ბათუმი თუ თბილისი? - სად გსურთ გაიმართოს ერთა ლიგის ნახევარფინალი? [გამოკითხვა]

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააჟღერა ინიციატივა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელორუსის ან ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება, შეიძლება ბათუმში, ახალ სტადიონზე გაიმართოს.

ამ ინიციატივას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ბათუმის ახალი სტადიონის მცირე ტევადობითაა განპირობებული. კერძოდ, გულშემატკივართა ნაწილი წუხს იმაზე, რომ "დინამო არენაზე" თითქმის 2.5-ჯერ მეტი ქომაგი შეძლებს თამაშზე დასწრებას.

საინტერესოა, როგორია საერთო სტატისტიკა. გთავაზობთ გამოკითხვას და სასურველია, ამავდროულად, თქვენი შეფასებები კომენტარის სახით დააფიქსიროთ.

სად გსურთ გაიმართოს ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელარუსის ან ლუქსემბურგის
ნაკრებს დაუპირისპირდება?
Sportall.Ge
თბილისში - დინამო არენაზე
Sportall.Ge
ბათუმში - ახალ სტადიონზე

altლევან კობიაშვილი: საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ



მკითხველის კომენტარები / 23 /
თბილიში
lado
16 ნოემბერი 2019 11:40
0
ბათუმი ძალიან მიყვარს, მაგრამ ბათუმი არის სუბტროპიკულ ზონაში და როცა იქ ჩადიხარ დიდი ხანი უნდება ორგანიზმი ადაპტაციას და კიდევ როცა გუნდი თამაშობს პირველად ახალ სტადიონზე არ არის ადვილი, ეხლა ექსერიმენტების დრო ნამდვილად არ არის.
s.s.
10 ნოემბერი 2019 15:39
0
ბათუმში არნახული ქომაგობა ექნება ნაკრებს. თბილისში კი ეზარებათ ხმაური, მზესუმზირის საკნატუნოდ მიდიან სტადიონზე. ესეა ბოლო 3 ათწლეულის მანძილზე. ამიტომ ბათუმი მაგარია.
kaxa
09 ნოემბერი 2019 17:50
4
ეს იყო ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობის გულის მოგების ჟესტი. თორე მაგის განხილვა ძალიან დიდი სისულელეა. ნაკრებს გულშემატკივრის მხარდაჭერა ჭირდება და გავსებული დინამო არენა მეცამეტე მოთამაშის როლს შეასრულებს
beqa
08 ნოემბერი 2019 21:44
3
1ლად უნდა ითამაშოს ნაკრებმა იმ სტადიონზე ამიტომ სჯობს დინამოზე გაიმართოსსსსსს
ka
08 ნოემბერი 2019 18:27
1
ბატონო ლევან იმედია იხუმრეთ, ეს საკითხი საერთოდ რომ დასვით, სტადიონზე ადგილების რაოდენობის ელემენტარული არითმეტიკაა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ამ საუკუნის მატჩისთვის სხვა ამაზე მეტად წონადი არგუმენტი რა უნდა იყოს გაუგებარია.რათქმაუნდა ბ.პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი - დინამო არენა!!! P.S. ისე ხომ ძალიან დალაგებულია ქართული ფეხბურთი და კიდევ ამ უაზრო საკითხების განხილვით გააღიზიანეთ გულშემატკივარი. სანამ რაღაცას იტყვით საერთოდ არ ფიქრობთ?
........
08 ნოემბერი 2019 18:16
1
არ მესმის ვის სჭირდება ეს ავანტურისტული აზრები, ასე ვთქვათ ჩორტი? რა მიხვედრა მაგას უნდა, რომ ასეთი საპასუხისმგებლო და ბეწვზე ჩამოკიდებული მატჩის სახლში ჩატარების უპირატესობა მოგვეცა და უნდა გამოვიყენოთ დინამოზე თამაშით, თორე ახალ მიუჩვეველ სტადიონზე თამაში უპირატესობა აღარ იქნება. ბარემ ტრაპიზონში ჩავატაროთ. მეტი თემა არა აქვთ ფედერაციაში? შემადგენლობისთვის მიგეხედათ ის აჯობებდა მგონია. ისე ბათუმსაც არა უშავს, ლამაზი ქალაქია, მარა მაგას ფეხბურთთან რა კავშირი აქვს? თუ კოსოვო ვერ გავიდა, პრინციპში აზრიც არ ექნება სად ვითამაშებთ. ვაი თქვენს პატრონს
ვასო
08 ნოემბერი 2019 17:17
0
რატომ არ გამომიქვეყნეთ ადმინ, არ ეწყინოს უფროსობას? ხოდა დაგვექცა ფეხბურთი თავზე, მარტის იქეთ მაინც ვერ გააღწევთ და რას ერიდებით ნეტა
zvare
08 ნოემბერი 2019 17:08
1
ასეთი კითხვის დასმა და თვითონ ფაქტი სად უნდა ჩატარდეს პროვოკაციულია! ჯერ ერთი თვითონ ფეხბურთელები დინამო არენაზე უფრო არიან მიჩვეული და ეს იქნება მათთვის მშობლიური გარემო, მეორეც ის რომ თბილისში სტადიონის ტევადობაც მეტია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მაინც თბილისში არ ხართ ყველა))
დავით 67
08 ნოემბერი 2019 14:44
0
ნახევარფინალი აუცილებლად უნდა ჩატარდეს დინამო არენაზე რამოდენიმე მიზეზის გამო:
დინამო არენა - ქვეყნის ყველაზე დიდი და ცენტრალური სტადიონია. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა მნიშვნელოვანი თამაში მანდაა ჩატარებული და ეს მატჩიც ასეთების სიაში შედის;
სტადიონის ტევადობა - ასეთ მატჩში ძირითადი კრიტერიუმი იქნება, თითქმის 2,5-ჯერ მეტ მაყურებელს ექნება დასწრების საშუალება და შესაბამისად ბილეთის ფასიც უფრო სტაბილური იქნება;
ამინდი - ზღვისპირეთისათვის დამახასიათებელი ტენიანობიდან გამომდინარე ბევრად დიდი შანსია იმისა, რომ ბათუმში მაგ დროს ნალექი იყოს. თბილისში ამის შანსი ნაკლებია;
სტადიონის კონსტრუქციის მედეგობა - ამ თამაშზე იქნება სრული ანშლაგი. არავინ იცის მაყურებელი რას მოვიმოქმედებთ განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია აპოგეას მიაღწევს. დინამო საიმედო და გამოცდილი კონსტუქციაა, 100 000 გაგიჟებული გულშემაკივრისათვისაც გაუძლია, ბათუმში კი ეჭვი მეპარება ამ თამაშამდე ასეთი სრული დატვირთვის გამოცდა მოხერხდეს.
ამიტომ, ეს ისტორიული მატჩი აუცილებლად ისტორიულ დინამოზე....
ანესთეზეოლოგი
08 ნოემბერი 2019 14:09
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული