შვეიცარია საქართველოს ნაკრებთან 5 ნომინალური მცველით ითამაშებს - შემადგენლობა თითქმის ცნობილია

AutoSharing Option
ამ დილით საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან ევროშესარჩევი ციკლის მატჩის ჩასატარებლად სენტ-გალენში ჩავიდა, თუმცა იქაურ პრესას ამისათვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია, მხოლოდ თავიანთი ეროვნული გუნდის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. პრესკონფერენციაზე შვეიცარიელთა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა მოკლედ  ისაუბრა "ჯვაროსნების" შესახებ. თქვა, რომ თბილისში ადვილად არ მოუგიათ და დარჩენილ ორ შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვება უნდა იზეიმონ.

blick-ი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება და სასტარტოში იქნება "იანგ ბოიზის" ნახევარმცველი კრისტიან ფასნახტი. გამოცემა სავარაუდო შემდგენლობას ასახელებს.

მეკარე კვლავ იან ზომერი იქნება. დაცვაში გუნდს
ვერ დაეხმარებიან ფაბიან შერი და ტიმ კლოზე. სავარაუდოდ, პეტკოვიჩი 5 ნომინალურ მცველს დააყენებს: შტეფან ლიხტშტაინერი, ნიკო ელვედი, მანუელ აკანჯი, რიკარდო როდრიგესი და ლორის ბენიტო. ამათგან ერთ-ერთი უთუოდ ნახევარდაცვაში გაირჯება.

საყრდენების პოზიციაზე გრანიტ ჯაკას და დენის ზაკარიას ვიხილავთ. შერდან შაკირის და ბრილ ემბოლოს არყოფნის გამო თავის გამოჩენის საშუალება ჯიბრილ სოუს და ფასნახტს მიეცემათ.

თავდასხმაში ჰარის სეფეროვიჩი ითამაშებს და შესაძლოა, პეტკოვიჩმა მას სედრიკ იტენი შეუწყვილოს, რომელიც იმ გუნდის ღირსებას იცავს, რომლის სტადიონზეც ჩატარდება მატჩი.

altგურამ კაშია: შევეცდებით შვეიცარიას საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ

altოთარ კაკაბაძე: ჩვენი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა

altვლადიმირ ვაისი: დაცვიდან თამაშს არ ვაპირებთ - სიურპრიზის შეთავაზება შეგვიძლია

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვეთანხმები გადასარევ გიროგის :) აბა რა... “მე რა რომ ლონდონის არსენალის კაპიტანი იყო მაგათი ნახევარმცველი და რა მოხდა რომ იტალია, ინგლის, გერმანიაში თამაშობენ და ჩვენ ძირითადად აქვე სამეზობლოში და თუნდაც იქაც ვერ ვხვდებოდეთ ძირითდში, ან ტრამვები გვტანჯავდეს. სამაგიეროდ ჩვენ 81 წლის დინამო გვყავდა და თავდაჯერებაც გვაქვს :) სად ჩვენი ნიჭი და შვეიცარიელები.”

მიდით ბიჭებო, უნდა გავხიოთ. მაგათ ქვეყანაც არ ჰქონდათ ჯერ, ჩვენ რომ ვეფხისტყაოსანი გვქონდა...
აბა რა, სად ჩვენ და სად ისინი :)
02:20 15-11-2019
1
უთავმოყვარეო ნაკრები რომ არ ვიყოთ თავზე ბურთს დავახევდით ამ მაიმუნ შვეიცარელებს! სად საქართველოს ფეხბურთი და სად შვეიცარია. მართლა, არ ვხუმრობ. მიდით ბიჭებო რა , კაცურად, თხოვნაა - ანახეთ რა არის ფეხბურთი! მაგათი ყველი კარგია, მარა ისიც მართო ერთი კვირით
გადასარევი გიორგი
01:31 15-11-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული