ოთარ კაკაბაძე: ჩვენი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა

AutoSharing Option
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე შვეიცარიასთან შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა:

"საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების წინააღმდეგ არაერთი წარმატებული შეხვედრა ჩაუტარებია. შვეიცარიასთან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა კიდევ ერთი ასეთი წარმატებული მატჩი ჩავატაროთ. ჩვენი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა.

ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, რადგან შვეიცარიას ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და შევეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ".

მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს "პირველი
არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

altშვეიცარია საქართველოს ნაკრებთან 5 ნომინალური მცველით ითამაშებს - შემადგენლობა თითქმის ცნობილია

altშვეიცარიის ნაკრებმა საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

altშვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ანშლაგი იქნება - ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია!

altვლადიმირ ვაისის სია - 5 საკითხი, რომელიც გვაფიქრებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული