ვლადიმირ ვაისი: მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით - ერთი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით

AutoSharing Option
შვეიცარიასთან ევროშესარჩევი ციკლის მატჩის (0:1) შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"საწყისი ოცი წუთი შვეიცარიამ შეტევაში ძალიან კარგად ითამაშა. ამის შემდეგ თამაშის გადაწყობა მოვახერხეთ, უფრო მეტს ვმოძრაობდით და მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და მცირე შეცდომის შედეგად, გოლი მივიღეთ. საბოლოო ჯამში, გულშემატკივარმა ორივე გუნდის შესრულებით მაღალი დონის თამაში იხილა.

​ვულოცავ შვეიცარიას მოპოვებულ გამარჯვებას, ვთვლი, რომ ჯგუფის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. შვეიცარიის ნაკრებს და მის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ პეტკოვიჩს გიბრალტარის წინააღმდეგ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას
ვუსურვებ.

მეორე ტაიმში ყაზაიშვილმა კარგად ითამაშა. ქვილითაიამ კარგად იბრძოლა, აკანჯის, ელვედისა და როდრიგესის წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არაა. კარგი მატჩი ჩაატარა იან სომერმაც, მაგრამ გიორგი ლორია დღეს ბრწყინვალე იყო. ჩვენ ორი-სამი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ისინი უნდა გამოგვეყენებინა. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, თუ წარმატების მიღწევა გვსურს გოლები უნდა გავიტანოთ. შეტევაში მეტი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ და საჯარიმოში უფრო აგრესიულები ვიყოთ. ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა, მაგრამ სომერმა კარგად ითამაშა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საწყისი ოცი წუთი შვეიცარია უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ ვაჯობეთ. მეტოქეს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმაც მაღალ დონეზე ითამაშეს, მსურს მათ ამის გამო კომპლიმენტი ვუთხრა. დაცვაში და შეტევაში კარგად ვმოქმედებდით, კარგი ბალანსი გვქონდა. ჯაბა კანკავამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ასევე კარგი იყო შენგელია და 18 წლის დავითაშვილი. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშის იმ ხარისხით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა. სამწუხაროდ, ერთი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. ყველა გუნდისთვის რთულია შვეიცარიის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში თანაბარ ტემპში თამაში".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა ვაისის შესახებ,კიდევ ბევრს იტყვიან და საერთოდ ეს ჩვეულებრივი მომენტია ფეხბურთში, თუმცა აქ ერთი რამაა საყურადღებო: მართალია ვაისს აქ მუშაობის პერიოდში ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია და ვერც მოწყვეტდა იმ კონტიგენტით რომელიც მის განკარგულებაში იყო, მაგრამ ის რომ ნაკრები უფრო სტაბილური და ორგანიზებული გახდა ეს ხომ ფაქტია?გუნდს ეტყობა რაღაც ხელწერა და რაც ყველაზე მთავარია ბრძოლისუნარიანობა.ჩაკვეტაძე,დავითაშვილი,კვარაცხელია და კიდევ რამდენიმე ეს ახალი ბიჭები რომ მოუმატებენ დარწმუნებული ვარ კარგი გუნდი გვეყოლება და დიდ ტურნირზე გასვლაც აღარაა შორს.
რუსლანი
17:08 16-11-2019
2
ასეა თუ ისე, ვაისამ მაინც დიდი სამუშაო გასწია, გამოსცადა არსებული რესურსის თითქმის 90 პროცენტი.მე მგონი ლობჯანიძისთვის და შენგელიასთვის ეს ძირითადში ბოლო მატჩი იყო, რადგან მათ თავი ვერ წარმოაჩინეს. პოზიტივია დავითაშვილი, რაც ვაისას დამსახურებაა, ის კიდევ მოუმატებს, ვაკო ცენტრში უკეთესია. მე მგონი მეორე თამაშში თავის გამოჩენის საშუალება ხარაიშვილს და არაბულს მიეცემა. ნახეთ, ვაისმა ამ შესარჩევში და საერთოდაც, დაცვის და საყრდენის პრობლემა მთლიანად მოხსნა, და ეს პოზიციები ნამდვილად შეესაბამება საშუალო ებროპულზე მაღალ დონეს, როცა ყველა ფორმაში იქნება მითუმეტეს, თუმცა ფლანგები უკეთესის სურვილს მაინც აჩენს და ეს დღეს თვალში საცემი იყო. საყრდენ ზონაზე აღარ შევჩერდები, არც მეკარეზე, რადგან ეს პრობლემა ნაკრებში გადაჭრილია. ვფიქრეობ შეტევაში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან- ვაკო, საბა ლობჟანიძე, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, რომლების ნაკრებში ინტეგრაციაც ვაისის დამსახურებაა, თუმცა ნელა და გულშემატკივრის კიჟინის ფონზე, მაგრამ მაინც. ეხლა დარჩა მხოლოდ მათი შეთამაშების საკითხი და არც ეს იქნება პრობლემა, ვნახოთ რას გვეტყვის ხორვატიასთან ხარა და არაბული, იმედია ვიხილავთ. დარჩა ფორვარდი. მე მყავს კანდიდატი მაგ პოზიციაზე და ეს საბა ლობჟანიძეა, იგი სწრაფია, ტექნიკური, თავითაც თამაშობს და კარშიც კარგად ურტყამს, თან პოზიციას არჩევს იდეალურად, ამეებში მას ბადალი არა ყავს, გადასწიონ იგი ამ პოზიციაზე, მითუმეტეს მარცხენა შემტევები გვყავს სხვებიც და საკმაოდ კარგები. და ერტი კიდევ, ტრამვიანობა მაგრად გვიშლის ხელს. ვაისმა დიდი სამუშაო გასწია ნამდვილად, მაგრამ მაინც შეეძლო დაცვის ფლანგებზე ახალი სახეების მოძებნა და ზემოთ არნიშნულ შეტევის ხაზს მეტი დრო უნდა მისცემოდა შესათამასებლად, რადგან როგორც გამოჩნდა ჯანოსთან და ოქრისთან ფუჭად დაიკარგა დრო. მჯერა ევროპაზე ახალი გუნდით, ყველასთვის უცხო გუნდიტ გავალთ, რომელიც მრავალ სიურპრიზს შესთავაზებს საფეხბურთო სამყაროს.
ვასო
14:32 16-11-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული