გურამ კაშია: შევეცდებით, შვეიცარიას საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან მატჩამდე სენტ-გალენის სტადიონზე 1 საათი ივარჯიშა, შემდეგ კი კომენტარი "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:

"საინტერესო მატჩი გველის, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად შვეიცარიას გამარჯვება სჭირდება. აქედან გამომდინარე, მეტოქეზე ზეწოლა უფრო დიდია. ჩვენ, სამწუხაროდ, ამ გზით ევრო 2020-ზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შანსს ვიტოვებთ, რომ მიზანს ერთა ლიგის საშუალებით მივაღწიოთ.

ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეეცდება. იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდათ, ახლა თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ. შვეიცარიის ნაკრებისთვის დაძაბული მატჩი
იქნება და ჩვენ შევეცდებით, საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ.

​ჩემი აზრით, შვეიცარიას ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუნდი ყველა რგოლში ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამასთან ერთად, შვეიცარიელებს ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. მათ საკუთარი სტილი აქვთ, მოკლე გადაცემებით თამაშობენ და ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია".

შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

altშვეიცარია საქართველოს ნაკრებთან 5 ნომინალური მცველით ითამაშებს - შემადგენლობა თითქმის ცნობილია

altშვეიცარიის ნაკრებმა საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

altშვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ანშლაგი იქნება - ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია!

altვლადიმირ ვაისის სია - 5 საკითხი, რომელიც გვაფიქრებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე უბრალოდ მაინც თქვით ვინმემ მოსაგებად გავალთ და ვნახოთ რა გამოვაო. გუნდი ყოველთვის მოსაგებად უნდა გადიოდეს ყველა მეტოქესთან და არა საქმის გასართულებლად...
beqa
22:24 15-11-2019
0
თბილისში ვინ გიშლიდათ გართულებას?))))
ჯოყოლა
15:28 15-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული