საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სტუმართათვის კი სატურნირო თვალსაზრისით არანაირი, ამდენად ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალნი იყვნენ და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიამ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და ლორიამ ორჯერ მოიგერია ბურთი. მე-18 წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას წაქცეულმა ქვილითაიამ ბურთი ძელს გაარტყა. ამას პეტკოვიჩის შეგირდების შეტევა მოჰყვა და ლორიამ პირისპირ გასულ აიეტს არ დაანება გოლის გატანა, 39-ეზე ელვედის თავური ცარიელი კარიდან კიტეიშვილმა გამოიტანა და პირველი ტაიმი
0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შვეიცარიამ კვლავ დაიწყო ჩვენს კარზე იერიშების მიტანა და როდრიგესის შორიდან დარტყმული ლორიამ მოიგერია, ხოლო საპასუხო შეტევებისას შენგელიამ სამჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა ითქვას, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად მოქმედებდა და მეტოქე მომენტებს იშვიათად ქმნიდა.

მერე ყაზაიშვილმა ააცილა ბურთი კარს, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი ზომერმა მოიგერია - ვერ გაიტან გაგიტანენო და იტენმა ანგარიში თავურით გახსნა. არადა, ჩვენი გუნდი პირველ ტაიმთან შედარებით უკეთ თამაშობდა.

88-ე წუთზე ყაზაიშვილი ორ მცველს გასცდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და წავაგეთ.

სენტ გალენი. "კიბუნ-პარკი". 16 400 მაყურებელი
შვეიცარია - საქართველო 1:0
გოლი: იტენი (77)
შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ფერნანდესი (სოუ 84), ზაკარია, ჯაკა, სტეფენი, ვარგასი (ფასნახტი 77), აიეტი (იტენი 71)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 84), დავითაშვილი (გვილია 84), ყაზაიშვილი, შენგელია, ქვილითაია (ლობჯანიძე 82)

მკითხველის კომენტარები / 60 /
ისე ვინმე თუ ნახეთ ჩვენი მარცხენა ფლანგი დან შეტევა? ხოჭოლავას ვერ მოთხოვ მაგას და გრიგალავა უნდა დაეყენებინა მემარცხენეა კაცი ბოლობოლო,მთელი მარცხენა კრაი იყო პარალიზებული და ბატონობდა ლიხშტაინერი,შემოუშვი რა ბოლო 30 წუთი დასვენებული ნავალოვკის და დატვირთე ეს კრაი,რატო ტანჯავ ხალხს:(( მთლიანობაში კარგი იყო მაგრამ თანამედროვე ფეხბურში დღეს განაპირა მცველების აქტიურობააა როგორც მათ ყავდათ სულ საქმეში როდრიგესი და ლიშტაინერი..
ლევანი
16 ნოემბერი 2019 19:01
0
ნეტა მართალი იყო, მაგრამ ეგრე თანაბარი თამაშის და "მოგების ტოლფასი წაგებების" გამო მგონია რომ პროგრესია უკვე 20 წელია, მაგრამ შედეგი არ იდება. ცოტა რეალისტები ვიყოთ და შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული
rasa
16 ნოემბერი 2019 19:40
0
წავაგეთ ისევ? რატომ გიკვირთ? ეს მწვრთნელი აზრზე არ არის და ყველა ხედავს. ადამიანი შეცვლას ვერ აკეთებს დროულად და ვერც ხვდება ვინ არის გამოსაცვლელი. დღეს არიან ფეხბურთელები და თამაშიც შეუძლიათ, ვაი ვაის და ვუი ჩვენ. ძურიკო ძალიან მომეწონა, ნიჭიერი ბიჭია და იმედია კიდევ გააუმჯობესებს თამაშს. შენგელიას კიდევ ბევრი შეუძლია, სამწუხაროდ დროულად პასი ვერ გააკეთა ბევრჯერ და უაზროდ რაგბის კარებში ურტყა, თან მეორე თაიმში დაღლილი სცანდა. ბევრჯერ წინ წასულები უკან მოლასლასებდნენ მოედნის შუამდე.ლორიამრიამ ბევრჯერ გადაგვარჩინა. მაგრამ, ფეხბურთელი ხარ და ფეხით ბურთს ურტყამს თიათქოს თავისი ფეხები არ იყოს. ნასესხები აქვს? არ შეიძლება ასე ადვილად მიაღებინო მოწინააღმდეგეს ბურთი მოედნის არც ერთ მონაკვეთში და ყვითლი ბარატებიც მიიღეს პოზიციის დაკარგვის და დაგვიანების გამო.
niko
16 ნოემბერი 2019 17:52
3
მე კი მგონია რომ ჩვენს ნაკრებს ძალიან გაუჭირდება პრინციპული თამაშის მოგება თუნდაც იგივე ბელარუსთან რომ არაფერი ვთქვათ კოსოვოსთან,გუშინდელი არაფრისმომცემი თამაშით დასკვნებს ნუ გამოიტანთ,შვეიცარიას ჭირდებოდა მოგება და მოიგო,ჩვენ კი ვითომ პროგრესი გვაქვს, ერთა ლიგის ჭ ჯუფის პლეიოფში გავედით,მაგრამ ამ შესარჩევ ციკლში მაინც გიბრარტარის გარდა ვერავის მოვუგეთ,ისე ღირსეულად მოლდოვამაც წააგო საფრანგეთთან 1-2 და მერე რა.......
tubi
16 ნოემბერი 2019 17:16
0
არავინ, არც ჟურნალისტი,ბარც გულშემატკივარი არ წერთ ხოჭოლავას ყვითელზე. და უეფამ კი მიაწერა შემდეგ თამაშს გამოტოვებსო. ჩემი გათვლით ეწ მატში ბელორუსთანაა. თუ ვცდები?
Alexandre
16 ნოემბერი 2019 16:23
0
ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა იყო და არის ის, რომ ვერც ერთი შეხვედრა ნაკრებმა ვერ ჩაატარა ოპტიმალური შემადგენლობით დარმუნებული ვარ ამ შესარჩევში რამდენიმე თამაში მაინც ,რომ გვეთამაშა ოპტიმალური შემადგენლობით უკეთესი შედეგები გვექნებოდა.
უპრაქტიკო ფეხბურთელები, (რაც აისახება ფიზიკურ მონაცემებზე და ბევრი ფეხბურთელი ვეღარ ახერხებს 90 წუთი სწრაფად ტემპში თამაშს) ტრანვიანობა ეს ყველაფერი სენად მოგვზდევს უკვე რამდენი წელია ახლაც ვინც ითამაშა და ვინც იყო საუკეთესო მხოლოდ ის ფეხბურთელები ვისაც აქვთ სათამაშო პრაქტიკა დანარჩენები ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე იმედი მაქვს მარტის თამაშებს მაინც შევხდებით ოპტიმალური შემადგენლობით.
Giorgi
16 ნოემბერი 2019 16:17
2
მომეწონა ზურიკო.ჯერ 18 წლის არის და რამდენჯერმე საკუთარი მოედნიდან დრიბლინგით გამოიტანა ბურთი,რომლის გაგრძელებას ერთხელ ქვილითაიას მაგარი მომენტი მოყვა.კონტრშეტევებში ძალიან საჭიროა.ანანიძეს ბევრად ჯობია.იყო მომენტები როცა შენგელიას,კიტეიშვილს და ვაკოს კარებში დარტყმის მაგიერ პასი უნდა გაეკეთებინათ.მაგრამ თავის გამოჩენა ისე უნდათ რომ ყველაფერი ავიწყდებათ.გული მწყდება რომ კაკაბაძე ტოპ ფეხბურთელი ვერ გახდა.ცოტა იღბალი რომ გვქონოდა გუშინ მოგებაც შეიძლებოდა.ამ შემადგენლობას ჩაკვეტაძეც რომ დაემატება ბელარუსს დავანგრევთ.ბოლო თამაშებში ვაისის ტაქტიკა მონწონს.
ამაშია საქმე
16 ნოემბერი 2019 15:01
3
სიტყვა "უწია" რომელ ქართულ ლექსიკონში მოიძიეთ?!
მართლა ძალიან მაინტერესებს. მადლობელი დაგრჩებით.
ალექსანდრე
16 ნოემბერი 2019 14:18
4
არ ესროლოთ პიანისტს - ის უკრავს როგორც იცის!
კოვბოი
16 ნოემბერი 2019 13:55
1
cocxali tvit ar atamacheben im xalxs visac cheuzlia tamachi caikvanos, tu chakvetaze, zarandia, xaraichvili, budu zivzivaze , davitachvili, kvaracxelia ar ikneba belaruss ise ver mougebt,da kosovosac, chven nakrebs unda kargi dakomplekteba kvela rgolchi gvkavs kargi pegburtelebi, magram vaisis eksperimentebis gulistvis ver vigebt, zivzivaze da xaraichvili chakve aucileblad chirdeba nakrebs.
KUTAISELI
16 ნოემბერი 2019 13:23
3
ბიძიკოებო, ვისაც გუშინ ლორიას ტამაში არ მოგეწონათ, რაღაც პრეტენზიებს გამოთვამთ, დამიჯერეთ, ფეხბურთს თავი დაანებეთ, წადით მოტობურთს უყურეთ!
aburjga
16 ნოემბერი 2019 12:07
3
ბევრჯერ ვურჩიე მაგრამ არ ითვალისწინებენ სამწუხაროდ.
semi
16 ნოემბერი 2019 15:16
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული