლუტონი)
მცველები: ტინ იედვალი (აუგსბურგი), მატეი მიტროვიჩი (ბრიუგე), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი), კარლო ბარტოლეცი (კოპენჰაგენი), დუიე კალესტა-ცარი (მარსელი), მილე შკორიჩი (ოსიეკი), დარიო მილნიაკი (რიზესპორი), დინო პერიჩი (დინამო)
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი), მარცელო ბროზოვიჩი (ინტერი), მილან ბადელი (ფიორენტინა), მარიო
პაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა)
თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი (ბაიერნი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ანტე რებიჩი (მილანი), იოსიფ ბრეკალო (ვოლფსბურგი), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო), მილან ორსიჩი (დინამო)
სათადარიგოები: მარკო როგი (კალიარი), ფილიპ ბრადარიჩი (ჰაიდუკი), მარინ ლეოვაცი (დინამო), იოსიპ იურანოვიჩი (ჰაიდუკი)
საქართველოს ნაკრებს ხორვატიასთან ორი მატჩი აქვს ჩატარებული: 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში 1:0 მოუგო, ხოლო სპლიტში 1:2 დამარცხდა.
პულის "ალდო დროსინას" სტადიონი, სადაც შეხვედრა გაიმართება, 9 800 მაყურებელს იტევს.