ვლადიმირ ვაისი: დაცვიდან თამაშს არ ვაპირებთ - სიურპრიზის შეთავაზება შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა სენტ-გალენში შვეიცარიასთან ევროშესარჩევი ტურნირის მატჩის წინ ერთი საათი ივარჯიშა, იქამდე კი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია ჩაატარა:

"ჩვენ სამი დღე გერმანიაში ვემზადებოდით და კარგ კონდიციაში ვიმყოფებით. სასიამოვნოა, რომ დღეს ასეთ კარგ მინდორსა და სტადიონზე გვიწევს ვარჯიში.

შვეიცარიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გავმართავთ და სურვილი გვაქვს, ხარისხიანი და კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშოთ. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ, რადგან შვეიცარიის ნაკრები დაცვაში კარგად მოქმედებს.

ირლანდიისა და დანიის წინააღმდეგ კარგი შეხვედრები ჩავატარეთ, ფრედ ვითამაშეთ,
მაგრამ თუ ხვალ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურს, გოლი უნდა გავიტანოთ.

ჩემი აზრით, ჩვენ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ამ მომენტისთვის შვეიცარია ჯგუფში იმ ადგილს არ იკავებს, რომელსაც ის რეალურად იმსახურებს. მათ ჩვენ მერე კიდევ ერთი მატჩი აქვთ გიბრალტარის წინააღმდეგ.

გვსურს, კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შვეიცარიის წინააღმდეგ ისეთივე რთული მატჩი გველის, როგორც ეს დანიისა და ირლანდიის წინააღმდეგ იყო. მოწინააღმდეგეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მაგრამ ვლადიმირ პეტკოვიჩს საკმარისად კარგი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავს იმისთვის, რათა მაგალითად, შერი და ემბოლო სრულფასოვნად შეცვალონ.

ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, რადგან ბოლო მატჩებში კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. დაცვიდან თამაშს არ ვაპირებთ. შეხვედრის ფავორიტი, რა თქმა უნდა, შვეიცარიაა, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება და შანსები 50-50-ზეა. ვთვლი, რომ ფეხბურთელების ხარისხით შვეიცარია ჯგუფში საუკეთესო გუნდია.

მე მიყვარს ეს გუნდი და ის მოთამაშეები, რომლებიც აქ არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ წარმატებისთვის. თუ რა დონეზე ვართ ახლა, ამას ხვალინდელი თამაშიც გამოაჩენს.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოქრიაშვილი, ანანიძე და ტაბიძე ვერ დაგვეხმარებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და საქართველოს სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია. იმედი მაქვს ხვალინდელი თამაშისაც.

ჩვენ ვემზადებით მარტისთვის და პირველ რიგში, ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. ასევე, ხორვატიაში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაზე, სადაც იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც ნაკრებში საკუთარ შანსს ელოდებიან. ერთა ლიგის პლეი-ოფი მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ისტორიული შანსია. ასევე ფიქრობენ ჩვენი მეტოქეები: მაკედონია, კოსოვო და ბელორუსი.

როგორც აღვნიშნე, ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და რეხვიაშვილი ამის შემდეგ დაგვემატა. ამ პოზიციაზე ასევე გვყავს ნავალოვსკი. ვნახოთ, რა არჩევანს გავაკეთებთ შვეიცარიის წინააღმდეგ. ნაკრებში ასევე არაბული და პაპუნაშვილი დაბრუნდნენ. ოქტომბერში პაპუნაშვილი ფიზიკურად მზად არ იყო და ამიტომ ვერ დაგვეხმარა. ახლა იმედი მაქვს, რომ ის მზად არის და შეძლებს გუნდის გაძლიერებას. რაც შეეხება არაბულს, მან საბერძნეთის ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა და კარგ ფორმაში იმყოფება.

ამ პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელები უნდა გამოვიყენოთ და შემდეგ მათ უკვე მიეცემათ შესაძლებლობა, მარტის მნიშვნელოვან შეხვედრებშიც მიიღონ მონაწილეობა. ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს. ქვილითაია ბელგიაში სათადარიგოთა სკამზეა. სხვა მოთამაშეები საბერძნეთში და ყაზახეთში თამაშობენ, რაც არ არის ევროპის უმაღლესი საფეხური".

შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

altშვეიცარია საქართველოს ნაკრებთან 5 ნომინალური მცველით ითამაშებს - შემადგენლობა თითქმის ცნობილია

altშვეიცარიის ნაკრებმა საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

altშვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ანშლაგი იქნება - ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია!

altვლადიმირ ვაისის სია - 5 საკითხი, რომელიც გვაფიქრებს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვაისი ხარ თუ შმაისი ხარ, მოკიდე ხელი სშენ "ვითომ" Pეხბურთელებს კობიასშვილს და წადით ბიზია წადიიით, ათამაშეთ ის ვისაც უყვარს Pეხბრთი და ქვეყანა!!
სანდრო
17:49 15-11-2019
5
ეს კაცი ავადაა, ისე როგორც კობიაშვილი, კალაძე, ყაველაშვილი, იაშვილი და სხვ. შვეიცარიაც მოუგებს საქართველოს ნაკრებს ერთი ხუთი ბურთის სხვაობით, ბელორუსიცა და კოსოვო ხომ საერთოდ გამოისვავს ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად... რისი თავი გაქვთ... და კიდევ, ვფიქრობ კობიაშვილმა და მისმა ძმებმა, ახალ დროებაში, რომელიც მალე დადგება, სასამართლოს წინაშე უნდა აგონ პასუხი ჯერ კიდევ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების გაყალბების გამო...ძირს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს ამჟამინდელი ნაკრების მწვრთნელი და ზოგიერთი უტვინო ფეხბურთელი, რომელსაც ჰგონია რომ შვეიცარიას მოუგებს...
maxare
16:40 15-11-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული