ბათუმი თუ თბილისი? - სად გსურთ გაიმართოს ერთა ლიგის ნახევარფინალი? [გამოკითხვა]

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააჟღერა ინიციატივა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელორუსის ან ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება, შეიძლება ბათუმში, ახალ სტადიონზე გაიმართოს.

ამ ინიციატივას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ბათუმის ახალი სტადიონის მცირე ტევადობითაა განპირობებული. კერძოდ, გულშემატკივართა ნაწილი წუხს იმაზე, რომ "დინამო არენაზე" თითქმის 2.5-ჯერ მეტი ქომაგი შეძლებს თამაშზე დასწრებას.

საინტერესოა, როგორია საერთო სტატისტიკა. გთავაზობთ გამოკითხვას და სასურველია, ამავდროულად, თქვენი შეფასებები კომენტარის სახით დააფიქსიროთ.

სად გსურთ გაიმართოს ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელარუსის ან ლუქსემბურგის
ნაკრებს დაუპირისპირდება?
Sportall.Ge
თბილისში - დინამო არენაზე
Sportall.Ge
ბათუმში - ახალ სტადიონზე

altლევან კობიაშვილი: საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ



მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩემს ბათუმში
irakli
08 ნოემბერი 2019 12:28
16
ბატონო ლევან იმედია იხუმრეთ, ეს საკითხი საერთოდ რომ დასვით, სტადიონზე ადგილების რაოდენობის ელემენტარული არითმეტიკაა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ამ საუკუნის მატჩისთვის სხვა ამაზე მეტად წონადი არგუმენტი რა უნდა იყოს გაუგებარია.რათქმაუნდა ბ.პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი - დინამო არენა!!! P.S. ისე ხომ ძალიან დალაგებულია ქართული ფეხბურთი და კიდევ ამ უაზრო საკითხების განხილვით გააღიზიანეთ გულშემატკივარი. სანამ რაღაცას იტყვით საერთოდ არ ფიქრობთ?
........
08 ნოემბერი 2019 18:16
1
ეს იყო ბათუმის დინამოს ხელმძღვანელობის გულის მოგების ჟესტი. თორე მაგის განხილვა ძალიან დიდი სისულელეა. ნაკრებს გულშემატკივრის მხარდაჭერა ჭირდება და გავსებული დინამო არენა მეცამეტე მოთამაშის როლს შეასრულებს
beqa
08 ნოემბერი 2019 21:44
3
თბილისის გარდა სხვაგანაც მოგვეცა ამ დონეზე მატჩის გამართვის უფლება და იყოს ბათუმი რად უნდა ამას ბევრი გამოკითხვა რატომ აპირისპირებთ ხალხს... თუ ღმერთმა ქნას და ფინალში გავედით ის თბილისში ჩაატარეთ
912
08 ნოემბერი 2019 12:54
15
ბათუმი ძალიან მიყვარს, მაგრამ ბათუმი არის სუბტროპიკულ ზონაში და როცა იქ ჩადიხარ დიდი ხანი უნდება ორგანიზმი ადაპტაციას და კიდევ როცა გუნდი თამაშობს პირველად ახალ სტადიონზე არ არის ადვილი, ეხლა ექსერიმენტების დრო ნამდვილად არ არის.
s.s.
10 ნოემბერი 2019 15:39
0
ბათუმში უნდა ჩატარდეს თამაში, ეს ნახევარ ფინალია ხალხო ყველაფერი თუ კარგად წავიდა ისტორიული მატჩი ფინალი იქნება, და ის ფინალი გაიმართოს დინამოზე, ბათუმელმა გულშემატკივარმა პირველ რიგში დაიმსახურა რომ ასე მიხდეს
ლოგიკა
08 ნოემბერი 2019 14:01
20
1ლად უნდა ითამაშოს ნაკრებმა იმ სტადიონზე ამიტომ სჯობს დინამოზე გაიმართოსსსსსს
ka
08 ნოემბერი 2019 18:27
1
ბათუმში არნახული ქომაგობა ექნება ნაკრებს. თბილისში კი ეზარებათ ხმაური, მზესუმზირის საკნატუნოდ მიდიან სტადიონზე. ესეა ბოლო 3 ათწლეულის მანძილზე. ამიტომ ბათუმი მაგარია.
kaxa
09 ნოემბერი 2019 17:50
4
რატომ არ გამომიქვეყნეთ ადმინ, არ ეწყინოს უფროსობას? ხოდა დაგვექცა ფეხბურთი თავზე, მარტის იქეთ მაინც ვერ გააღწევთ და რას ერიდებით ნეტა
zvare
08 ნოემბერი 2019 17:08
1
თბილიში
lado
16 ნოემბერი 2019 11:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული