ბელორუსი საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის სერიოზულად მოემზადება - მათმა მწვრთნელმა გეგმა გაამხილა

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელორუსი იქნება, რომელიც 16 ნოემბერს ევროშესარჩევი ციკლის მორიგ ტურში, მიონხენგლადბახში გერმანიას შეხვდება, 19-ში კი ამხანაგურ მატჩს პოდგორიცაში მონტენეგროსთან გამართავს. ამ შეხვედრების წინ ბელორუსთა ეროვნული გუნდის მწვრთნელი მიხაილ მარხელი pressball-ს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს:

"გვინდა გერმანიასთან ღირსეულად წარმოვჩნდეთ. შედეგიც მნიშვნელოვანია. ტოპ-მეტოქეს ვხვდებით და მოგება მასაც სჭირდება.

სათამაშო დისციპლინაა აუცილებელი. მთელი 90 წუთი თავდაცვა ძალიან ძნელია. მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლა გვმართებს. ამას ვეცდებით. პირველ მატჩში გერმანელებთან მომენტებში ურიგოდ არ გამოვიყურებოდით. მათ ტაქტიკური სქემა შეცვალეს. ბევრი რამ გვაქვს
გამოსასწორებელი.

მეტოქეს ზედმეტი "პატივისცემით მოვეპყარით". ძნელია ამისგან გათავისუფლება. ასეთი მენტალიტეტი გვაქვს. რთულია, სანამ კედელზე არ მოგვაყენებენ, მაგრამ შემდეგ ბევრი რამ შეგვიძლია. გასაგებია, ბევრ ჩვენს ფეხბურთელს ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება არა აქვს.

მონტენეგრო კარგი გუნდია და იმათ გამოვცდი, რომლებიც გერმანიასთან არ ითამაშებენ. ეს ორი მატჩი მარტის შეხვედრებისთვის კანდიდატების საქმეში ნახვაში დაგვეხმარება, რაც სტრატეგიული ამოცანაა.

როგორ მოვემზადებით ერთა ლიგისთვის? გეგმა გვაქვს. რადგან მარტამდე სანაკრები ფანჯარა არ არის, თებერვალში შეკრების ჩატარებას და 2 ამხანაგური მატჩის გამართვას ვაპირებთ. ახლა ამაზე ვმუშაობთ - სად, ვისთან, როდის. კლუბების თანადგომის იმედი გვაქვს. საქართველოსთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად ეს შეკრება ძალიან გვჭირდება. თუმცა ჯერ არავითარი კონკრეტიკა არ არის. შესაძლოა, თურქეთში... თებერვალში სახლში ნამდვილად არ ვითამაშებთ".

altრას ცვლის კოსოვოს ჯგუფური ეტაპიდან გასვლა? - დიდი და მზარდი საფრთხე ჩვენი ნაკრებისთვის

altუელსმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეს, ბელორუსს მოუგო [VIDEO]

altბელარუსის ნარების მწვრთნელი: საქართველოსთვის ვემზადებით, ამოცანა ევრო 2020-ზე გასვლაა

altერთა ლიგაზე ჯვაროსნების მეტოქემ ევროშესარჩევში პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელს მიზერული ხელფასი დაუნიშნეს

მკითხველის კომენტარები / 10 /
მოვუგებთ ამათ. რეალურად შემადგენლობა უკეთესი გვყავს და მწვრთნელიც. მთავარია ჯამრთელად იყვნენ ბიჭები.
გოგა
20:56 13-11-2019
0
ნახეთ როგორ ემზადებიან? როგორ ყველაფერი დაგეგმილი აქვთ, იმედია ჩვენი ნაკრებიც კარგად მოემზადება, არადა ბელარუსიის ნაკრებს თუ ვერ მოუგე მაშინ რა გინდა ევროპის ჩემპიონატზე?
s.s.
13:21 13-11-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული