ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა უშლის საქართველოს ნაკრებს ხელს უფრო დიდი მიზნებისკენ - სად ვართ ობიექტურად...

რა უშლის საქართველოს ნაკრებს ხელს უფრო დიდი მიზნებისკენ - სად ვართ ობიექტურად...

...როცა ამა თუ იმ მოლოდინს დაისახავ, შემდეგ ის თუ არ გამოვა, მელანქოლიას იწვევს, შესაძლოა, დეპრესიამდეც კი მიხვიდე. საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" B დივიზიონი ისე დაიწყო, თითქოს ვიფიქრეთ, ჩვენი ადგილი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ახლააო. ყველაფერი ეს ჭეშმარიტი არ გამოდგა, გადამწყვეტ შეხვედრებში მარცხს გადაჩვეულმა ფეხბურთელებმა კი ემოციებს ვერ აჯობეს.

ყველა სფეროში ადამიანებს საკუთარი მინიმალური და მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. არის მომენტები, როცა საკუთარ თავზე მაღლა ხტები. ეს მუდმივად არ გამოვა, თანაც, როცა საქმე კოლექტიურ საქმიანობას ეხება. აქ ყველა დეტალი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

ობიექტურად, სად არის საქართველოს ნაკრების დღევანდელი სამოქმედო არეალი? გუნდს ჰყავს მთავარი ვარსკვლავი, რომელიც ხშირად ბრწყინვალე ინდივიდუალიზმით ისეთ განცდას აჩენს, გუნდურად ყველაფერი რიგზეა, სინქრონული მოქმედებებია. არადა, ან ასე არაა, ანაც ამის ხელშეწყობა იდეალურად ცოტას შეუძლია. ჩეხეთთან მოედნიდან კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე ერთდროულად რომ გავიდნენ, ხვიჩა კვარაცხელიამ მინდვრის ცენტრისკენ ჩაწევითა და თამაშის საკუთარ თავზე მაქსიმალურად აღებით ორი საგოლე შანსი შექმნა. "კვარამ" მოლოდინები ისე გაზარდა, ყველას აქვს განცდა, მან მარტომ ყველაფერი უნდა შეძლოს. არადა, ასე არაა, ზოგჯერ მას უბრალოდ არ უმართლებს, როგორაც უკანასკნელ ორ სანაკრებო მატჩში.

არავინ უნდა იფიქროს, ვინმეს ვაკნინებთ. "ჯვაროსნების" რიგებში სხვადასხვა დონის ჩემპიონატებში გამორჩეული ფეხბურთელებია, მაგრამ საერთო დონის ასამაღლებლად მეტია საჭირო. არის ფაქტორები, რაც სანაკრებო შეკრებებზე არ შეიცვლება. ოლომოუცში ტრიბუნებიდან კარგად ჩანდა, ჩეხები ჩვენზე გაცილებით მეტს და გამუდმებით რომ მოძრაობდნენ. გვინდა, თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ესაა თანამედროვე ფეხბურთი; წარმატება თუ გვინდა, მას გარკვეულწილად, მხარიც უნდა ავუბათ.

მთავარ მწვრთნელს საკადრო საკითხებზე სულ მივედავებით, თუმცა გვაქვს კი სათანადო კონკურენცია?! არადა, სხვადასხვა რგოლებში მკვეთრი დისბალანსია, როგორც ასაკის, ასევე კლასისა და დონის მიხედვით. ასაკი დამღა კი არაა, უბრალოდ რაღაცას ძველებურად ვეღარ აკეთებ, ამავდროულად, პირიქითაც, გარკვეულ საკითხებს უკეთ, "დაღვინებული" უდგები, რაც პატარა ასაკში ასე არაა.

რაც ვიცით, ჩვენი ბიჭები თავს არ ზოგავენ. ჩეხეთისკენ მათთან ერთად ვიმგზავრეთ და იოლად ჩანს, კარგი, უშუალო და ლაღი ადამიანები არიან. მათ ახლა ვერ ვეტყვით, რომ საუკეთესო პერიოდი აქვთ. ვერ ვეტყვით ისევ მათი ინტერესების გამო, ვერ ვეტყვით ისევ მათი პატივისცემის გამო. საკუთარ თავს გარედან მეტად უნდა შეხედონ, უკეთესები დაბრუნდნენ, ახალი და უფრო ამბიციური მიზნებისკენ დაიძრნენ!..

მატჩისშემდეგ პრესკონფერენციაზე ჩვენი შეკითხვა ვილი სანიოლს იმას შეეხებოდა, ანგარიშის შემცირებისთანავე ცვლილებები გუნდისთვის უფრო დამაზიანებელი ხომ არ გამოდგა და პრობლემას გვიქმნის თუ არა ის ფაქტორი, მეტოქის მწვრთნელებმა მაქსიმალურად რომ შეგვისწავლეს. რაც გამოჩნდა, სანიოლი სულ უფრო ხშირად იშვერს ხელს ფეხბურთელებისკენ და საკუთარ შეცდომებს საჯაროდ არ აღიარებს, იმის მიუხედავად, შემდეგ ჩანს, შენიშვნებსაც ყურს უგდებს. მან ხელშეკრულება გაახანგრძლივა და თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. შესაძლოა, უკვე დამღლელად, მაგრამ კიდევ ერთხელ დავიწუწუნებთ ე.წ. გეგმა "ბ"-ს არარსებობაზე. ამხანაგური შეხვედრები არაა, მნიშვნელოვან დაპირისპირებებს კი ექსპერიმენტებისთვის ვერ გამოვიყენებთ, რაღაც ბალანსია საჭირო!..

• Guriec

ბიჭო, ჩვენ ახლა ვიდგამთ ფეხს სანაკრებო დონეზე და კრიტიკოსებს მინდა გითხრათ, ცოტა მაგამს მოქაჩეთ ბაბუ... ვადროვოთ ბიჭებს მყარი შენობის აგება და თუ ვერ ვეხმარებით, ხელსაც ნუ შევუშლით ამ უდიდეს მშენებლობაში. ოღონდაც არ გინდათ ახლა შენ ვინ ხარ კრიტიკას რომ კრძალავო და ასეთები. მე არაფერს ვკრძალავ და ზოგიერთი კრიტიკოსი ისეთი პათოსით ლაპარაკობს, მეგრელი რკინიგზელის და ყვითელი ალამის ანეკდოტი მახსენდება უნებურად... იმხელა სასტავს აჩერდბს და ფაღარათი როგორ ვერ გააჩერაო რომ ამბობს და დიაგნოზსაც ფატალურს უსვამს ფაღარათიან პაციენტს, არ ეშველება არაფერი, ვერ გადარჩებაო. ზუსტად ასეთი კრიტიკოსები ჰყავს კვარას, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ხაზგასმით აცხადებს, რომ ხვიჩა საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელია და მისი ადგილი იქ არ არის, სადაც რაღაც შემთხვევის წყალობით მოხვდა და ამისთვის ჯუნტოლისაც გადაკრავენ ხოლმე მათრახს. სასაცილო ტიპები რომ არიან, კომიკურად რომ გამოიყურება მათი მძიმე არგუმენტები, ხვდებიან მაინც? თუმცა, ამდენს რომ ხვდებოდნენ, რაღაცას ხომ შეცვლიდნენ? ბოლობოლო სანიოლის გაუშვებდნენ და თვითონ ჩაუდგებოდნენ ნაკრებს სათავეში...

• Bengalski999

გამარჯობა ყველას და გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მისი მადლი შეგეწიოთ სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს..!ჩემ მოკრძალებულ აზრს დავაფიქსირებ:ვეთანხმები ყველას, რომ თამასა მკვეთრად აწეულია, თუმცა საფუძვლის გარეშე ეგ ვერ მოხდებოდა! ესეიგი პოტენციალი არის, თუ იარსებებს სწორი ტაქტიკური მონახაზები,შედეგებიდან გამომდინარე ადეკვატური რეაგირებები სამწვრთნელო შტაბიდან და ფეხბურთელების სათანადო მოტივაციებთან ერთად,მათი ზრდა. ! მთლიანობაში გვყავს სამწვრთნელო შტაბი, რომელიც ტაქტიკურად ვეღარ იზრდება, სწორად ვერ რეაგირებს და ხელს ფეხბურთელებისკენ იშვერს, თუმცა როდესაც ჩეხეთთან ზურიკო გამოვიდა ჩაკვეს მაგივრად, შემდგომ მარჯვნივ საბა და გოჩო, მარცხნივ ხვიჩა იყო, მისი ფუნქცია პრაქტიკულად მოედანზე დაიკარგა..! ვითამაშეთ პრაქტიკულად ცენტრის გარეშე და პლიუს ნახევარდაცვის და თავდასხმის დაკავშირების გარეშე..! ეს ხომ მწვრთნელის უხეში და უპატიებელი შეცდომა გახლდათ?! გასაგებია მადლიერება სანიოლის მიმართ, მან შეკრა და ფუნდამენტი ჩაასახლეს ჩვენ ნაკრებში, თუმცა როგორც ფილმ ფეოლაშია, დროა უფრო მაღალკვალიფიცირებული მწვრთნელი ვიხილოთ, სანამ კიდევ უფრო მეტი შანსი არ გავანიავეთ..! არ შეიძლება ლიფტების იმან დაამონტაჟოს, ვინაც კატლავანი ამოიღო, ან დაწყებითი კლასების პედაგოგმა უნივერსტეტში რექტორები შეითავსებს, ან სასწრაფოს ექიმმა ოპერაციები აკეთოს, ყველას თავის ფუნქცია ააქვს და ნურც ვილის მოვთხოვთ სასწაულებს..!

• გიორგი

იმ მეორე ნახევარს როგორი თვალით შევხედო თუ ნაკრების წაგება გაუხარდა ?! ან არის კი ღირსი, საერთოდ, შეხედვის ? ღალატი მიუღებელია

• სოსო

კარგი რა სეხნიავ!სამი წლის წინ სად თამაშობდნენ,ჯერ ის გაიხსენე მაშინ და ახლა სად არიან!

• SOSO

რა დიდ მიზნებზე შეიძლება იყოს საუბარი,როდესაც ოთხი პრინციპულად, სატურნირო თვალსაზრისით თამაშიდან, გუნდი მხოლოდ ერთ გამოღლეტილ ქულას იღებს და ჯუფიდან გასვლის ნაცვლად დაქვეითების ზღვარზეა, კრიტიკის ნაცვლად [ არა გინების,წყევლა-კრუნვის და მინდვრების გადახვნის მოთხოვნის] , როგორც მწვრთნელების,ცალკეული ფეხბურთელების და ფედერაციის მიმართ ისმის მადლობები, სადღეგრძელოები და ტრადიციული ბაქი-ბუქი,რომ მსოფლიოში ყველაზე მკვლელი შემტევები გვყავს,არადა ამ ე.წ.მკვლელებმა ბოლო ოთხ აუცილებლად მოსაგებ თამაშში სულ 2 გოლი გაიტანეს და ერთი ქულა აიღეს. არ მესმის, ალბანეთთან წაგებისთვის თბილისში, ათასი პრობლემების მქონე უკრაინასთან ლამის ორივე თამაშის წაგებისთვის ან თითქმის მე-3 შემადგენლობით მოთამაშე ჩეხების ნაკრებთან ეპოქალური თამაშის წაგება სამადლობო და საამაყო რატომ არის. ჯერ კიდევ გამოჩნდება რამხელა მნიშვნელოდა ჰქონდა ჩვენი ფეხბურთის მდგრადი განვითარებისთვის ამ ჯგუფის მოგებას. ფაქტიურად იმ წარმატებეის სარტყელიდან,რომელზეც მოულოდნელად არმოვჩდით ევროს წინ,რომელიც გაგრძელდა ევროზე და გადმოგვყვა ახალი ციკლის პირველ ორ მატჩში-გავანიავეთ და ცალი ფეხით გავვარდით ბ ჯგუფიდან პირდაპირი მნიშვნელობით. ამასთან გუნდის ლიდერი ფეხბურთელებისთვისაც შეურაცმყოფელია, ოთხი მიჯნით უსუსური თამაშისთვის მადლობები- კრიტიკა და ოპონირება ყველას სჭირდება. საშინელებაა რომ დღემდე ვერა და ვერ მოვიშორეთ ეს არასრუყოფილობის სინდრომი, ყველაფერში შეთქმულების თეორიების ძიება, მიზეზები-წვიმა,ქარი,სიცხე, იქ ვიღაცამ დაუსტვინა ან მაისურზე მოქაჩა, უსაფუძვლო ბაქი-ბუქი და საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა....ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მაის ის პოლარიზაციაა ქვეყანაში რომ მძინვარებს- კრიტიკა რაც არ უნდა ობიექტური და სამართლიანი იყოს მაინც იწვევს აგრესიას მეორე მხარიდან და პირიქით, ამის ნათელი დასტურია ამ სტატიის ავტორის მადლობებია, ფეხბურთის ფედერაციის,სპორტის სამინისტროსა და სხვა სახემწიფო სტრუქტურების მიმართ ბათუმში,ჩეხეთში თუ პოლონეთში მივლინებაში დახმარებისთვის, დავიჯერო რომ ამ პატივსაცემ გამოცემას, იმის საშუალება არ აქვს რომ თავად უზრუნველყოს თავიში ჟურნალისტის მივლინება ნაკრების თამაშებზე, შემდეგ რომ ობიექტური ანალიზი შემოგვთავაზოს, შედეგის მიხედვით, სადაც საჭიროდ ჩათვლის, თამამად შეეძლოს გააკრიტიკოს მწრთნელი, ფეხბურთელი თუ ჩინოსანი და არა დავარცხნილი არაფრის მთქმელი სტატიები, ბოლოში მუქი შრიფტით მადლობებით....ერთი სიტყვით სანამ ეროვნული თანხმობა არ იქნები სულ ერთ წრეზე ვივლით, ქართველების ერთ ნაწილს გაეხარდება ჩვენი ეროვნული გუნდების წარმატება მეორე ნაწილს პირიქით....დარწმუნებული ვარ ჩეხებთან წაგების შემდეგაც ასე იყოო.....შეიძლება ვცდები კიდეც....გასულ ევროზე ქე გამოჩდა ქართველების ერთად დგომის ხიბლი შემოდგომის ყვავილივით, მაგრამ ეგრევე ჩამოჭკნა და დეიკარგა სულიკოსავით...

• დათო

მწვრთნელი შეცვლაა აუცილებელი

• დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს

პირველ თამაშს თუ უძლებენ მეორეში ვეღარ ქაჩავენ მაინც და იქნებ მეორეში დასვენებული ახალგაზრდები შეგეშვათ გამოცდილების მისაღებად მაგრამ კარგად რომ ითამაშონ მერე ძველების არ დაძახებით ხომ აწყენინებთ ძმაკაცებს და ხართ ასე ვინმეს არ ეწყინოთი

• გიორგი

მენეჯმენტი და მწვრთნელი.

• ლადო

სანიოლი არის ქოცი და ამ შემადგენლობისთვის არაკვალიფიციური!!! სამივეწვრთნელმა დაიხია ქაბაბის ჩეკივით!!!

• ილია

ტაქტიკურ მრავაიფეროვნებას მართლა სჭირდება დაბალანსებული გუნდი.ჩვენ ვოცნებობდით შედეგზე.ვილისთვის მთავარი მაინც სამწვრთნელო კარიერაა.

• დათო

სტატიის სათაურს ერთი სიტყვა აკლია, თუ მეტი?

• ამატაკი

67.125 - იცით ეს რა ციფრია? კვარას ღირებულების ზუსტად ამდენ პროცენტს შეადგენდა მთელი ჩეხეთის ნაკრების იმ შემადგენლობის ჯამური ღირებულება, რომელმაც ითამაშა ეს ბოლო, ჩვენთვის ავადსახსენებელი მატჩი. არ არის ძნელი მისახვედრი რატომ მოვიყვანე ეს ციფრი. ეს იმ ოპერიდანაა, "რატომ უნდა მოგვეგო ასეთი ძლიერი ნაკრებისათვის". რატომ და თუნდაც მხოლოდ ამიტომ! რავა ვერაა არგუმენტი? კი, მესმის ამაზეც შეიძლება რაღაცა ინახოს. კარგი, მაშინ იქნებ ის ავხსნათ,- ვისი გამოისობით იქცა ეს ცენტრ. მცველი კაცი ფლანგელად. ხვდებით ალბათ - ლოჩოშვილზე მაქვს საუბარი. ან ეს, ან გველესიანის 30 წუთი, ან აზაროვის არ წაყვანა, ან გოჩოს არ დაყენება, ან მოსაგებ თამაშში ცეტრის - ავი თუ ცუდი რაც გვყავს იმისაც გამოშიგვნა (კიტე, ჩაკვე), ან...ან....? რა ვქნათ ამდენი ან ვინმეს ხომ უნდა აეკიდოს, თუ ცენტრის გარეშე ბურთს დეპეშით ვაგზავნიდით ბიჭებთან შეტევაში?! დაცვა გვყავს ნელიო და რა უნდა ექნა ეხლა ამ კაცსო? კარგი და ვინც გვყავს რავა, ოპტიმალური იყო ვითომ? ისევ ცოტა ციფრები: ჩვენი 5 კაციანი დაცვა სტარტზე, ჯამში ღირდა 4,4 მლნ. (სხვათაშორის აზაროვის ღირებულება - 5 მლნ) რომ დაგვეყენებინა ყველა მის ადგილას, მაგალითად: ცენტრი -მიყოლებით - ლოჩოშვილი - დვალი -კაკაბაძე ცენტრში, ფლანგებზე აზაროვი - გოჩოლეიშვილი. ამ შემთხვევაში დაცვის მთლიანი ღირებულება იქნებოდა 11,25 მლნ. ხოლო სისწრაფეს რაც შეეხება, შეიძლება რეაქტიული ვერ ყოფილიყო, მაგრამ ვერავინ იტყვის რომ ეს დაცვა იქნებოდა ნელი. ასე რომ ვარიანტები იყო და არაერთი, ჩემო კარგო ხალხო. პ.ს. არცთუ დიდი ხნის წინ ბარსა -ნაპოლის წინ იყო მითქმა-მოთქმა, ვის დაუყენებდნენ იმ დროისთვის მაგარ ოსიმენს. დაუყენეს მაშინ უცნობი 16 თუ 17 წლის კუბარსი (ბევრად გამოცდილი სკამზე დარჩა) და ამ ნაქებმა ოსიმ შაურის საქმე ვერ გააკეთა, სანამ გამოცვლიდნენ.

• Martali

Ra ushlis xels da, Uazro tavis martleba safari Ar moscont bichebs ukrainastanac eg tqves da exlac davitashvilma.

• მ.ზ.

ძლიერი ევრო დონის ფეხბურთელები იყვნენ კობიაშვილი,ხიზანიშვილი,იაშვილი კი სულაც ევროკომისიის ფეხბურთელი იყო,და ტრამვები ,რომ არა ,ევრო გრანდ გუნდში ითამაშებდა კიდეც,წლობით,მაგრამ მწვრთნელები ვერ არიან,გვარდიოლას,ფლიკის.....და სხვა ტოპ "ქოაჩების",მიახლოვებულადაც კი,"სამწვრთნელო ექსპერტები-მრჩევლები"აქტიური ჩარევითი ხმით და სანამ და სანამ ამგვარი ტრიუმვირატების :მარწუხებში" იქნებიან,მთავარი მწვრთნელები და თანაც,ევრო საშუალო დონისანი, ეროვნულ ნაკრებში,ვერაფერს,"ხელშესახებს",რაც ქართველ გულშემატკივართ გვსურს,ვერ მივაღწევთ,ან არადა ერთ ერთი უძლიერესი თაობა მოვიდა-მოდის,ქართული ფეხბურთის ყველა დროის აღებით,ისტორიაში,გუნდურად,ასეთი ძლიერი ნაკრები არც გვყოლია,სამი-ოთხი-ხუთი,...ტოპ ევრო ფეხბურთელით, ნაკრეში,მოდით ყველამ,თავისი საქმე აკეთოს,სადაც არს,ეროვნულად წინსვლისთვის, ახლლად ნაკრების გულშემატკივრობით,მაგრამ ჩაურევლად,მთავარმა მწვრთნელმა წყვიტოს რაც მინდორზე მოსახდენად,მოახდინოს და თანაც ამ გუნდს მსოფლიოში ერთ ერთი უძლიერესი მწვრთნელი სჭირდება,მსოფლიოზე გასასვლელად და გასამარჯვებლად მომავალში,ახლო მომავალში...თუ ..... არ გვაქვს მაღალანაზღაურებადი ტოპ მოვიწვიოთ,მაშინ გავჩუმდეთ და ვიაროთ,B,C,D ჯგუფებში,იქით-აქეთ და არაპროფესიონალი ჟურნალისტებით და კომენტატორებით "ვაქოთოთ" ჯღაბნით და ქაქანითხ,ქართული საიტები და ნაკრების თამაშები ეთერში საჯაროდ

• გოგა

მთავარი პრობლემა მარტო ისა, რო სანიოლმა ფეხბურთელებს დაბრალა ყველაფერი და საკუთარ თავზე არაფელი თქვა, რო ეთქვა მევ შევცდი რაღაცებშიო უფრო კაცური იქნებოდა, ჩეხებთან წავაგეთ გასვლა, მაგრამ 2:1 ზე ძან შეშინდნენ ჩეხები კი ვნახეთ, ფსიქოლოგიური უპირატესობა თითქოს ჩვენკენ უნდა ყოფილიყო და რას ვხედავთ, გუნდის ორი ლიდერი გაყავს მოედნიდან, მერე იმ ერთადერთი გოლის გამტანიც, რაცარუნდა დაღლილები ყოფილიყვნენ ბოლომდე თავს გაწირავდნენ ეს ბიჭები და ცენტრიც არ დაიკარგებოდა, ცენტრში გვეთამაშებოდნენ დაცვას მას მერე ჩეხები, 4 თამაში 4 ქულა გბონდოდა, რა მიხდა ერთ თვეში დავიწყდათ ბიჭებს გომების გატანა? არა უბრალოდ სხვა და სხვა ტაქტიკას ვერ აუღეს ალღო, ცოდვად ჩაგბეთვლება ვთქვათ, რო ბიჭები არ დაიხარჯნენ და არ უნდოდათ შედეგის ჩვენება, მე პირადად ბოლო 4 თამაში სანიოლის შეცდომებს ვხედავ, არ ვამბობ არიქა გავაგდოთ ეხლავეთქო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, სანიოლმა ჩაგდო ოთხივე თამაში

ვერასოდეს ვერ მოიგებს თბილისი ფეხბურთს. განადგურებულ, ომში მყოფ ქვეყანას უფრო მეტი სტიმული და "ჟილკა" აქვს ვიდრე საქართველოს ბიუჯეტით გამოკვებულ არა ტალანტებს.

• ნუგზარის

გეთანხმებით! 11 სრულფასოვანი ფეხბურთელი არ გვყავს არა თუ მათი შემცვლელები და კიდევ სირბილს ცოტა მოუმატეს და პირველი 2 თამაში გაგვახარეს მაგრამ მერე დაავიწყდათ თუ რა ემართებათ ტემპს ვეღარ გაუძლეს და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ან სირბილი უნდა ისწავლონ ან ბუნებრივად სწრაფები უნდა მოძებნონ და მოიყვანონ. ისე არაფერი ეშველება ამ საქმეს.

• ქომაგი

მწვრთნელი უნდა ნორმალური ნაკრებს მწვრთნელი! გაიგოს გამგებმა უმწვრთნელო გუნდს ძალიან უჭირს ხო ყველა ხედავს ამას,ფეხბურთელები არიან საკმარისი რაოდენობის.

• ამაშია საქმე

სწორედ რუბინში და ნაპოლში, პირველი სეზონი იფრინა კვარაცხელიამ საქართველოში ნასწავლი ფეხბურთით.რაც შეეხება ფეხბურთის ცოდნას, გოლის გატანაა მთავარი იმიტომ რომ სხვანაირად თამაშს ვერ მოიგებ.სწორედ გოლის სანახავად დადის სტადიონზე50-100 ათასი გულშემატკივარი და მილიონი ტელემაყურებელი უყურებს თამაშებს.ეტყობა ფეხბურთს სიმფონიური ორკესტრივით უყურებთ რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგებთ.

• aburjga

შენზე არ ვამბობ და ის ვაცლავ ჰაველი დიდი უვარგისი ვინმე იყო!

• zaza

ვინც კვარაცხელიას ვერ აფასებს სათანადოდ , იმას ფეხბურთი არ ესმის . ნაკლები იყო უკრაინასთან გასვლაზე და ამისდ მიზეზიც არსებობდა .მარტო გოლის გატანა და 5 კაცის მოტყუებაა ფეხბურთი ? არ დატოვა ლოჩოშვილი კარის წინ თითქმის ერთი ერთზე ? ორ კაცში გააძვრინა პასი , მაგრამ ხელებში დაურტყა ლოჩოშვილმა . არა ლოჩოშვილი შემტევი . მანდ წიტაიშვილი გახევდა კარს უმეტეს შემთხვევაში . ამას გარდა , 2-3 მცველის ყურადღება სულ გადააქვს თავის თავზე , დაცვაში ართმევებზე თამაშობს და მეტი რა ქნას ? კიდევ , მარცხენა ფრთაზე კვარაცხელიას სჭირდება სწრაფი მეწყვილე . ასეთი ჩვენს ცნობად ფეხბურთელებში გვყავს წიტაიშვილი და აზაროვი . აზაროვი საერთოდ მოკვეთეს ნაკრებიდან და წიტაიშვილს შანსი არ მისცა მოსაგებ თამაშში .ქოჩორაშვილს კონკურენცია დაუკარგეს . ამ ბიჭზე ცუდს არაფერს ვამბობ , პირიქით , მაგრამ ყველას აქვს შეცდომა და მასაც . გაგნიძეს რატომ ამოუკვეთეს ფეხი ნაკრებიდან ? მექვაბიშვილი და ალთუნაშვილი უფრო ინტენსიური და მეტის შემქმნელები არიან საყრდენ ზონაში ან შეტევის უკან ? ეძებს ვინმე სწრაფ და ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელებს საქართველოში ? ერთ მაგალითს გეტყვით , ვისაც ლოკომოტივის კარგი გამოსვლა გახსოვთ ევრო თასებზე , მაშინ კარში მანარდაშვილი ედგა ლოკომოტივს . შეტევის მარჯვენა ფრთაზე კირკიტაძე იდგა და სისხლი გაუშრო მეტოქეთა მცველებს ყველა თამაშში . არ აღირსეს იმ ბიჭს ერთი სრული თამაშიც კი ნაკრებში . ვესაუბრე ერთს და კლასი არ აქვსო , წარმოგიდგენიათ ? )) მერე , შე დალოცვილო ,ოცი წლის ბიჭს მიეხმარე დახვეწაში და გამოიყენე . დაიკარგა ის ბიჭი თითქმის . ასე რამდენი . არა რტოტაცია , არა ძიება , არა ტაქტიკური სქემები , არა დამუშავებული სტანდარტები და ა. შ . ბავშვთა ფეხბურთში ხო უმეცარ მწვრთნელთა ბუმია . ფიზ მომზადება ნოლი , 14-16 წლის ასაკში თეორიული სწავლება ნოლი , ტაქტიკური ცოდნა ნოლი და რა დაგვრჩა ? ნიჭი მხოლოდ . კვარაცხელიას ნაკლი ისაა , რომ აქ გაიზარდა და ახლა სწავლობს იმას , რაც 15-16 წლის ასაკში უნდა ესწავლა .ასე არიან დანარჩენებიც .ასეა ეს და ამაჩიდაა საქმე .

• zaza

ამაშია საქმე-ს არ გესმის მეგობარო ფეხბურთი. მარტო გოილის გატანა და 5 კაცის მოტყუებაა ფეწხბურთი ? არ დატოვა ლოჩოშვილი კარის წინ თითქმის ერთი ერთზე ? ორ კაცში გააძვრინა პასი , მაგრამ ხელებში დაურტყა ლოჩოშვილმა . არა ლოჩოშვილი შემტევი . მანდ ჭიტაიშვილი გაზევდა კარს უმეტეს შემთხვევაში . ამას გარდა , 2-3 მცველის ყურადღება სულ გადააქვს თავის თავზე , დაცვაში ართმევებზე თამაშობს და მეტი რა ქნას ? კიდევ , მარცხენა ფრთაზე კვარაცხელიას სჭირდება სწრაფი მეწყვილე . ასეთი ჩვენს ცნობად ფეხბურთელებში გვყავს ჭიტაიშვილი და აზაროვი . აზაროვი საერთოდ მოკვეთეს ნაკრებიდან და წიტაიშვილს შანსი არ მისცა მოსაგებ თამაშში . გოჩოლეიშვილს კონკურენცია დაუკარგეს . ამ ბიჭზე ცუდს არაფერს ვამბობ , პირიქით , მაგრამ ყველას აქვს შეცდომა და მასაც . გაგნიძეს რატომ ამოუკვეთეს ფეხი ნაკრებიდან ? მექვაბიშვილი და ალთუნაშვილი უფრო ინტენსიური და მნეტის შემქმნელები არიან საყრდენ ზონაში ან შეტევის უკან ? ეძებს ვინმე სწრაფ და ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელებს საქართველოში ? ერთ მაგალითს გეტყვით , ვისაც ლოკომოტივის კარგი გამოსვლა გახსოვთ ევრო თასებზე , მაშინ კარში მანარდაშვილი ედგა ლოკომოტივს . შეტევის მარჯვენა ფრთაზე კირკიტაძე იდგა და სისხლი გაუშრო მეტოქეთა მცველებს ყველა თამაშში . არ აღირსეს იმ ბიჭს ერთი სრული თამაშიც კი ნაკრებში . ვესაუბრე ერთს და კლასი აქვსო , წარმოგიდგენიათ ? )) მერე , შე დალოცვილო ,ოცი წლის ბიჭს მიეხმარე დახვეწაში და გამოიყენე . დაიკარგა ის ბიჭი თითქმის . ასე რამდენი . არა რტოტაცია , არა ძიება , არა ტაქტიკური სქემები , არა დამუშავებული სტანდარტები და ა. შ . ბავშვთა ფეხბურთში ხო უმეცარ მწვრთნელთა ბუმია . ფიზ მომზადება ნოლი , 14-16 წლის ასაკში თეორიული სწავლება ნოლი , ტაქტიკური ცოდნა ნოლი და რა დაგვრჩა ? ნიჭი მხოლოდ . კვარაცხელიას ნაკლი ისაა , რომ აქ გაიზარდა და ახლა სწავლობს იმას , რაც 15-16 წლის ასაკში უნდა ესწავლა .ასე არიან დანარჩენებიც .ასეა ეს და ამაჩიდაა საქმე .

• ვა რა დონეა

რომელია ეს კვალიფიციური მწვრთვნელი დღევანდელ ფეხბურთში იქნაბ თქვათ.რამდენიმე მწვრვთვნელია რომლებსაც ატრიალებენ სხვადასხვა გუნდებში და შედეგს მაინც ვერ აღწევენ.გვარდიოლა სამი წელი იყო ბაიერნში და ლიგა ვერ მოიგო,პაჩეტინომ მგონი 5 გუნდი გამოიცვალა შედეგი ნული,მოურინიომ თავიდან მაგარი შედეგები დადო მერე ალბათ 10 წელია ნასკებივით იცვლის გუნდებს და ვერაფერს აკეთებს.სანიოლსაც გაუმართლა შესარჩევები თბილისში რომ ვითამაშეთ,ხოლო ევროპაზე უმოტივაციო პორტუგალიას მოვუგეთ.

• ზურაბი

სწორად წერს , ვეთანხმები, ჩვენი ნაკრების შეტევაში თამაში, ანუ პირველი ნომრით თამაში თანდათან უმჯობესდება, უკრაინასთან პრესინგზე გარკვეულ მომენტებში მაგრად ითამაშეს, რასაც ადრე ვერ ვაკეთებდით , ბურთს სწრაფად ართმევდნენ. ასე რომ ყველაფერს დრო უნდა, შრომა და გამოცდილება, რომ უფრო პრესინგზეც კარგად ითამაშო და შეტევაშიც. უკრაინაც და ჩეხეთიც ჩვენზე უფრო გამოცდილი ნაკრებებია, ჩვენ რამდენიმე წელია დავიწყეთ აღმა სვლა, და უკვე თანაბრად ვეთამაშებით და ახლო მომავალში ამათაც გადავუსტრებთ და დიდ გრანდებთანც მაგარ თამაშებს ჩავატარებთ. წამოვიდა თაობა რომელიც ფეხბურთს თამაშობს, რაც 21 წლიანებმაც დაამტკიცა. ჩვენი ქართული ფეხბურთი წინ მიდის და მაგარი ნაკრებები გვეყოლება მომავალ წლებში.

• G.LA

ტაქტიკურ სქემებზე და შემადგენლობის დაყენების გარჩევაზე თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ თვითონ ფაქტი რომ ცვილელბა გააკეთო იმ წუთში როდეს ანგარიშს ამცირებ არასწორად მიმაჩნია. ცვილებას აკეთებ მაშინ როცა რაღაც არ მოგწონს ან რაღაცის შეცვლა გინდა. გოლი გაიტანე, ანგარიში შეამცირე და ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვე. აქედან რა არ მოგწონს, რომ იმავე წუთს შეცვლას აკეთებ? გუნდს ჯერ აცალე ის ფსიქოლოგიური უპირატესობა იგრძნოს და მერე მოიმოქმედე რამე. მე-60 წ გავიტანეთ და 61-ე წუთზე აკეთებ 2 ცვლილებას. აღარ ვლაპარაკობ რომ შემქმნელები გამოგყავს და შეგყავს ახალბედა, დამატებით გოლის გამტანს მიქაუტაძეს უზღუდავ შეტევის არეალს ზივზივაძის გამოყვანით, როცა ჟორჟმა კურაჟი იგრძნო. ვფიქრობ ერთ ერთი თუ ყველაზე დამაზარალებელი არა, ზუსტად ეს შეცვლები იყო. კიდევ 30 წ-ზე მეტი დრო იყო დამატებით დროით და საჩქარო ნამდვილად არაფერი იყო.

• გიორგი

ჩაკვეტაძემ, ქოჩორაშვილმა უნდა მოუმატონ პროგრესს,თორემ დარჩებიან მეორე ლიგის მოთამაშეებად!

• rolos

რა გაუხურეთ ამ კაშიას საქმე, უყურე თამაშს ისევ და ნახე რამდენჯერ გადაარჩინა გუნდი. არ ჰყავთ მასზე სტაბილური და გამოცდილი ფეხბურთელი. თვითონაც კარგად იცის რომ ხანშია. დაუფასეთ.

• las

სისულელეებს რო წერ უკრაინასთან თანაგრძნობის გამო წავაგეთო ალბანეთთან და ჩეხეთთან ვის თანავუგრძნობდით?

• rable

ჩეხეთტან იმიტომ გვქონდა უპირატესობა ბურთის ფლობის, რომ დებიუტშივე დაწინაურდნენ და სავარაუდოდ ფრთხილ ტაკტიკაზე გადაეწყვნენ.. თქვენი ანალიზის ძირითად პათოსის ვეთანხმები..

• ამაშია საქმე

იმედი იმიტომ გვქონდა გვეგონა კვარაცხელია ისევ კვარადონა გახდებოდა.საუბედუროდ კვარადონა კი არა ბოლო ოთხ თამაშში სასარგებლო არაფერი გაუკეთებია.ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი.სხვები კი რასაც წარმოადგენენ რა გუნდებშიც თამაშობენ იქიდან ჩანს.

• გიორგი

კობიაშვილის შნირობა არ გიტყდება?

• gia jashi

დამთავრდა ერთა ლიგის გათამაშება და ორიოდ სიტყვა მეც მინდა დავწერო. პირველი ორი თამაში ინერციის ხარჯზე მოვიგეთ,შემდეგი სამი უკრაინის მიმართ ჩვენი თანაგრძნობის როდესაც გინდა და თავს ვერ ერევი და ალბანეთთან არასწორი ან ექსპერიმენტალური შემადგენლობის გამო,ხოლო ჩეხეთთან ვთვლი რომ ჯამში ცუდად არ გვითამაშია საწყისი წუთების გარდა, წარმოიდგინეთ ძირითადად ჩვენ გვქონდა ბურთი და ეს იშვიათობაა,ჩვენ თამაშებს ვიგებდით კონტრშეტევებით.ამ ფორმაციის ნაკრებს არ შეეძლო პოზიციური შეტევა და ახლა ვსწავლობთ ამ საქმეს, თუმცა ამისთვის საჭიროა სწრაფი დაცვა, ამიტომ დაცვის ხაზის გაძლიერება უნდა მოხდეს მაღალი,მაგრამ სწრაფი და ჭკვიანი მცველების ხარჯზე. ასეთი პირველ ყოვლისა გოგლიჩიძეა,ასევე ალბათ საზონოვი თუმცა საზონოვს ახლა ტრავმა აქვს, ისედაც ხშირი აქვს შეცდომები, ამიტომაც გაუშვეს ტორინოდან ემპოლიში.საერთოდ შეცვლა უნდა მოხდეს თანდათან და არა ერთბაშად,ისე პირადად ჩემთვის კაშია და დვალი ძალიან მაღალი დონის მცველებია,მიუხედავად ყველაფრისა, გაიხსენეთ როგორ ეთამაშებოდნენ გრანდებს ევროპის ჩემპიონატზე და უმადურობა იქნებოდა ამის არდანახვა.ისე რამდენიმე წამყვანმა ფეხურთელმა ბოლო სამ თამაშში აშკარად ვერ ითამაშა ჩვეულ დონეზე, მაგრამ ეს ყველას მოსდის, ადამიანური ფაქტორია. მე მაინც პროგრესის იმედი მაქვს,წარმატებები ჩვენს ბიჭებს!

• რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!-ს

სისწრაფის მომატება რო შეიძლებოდეს ხო მოიყვანდენ ვინმეს და ასწავლიდა ფეხბურთელებს მარა არ შეიძლება მომატება და დაივიწყეთ ეგ თემა

• გიორგი

1000000000000%

• გიზოგ

თვენ ბატონო „ვაცლავ“ კანდიდატურაც გეყოლებათ ალბათ და გაგვიმხილოთ იქნებ.

• rable

თავდამსხმელი და ნახევარმცველი რომ ეხმარება დაცვას, დამცველიც უნდა ეხმარებოდეს ასევე შეტევას, ოღონდ ხარისხი უნდა იყვეს ამ ყველაფერში და არა მოჩვენებითობა მხოლოდ... სამწუხაროდ ზუსტად ჩეხეთტან ჩააგდო თამაში მამარდამ, მეორე გოლი დავიდან ბოლომდე მისი ბრალი იყო, ვერც კედელი დააყენა სათანადოდ და პირდაპირი ბურთი გაუშვა

• მწარე2-ს

იქნებ შენ წერ ჩემი სახელით? მეგობარო. ასე რომ თავად გადაირქვი სახელი;)

• rolo

ჩვენ რაც არ უნდა კომენტარები დავწეროთ კობიაშვილზე უკეთესად ვერ განვსჯდით, კობიაშვილი არის ყველაზე დიდი გარანტია იმისა, რომ ფეხბურთი წინ წავა. ჯერ ერთი სანიოლმა უკვე დადო შედეგი და მას უნდა მიეცეს დრო რომ ყველაფერი დაალაგოს ლომინაძე მართლაც გუნდის მომავალია, სადაც გველესიანი შეცვალა იქ კაშიაც უნდა შეეცვალა თავიდანვე და სულ სხვა შედეგი იქნებოდა, კაპიტანი კი კვარაცხელია უნდა იყოს ხალხმა ფეხბურთის ყურება კვარაცხელიას შემდეგ დაიწყო, თორემ იქამდეც გვყავდა ქინქლაძე მაგრამ ფეხბურთს საღამოს 23.00 საათზე არავინ ჩართავდა...

• არჩი

აზერბაიჯანი პორტუგალიის ყოფილ უწარმატეულეს მწვრთნელს სანტუშს ათავისუფლებს სამსახურიდან და გადმოვიყვანოთ, შორი მანძილის გავლა არ დაჭირდება. იმუშავეს ალათ 200 ათას ევროდ წელიწადში, უარს ვერ იტყვის ამხელა თანხაზე. ისე გამახსენეთ, კლაუს ტოპმიულერის და ექტორ რაულ კუპერის დროს რას მივაღწიეთ? საცოდავმა ჩვენმა ქვეყანამ წელებზე ფეხი დაიდგა მათი ხელფასებისთვის, მაგრამ შედეგები არ მახსენდება რაღაც

• არჩი

ბრავო, ეს არის ანალიზი! იშვიათად ასეთი ნააზრევი წაიკითხო. უმეტესობა ან პროფესორობს, ან ბოდიში და პოლიტიკურად ანგაჟირეულია და სულ სხვა სიღრმეებიდან ამოდის სანიოლის ძაგებისას.

• ვაცლავ ჰაველი

1) თქვა ჩეხეთის მწვრთნელმა უკვე. ვიცოდით რასაც იზამდა საქართველოო, სანიოლს არ შეუძლია არაფერი ახლის დამატება. 2) ფეხბურთელებზე სანიოლის მხრიდან დაბრალება დიდი უნამუსობაა. რას რას და ამ გუნდ მონდომებას ვერ დაუკარგავ და ვერცერთზე ვერ იტყვი ან თავი დაზოგა და ან ფეხიო. 3) თავში ავარდნას რასაც ეძახით, ეგ თავდაჯერებაა და რეალურად ერთ-ერთი მიზეზი წაგებების თუ ვერ მოგებების ზუსტად რომ მაგის ნაკლებობაა, რისი ერთ-ერთი სათავეც ზუსტად სანიოლია. 4) და დიახ, საბერძნეთთან თამაშამდეც, ევროპაზე გასვილის მერეც, პლეიოფში გასვლის მერეც... სანიოლის გაშვების მომხრე ვიყავი და ამ წაგებებს არ ველოდებოდი. კალათბურთშიც გავუშვით თავის დროზე მომენტი, რაგბიშიც და ახლა ფეხბურთშიც გვეპარება ის მომენტი, როდესაც გუნდს განვიტარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ახალი მწვრთნელი ჭირდება. აქ კიდევ გვაქ დრო, ჯერ-ჯერობით.

• ნუგზარი

დღეს, ფეხბურთი მოითხოვს 10- ვე მინდვრის მოთამაშის მობილურობას. განსაკუთრებით თუ პირველ ნომრად გინდა თამაში. ეს ნიშნავს, რომ დაცვა უნდა ადიოდეს მაღლა, პლუს ცენტრალური მცველები და საყრდენები შეტევისას პერიოდულად ცვლიდნენ ადგილებს (ანუ, მეტი მოულოდნელი მოქმედებებია საჭირო შეტევისას შუა და უკანა ხაზიდან.) ასევე, ბოლო პასთან ერთად კარგი პირველი პასიც გვაკლია. ამაში მოიკოჭლებს მამარდაც და დაცვის ცენტრიც. ამიტომაა კიტე უკან, ბურთის ამოსატანად და ქოჩორა უფრო წინ. ეს პრობლემა რომ არ იყოს, პირიქით იქნებოდა და ორივეს ეფექტურობა გაიზრდებოდა. შემადგენლობა არ არის დაბალანსებული. დიდი სხვაობაა კლასში მოთამაშეებს შორის. დაცვის და შუა ხაზის შეზღუდული შესაძლებლობი, გვაიძულებს ან ცენტრი დავუთმოთ, ან ხდება ის რაც ჩეხეთთან პირველი გოლისას ვნახეთ. როგორ შეიძლება ბოლო მცველი ვერ დარბოდეს. ერთი სიტყვით, შემტევებს მეტი დახმარება სჭირდებათ. როცა გუნდი 11 კაცით იცავს, მარტო შემტევებით, 4-5 კაცით, ძნელია დაცვის გარღვევა და მარტო მათი კლასის იმედზე ყოფნა. არადა დღევანდელ ფეხბურთში, თითქმის ყველა 11 კაცით იცავს. ამიტომ ბურთის გორება, გადატანა-გადმოტანა, უკან დაბრუნება და ამოტანაა საჭირო, რომ მომენტი შექმნა. ამას სჭირდება - რაც ზემოთ დავწერე დაცვაზე და ნახევარდაცვაზე (სისწრაფე, მეტი მოძრაობა და ზუსტი პასი ერთი შეხებით). რაც შეეხება დანარჩენს - თუ არ დავიწყეთ პირველ ნომრად თამაში, ვერც ვერასდროს ვითამაშებთ. სანიოლმა თქვენზე და ჩემზე უკეთესად იცის თითოეულის შესაძლებლობები მაგრამ ფეხბურთელმა თუ არ შეასრულა დავალება, არაფერი გამოვა. ჩვენი წარმატებული თამაშები, დიდწილად განპირობებული იყო მონდომებით და სპორტული აგრესიულობით. ჩეხეთთან ეს ყველაფერი არ იყო, ჩემი აზრით, დაღლილობის გამოც. დაღლილობა კიდევ თანაბარი კლასის შემცვლელების არ არსებობამ იცის. ჩეხეთმა 8 ახალი კაცი გამოიყვანა. წარმოიდგინეთ რამდენად ჩვენზე მეტი რესურსი აქვთ. ჩვენ რომ იგივე გაგვეკეთებინა, გაცილებით დიდი ანგარისით წავაგებდით ასე რომ მთავარი დღეს მიზეზი რესურსის დონე და რაოდენობაა. სანიოლმა თუ ასეთი მცდელობები არ გააკეთა, გუნდი ვერ განვითარდება და 2028 შიც იგივე დონეზე ვიქნებით. მისი მოსვლის შემდეგ, თითქმის ყველამ მოუმატა, ნაწილობრივ დამთხვევაცაა, მაგრამ მისი როლიც არის. ჩვენგან განსხვავებით, მას აქვს გეგმა და იმ გეგმით მიდის. არის და იქნება შეცდომებიც, მაგრამ ესეც გამოცდილება და წინსვლის საფუძველია. შეცდომის დაშვების შიში, ლუზერის ფსიქოლოგიაა. გუნდს განვითარება და ახალი სათამაშო სქემები სჭირდება. ეს დამატებით რესურსს, დროს და ექსპერიმენეტბს მოითხოვს. ჩვენ კი დღესვე გვინდა ყველაფერი. იმედია გოგლიჩიძეს მალე დაემატება ლაცაბიძე და კიდევ გამოჩნდება რამდენიმე ახალგაზრდა. ვფიქრობ საინტერესო იქნება, ლომინაძის ცენტრალურ მცველად მოსინჯვა, როგორც ეს ახალკაცმა ჩივაძის შემთხვევაში გააკეთა. ჩემი აზრით, ყველაფერი აქვს ამ ბიჭს საიმისოდ, რომ თანამედროვე ტიპის ცენტრალური მცველი იყოს, ინტელექტი, აღნაგობა, სისწრაფე, თამაშის წაკითხვა. ზემოთ რომ დავწერე, მობილურობას და თამაშისას ადგილების გაცვლას - წინ ასე მოთამაშე ცენტრალური მცველი სჭირდება. ვილის რაღაცები რომ არ შეეცვალა, არავინ იცის რა მოხდებოდა. ძაააალიან პროგნოზირებადი გავხდით. სულ ერთი სქემით თამაშით ფონს ვერ გავალთ, ამას კი ისევ რესურსი სჭირდება. მე მგონია რომ სწორი გზით მივდივართ და თუ კარგი შევსება იქნა 2028 - ში, ძალიან საინტერესო გუნდი ვიქნებით.

• რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!

კარგად თამაშობენ დაბალ სისწრაფეებზე და როგორც მოუმატებენ მაშინვე იღლებიან და შეცდომებს უშვებენ. მოამატებინეთ სისწრაფეები და საშუალო დონის ნაკრებად გადაიქცევა.

მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი! დიდ მიზნებს უფრო დიდი კვალიფიკაციის მწვრთნელი ჭირდება, რომელიც მაქსიმუმს გამოადნობს ამ კონტიგენტიდან რაც დღეს გვყავს.

• ჰაჰა

ყველას აზრს პატივს ვცემ, მათ შორის სანიოლის აზრსაც, როდესაც განაცხადა ფეხბურთელებისგან მეტს მოველიო. თქვენ არ გეჩვენებათ, რომ ცოტა ჩვენებს თავში აუვარდათ? მარტო მე და სანიოლს მოგვეჩვენა? ექვსივე თამაში მეტოქის უპირატესობით რატომ დაიწყო? სანიოლმაც გაამახვილა ამაზე ყურადღება. სადც ჩვენთან თქვა, იგივეს გუნდშიც ხომ ილაპარაკებდა, იმუშავებდა, ახსნიდა.

• Givi

ბევრი ფეხბურთელი გვინდა წამყვან ლიგებში, თავის დროზე კვირკველია, კაკაბაძე, კაშია... კიდევ ბევრი სხვა რომ ყოფილიყვნენ ტოპ 5 ში უფრო მაღალ დონეზე იქნებოდნენ ახლა და ნაკრებიც უფრო ძლიერი იქნებოდა, გამოსავალი ამ ეტაპზე არის ის რომ ახალგაზრდებს უნდა ენდოს სანიოლი, გოგლიჩიძეს, საზონოვს, გელაშვილს და სხვა მცველებს, რათქმაუნდა თავიდან იქნება შეცდომები მაგრამ უფრო სწრაფად გაიზრდებიან და შედეგებიც მოვა.

• მწარე

ჩემი სახელით რატომ წერ? მწარე-2 მაინც დაირქვი მეგობარო.

• ჯარჯი

ზუსტი შეფასებაა.

ქართველი სპორტსმენების მთავარი პრობლემაა არასტაბილურობა,მათ შორის კვარასი და მამარდასი!

• სოსო

ალბათ ლოგიკურია ჩვენი ფეხბურთელების მაჩანჩალა ჩემპიონატებში და კლუბებში თამაში, მეტი არ შეუძლიათ, დონე არ ყოფნით!

• oto777

რა უშლის და თქვენ,უვიცი ჟურნალისტები.ძალიან კარგად ვითარდება ნაკრები დალამაზ ფეხბურთს თამაშობს.ყველაფერს დრო უნდა და მოეშვით სისულელეებს გიშინ სად იყავით ის გახსოვდეთ!

• 1234

ხოომ. მარტის,ივნისის და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი იმ შედეგს რაც დადგა. მოგებული ჯგუფი წავაგეთ, 4 მათციდან სამი წავაგეთ და 1 ქულა ავიღეთ მხოლოდ. სერიოზულად არის დასაფიქრებელი რაღაც რაღაცეებზე, ახალგაზრდების სისხლი სჭირდება ნაკრებს მიუხედავად იმისა,რომ ისედაც ძალიან ახალგაზრდული გუნდივართ. მარტის შეკრებაზე ველოდები გოგლიჩიძეს, ლომინაძეს, ოდიშარიას და სხვას. ბევრი ფეხბურთელი უნდა გამოფხიზლდეს განსაკუთრებით ქოჩორაშვილი. კატასტროფული ბოლო სანაკრებო შეკრებები ქონდა, მამარდაშვილმაც არუნდა იფიქროს,რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა,ძალიან ბევრიაქ სამუშაო და ჩეხეთის გოლი ჯარიმიდან ნაწილობრივ მისი ბრალია. ერთადერთი მოთამაშე ვისზეც პატარა კრიტიკაც არ დამცდება არის ხვიჩა. უბრალოდ ტოპ კლასს დებს თითქმის ყველა თამაში. მარტიდან ნოლიდან ვიწყებთ ისევ ყველაფერს

• სოსო

ბრავო!ასეთი პოსტები გვაკლია,ამ საიტზე.ნამდვილი გულშემატკივრის!მე ცოტა უფრო ოპტიმისტი ვარ და პატარა წვრილმანებზე წაკამათებაც შეიძლებოდა,მაგრამ მთლიანობაში ძალიან მაგარი პოსტია და ნეგატივს არ გავაფუჭებ. გთხოვ,თავი არ დაგვავიწყო და წერა განაგრძე!

• გიორგი

კი ბატონო, მაგრამ სანიოლის შეცდომებიც ემატება ამას. პლუს ფედერაციის კაპრიზები.

• სოსო

როგორც ყოველთვის,კარგი ანალიზი და მოზომილი სიტყვებია,სტატიაში.რა თქმა უნდა მომწონს.რაც შეეხება ექსპერიმენტებს,პირველ მეორე თამაშში გამარჯვებებმა,ჯგუფში გამარჯვების და მსოფლის ჩემპიონატზე აქედან გასვლის შანსის გაჩენის საფუძვლიანი იმედი გაგვიჩინა.ასეთ დროს,როცა გადამწყვეტი მომენტი დგება,ექსპერიმენტს,მხოლოდ გიჟი,ან ძალიან რისკიანი ადამიანი თუ ჩაატარებს.სანიოლი არც ერთია და არც მეორე.ნაკრებს ძალიან შეზღუდული საკადრო რესურსი აქვს და ამასაც ვერსად გავექცევით.კი,მოდიან ბიჭები,მაგრამ ჩვენ დღეს და გუშინ გვჭირდებოდა, სრულფასოვანი რეზერვი.არ გამოვიდა?არც აქამდე გამოგვდიოდა,ის რაც ამ ზაფხულს გამოგვივიდა,მაგრამ ამ ბიჭებმა და მწვრთნელმა გამოიყვანეს.ერთ ორ წელიწადში,ნაკრებს კიდევ რამდენიმე ტალანტი შეემატება და რაც ახლა ვერ შევძელით,მაშინ უფრო შესაძლებელი გახდება. მაღალ პრესინგს,სწრაფი მცველები სჭირდება.ჩეხეთთან, დასაწყისში,მაინც სცადა სანიოლმა(ჩვენმა ნაკრებმა) ამის გაკეთება,მაგრამ თავისუფალ ზონაში ერთი გრძელი პასი და გოლი მივიღეთ ჩვენ კარში.სანამ სწრაფი და საიმედო მცველები არ გვეყოლება,საკმაოდ გამოცდილ ნაკრებებთან,მაღალი პრესინგის მცდელობაც კი,სავარაუდოდ იგივე შედეგს მოგვიტანს.ამიტომ გვიჭირს,პირველ ნომრად თამაში და სანიოლმა,ეს ჩვენზე კარგად იცის,თუმცა ჯერჯერობით,სხვა გზა არ გვაქვს.გაზაფხულამდე საკმაო დროა და სანიოლი რაიმეს თუ მოიფიქრებს,საფიქრალი დრო,ნამდვილად ეყოფა.პლეი ოფის პირველ თამაშში,არც კვარა გვეყოლება,არც კაშია და მგონი არც მიქაუტაძე.ასე რომ სანიოლს აუცილებლად მოუწევს ექსპერიმენტის ჩატარება და მათი ჩანაცვლება.რა თქმა უნდა ტაქტიკის შეცვლაც დაგვჭირდება,რადგან ამ ფეხბურთელების ძველი სქემის პირობებში სრულფასოვანი შეცვლა,შეუძლებელია.მოვალეობების გადანაწილება მოუწევთ სხვებს.

• არჩი

ჩემი აზრი ასეთია: სანიოლმა ეროვნული ნაკრები ძალიან მაღალ ნიშნულზე აიყვანა, გუნდი შექმნა დისციპლინით, თავდადებით და ბრძოლისუნარიანი, ერთიანი სულისკვეთებით, თუმცა ფეხბურთელების მაგივრად ის ვერ ითამაშებს. სამწუხაროდ, გაზაფხულის პლეიოფების და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელების ფორმის პიკმა გადაიარა. ეს ბუნერივია - ერთნაირ ფორმაში მუდმივად არავინ არის. ჩვენი ლომი მამარდა შეცდომას უშვებს ცოცხალი კედლის დაყენებისას; კაკაბაძე ძალიან იმედის მომცემი იყო კარიერის დასაწყისში, მაგრამ ჩამოყალიბდა საშუალოზე ოდნავ უკეთეს ფეხბურთელად; გოჩოლეიშვილი არის ის, რაც არის; კირკველიას მაგარი თამაშები გვახსოვს, მაგრამ ასაკი თავისას შვება; საბა საზონოვი ვერ ქაჩავს, გველესიანი ირანის ჩემპიონატის დონის მოთამაშეა; კაშიაც ლომია, თუმცა სისწრაფე დაკარგა; დვალს მე მგონი საუკეთესო პერიოდი აქვს ნაკრებში, თუმცა ვარსკვლავი არც ეგაა; ტაბიძე ვეღარ თამაშობს, ლოჩოშვილი თამაშობს იმას, რაც შეუძლია; აზაროვი ახალგაზრდულ ნაკრეშიც კი არ არის გამორჩეული და მაგის გაცუდებული პენალი კინაღამ დამარცხებად დაგვიჯდა; შენგელიამ რა სივრცეები გაუხსნა და მოეხმარა კვარას უკრაინასთან? წიტაიშვილი ფიზიკურად სუსტია მოწინააღმდეგის ათლეტურ თავდამსხმელებთან; ერთადერთი გოგლიჩიძეა იმედის სხივი დაცვაში და იაკობაშვილის გადმობირებაც მოგვეხერხებინა, კარგი იქნებოდა. ლაცაბიძეა ერთადერთი პერსპექტიული დამცველი ახალგაზრდულში და მანაც ვერ დატოვა ჩემზე შთაბეჭდილება. აქვე ვიტყვი ახალგაზრდულზე - არ ჩანან სამწუხაროდ ისეთები, ვინ ეროვნულს მიუკაკუნებს. სიგუას პროგრესი არ ეტყობა, პარკაძე სადღაც ჩაიკარგა, კვერნაძე ტალანტი არ არის, თუმცა შრომით შეიძლება კარგ დონეს მიაღწიოს. ლომინაძის და ოდიშარიას პროგრესის იმედი შეიძლება გვქონდეს. ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილი ის ლომი ვეღარ არის, ევროზე რომ იყო - საყრდენის შეცდომები გამორიცხულია და ბოლო თამაშებში რამდენიმე ვნახეთ. კიტესაც ცოტა მოკლებული აქვს ბოლო პერიოდში, მაგრამ ჩაკვემ რომ ვერ ითამაშა, ეს ცხადია. უკრაინასთან თამაშის წინა ღამეს სიცხე ქონდაო, მაგრამ ვერ ჩეხებთან ითამაშა ისე, როგორც კლუბში თამაშობს. მასავით ბურთის წაღება ერთადერთი მანუჩარ მაჩაიძეს შეეძლო. ხვიჩამ ბოლო ორ თამაშში ფრაგმენტულად გაიბრწინა, თუმცა თამაშების მოგებას ერთ კაცს ვერ აკიდებ. ჟორჟიკამ ორი გოლი გაიტანა ორ თამაშში, ბუდუს არ გაუმართლა,ზურიკომ კლუბის თამაშის ნახევარი ვერ აჩვენა ნაკრებში. ისე, კლუბი ერთია და ეროვნული ნაკრებები მეორე. ჩეხები და უკრაინა გრანდების დაბლა დგანან რეიტინგში, ჩვენ და ალბანეთი ამ დონეს ვუახლოვდებით, ასე რომ ჯგუფი თანაბარი და რთული იყო. მე მაინც ვთვლი, რომ ნაკრები პროგრესს განაგრძობს, B ლიგის საგზურსაც შევინარჩუნებთ და მსოფლიოზე გასასვლელადაც სერიოზულად ვირძოლებთ. მეტი კონკურენცია გვინდა ნახევარდაცვაში და განსაკუთრებით დაცვაში. საბოლოო ჯამში ნამდვილი გულშემატკივარი ოპტიმისტია და მომავალს იმედით შეყურებს. წინ საქართველო!

• ნიკა

ასე იცის თავში ავარდნამ და ამპარტავნობამ,ქებამ და დითირ ამბებმა აწყინეს ფეხბურთელებს,სამწუხაროდ მტკივნეულად დავეცით მიწაზე,გულშემატკივარიც და ფეხბურთელებიც!!!

• გიორგი

ბრწყინვალე ანალიზია ამ წერილში. ყოჩაღ ღვთისავარ!

• მწარე

არაერთხელ დამიწერია და კვლავ მიწევს იმის დაწერა, რომ ნაკრების მთავარი პრობლემა არაკომპეტენტური მწვრთნელია, რომლის სქემები და თამაშის მსვლელობისას გაწეული მოქმედებები თუ უმოქმედობა უკეთეს შემთხვევაში უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს. 3 წლის მანძილზე ვერ დახვეწა ვერცერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეჭვი მაქვს არ აწარმოებს ვიდეო განხილვებს, რაც აუცილებელია შეცდომების გასაანალიზებლად და გამოსასწორებლად, არ აქვს ალტერნატიული ტაქტიკური სქემები და ვერ ახერხებს თამაშის მსვლელობისას მის გადაწყობას, აგვიანებს ან ძალზედ ადრე და უაზრო ცვლილებებს ახორციელებს თამაშის მსვლელობისას. ამას ემატება მობერებული და მორალურად გადაღლილი ცენტრალური დაცვის ხაზი, კაშია და კვირკველია რბილად რომ ვთქვათ სიარულით გადაადგილდებიან მოედანზე, იგივე შეიძლება ითქვას გველესიანზეც, რომელსაც მეტოქის ახალგაზრდა ვინგერები ბოძივით უვლიან გვერდს. დაცვიდან პირველი პასის (როგორც მოკლე, ასევე გრძელი) გამკეთებელი არავინაა. ვინგბექებად სქემაში გვყავს კლასიკური განაპირა მცველები, როლებსაც არ გააჩნიათ არც შეტევაში ჩართვის ნიჭი და ჩართვის შემთხვევაში უკან აშიშვლებენ ზონებს, რასაც მეტოქე გუნდი როგორც წესი ძალიან კარგად იყენებს და გვსჯის. ცენტრალურ და დაცვის ხაზს შორის არის უკიდეგანო სივრცე, როგორც დაცვიდან ამოსვლისას ასევე დაცვაში დაბრუნებისას, მოძრაობაში არ შეინიშნება არავითარი სინქრონიზაცია, ვერ ვისწავლეთ პრესინგის თამაში, რომელიც კლასიკურ შემთხვევაში კაცი-კაცზე მისვლაში გამოიხატება, ნაკრების შემთხვევაში პრესინგი ნიშნავს 3 ან 4 კაცის ერთ მცველზე მისვლას, რაც როგორც წესი ს ერთი ზუსტი გამჭოლი პასით და სრულად მოშიშვლებული ცენტრალური ხაზით სრულდება. მოძრაობის ინტენსივონა და სისწრაფეები სასურველზე ბევრად ნაკლებია,რის გამოც ცენტრიდან შეტევას ფაქტიურად ვერ ვაგებთ და მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან 2-3 გადაბმული პასის გაკეთება გვიჭირს, შესაბამისად იძულებულნი ვართ გასწვრივი ან უკან პასებით ვცვლაოთ ფლანგები და ბოლოს ბურთი აუტის ხაზსთან მდგომ კვარაცხელიას მივუტანოთ, რომელთანაც მინიმუმ 2 მცველია ამოსული და ერთი კიდევ დაზღვევაზეა,რაც სრულად აქრობს მის პოტენციალს და გასაქცევ სივრცეებს. არ მახსენდება არცერთი სტანდარტული სიტუაცია, რომელსაც სახიფათო მომენტი მოყვებოდა,ესეც იმაზე მეტყველებს, რომ თამაშის ამ კომპონენტის დამუშავება ან სათანადოდ, ანაც საერთოდ არ ხდება. აქვე დავასრულებ და ვიტყვი, რომ ევროზე მიღწეული შედეგი წმინდად ბიჭების ინდივიდუალური ოსტატობისა და მათი შემართების დამსახურებაა. ჩვენი ნაკრები განსაკუთრებით ევროს შემდეგ კრიტიკულად საჭიროებს ახალ მწვრთნელს და გადახალისებულ ძირითად შემადგენლობას, სადაც შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემა. კაშია, კვირკველია, გველესიანი - დიდი მადლობა სამივეს და უმორჩილესი თხოვნაა კანკავას მიბაძოთ, მითუმეტეს, რომ ის კაცი ფიზიკურად სამივეს გჯობდათ იმ მომენტისთვის, როდესაც სანაკრებო კარიერა დაასრულა.

• M - 33

ყოჩაღ და კიდევ ყოჩაღ! ჯერ 1 შესანიშნავი ანალიტიკაა და მე-2, კარგი ქართულითაა დაწერილი. რედაქციასთან კი თხოვნა მექნება - დაიქირავეთ ეს კაცი და მიეცით საშუალება რეგულარულად მოგვამარაგოს ასეთი საინტერესო მასალით. პ.ს. ჩემი მხრიდან ალბათ თავხედობაა ამის მოთხოვნა და წინასწარ ბოდიშს გიხდი, მაგრამ მაინც დავწერ - სქილების ნაცვლად უნარები რომ გეხმარა, სრულყოფილება იქნებოდა.

• zurabi

ევროპული რეალობიდამ გამომდინარე გვყავს საშუალოზე დაბალი ნაკრები. კაკაბაძე პოლონეთი, დვალი კვიპროსი,გველესიანი ირანი, კაშია სლოვაკეთი, ლოჩოშვილი სერია ბ, ქოჩორაშვილი სეგუნდა ბ რომელიც ლეგანესსაც კი არ აინტერესებს და ორ თამაში ორი გოლი აჩუქა მეტოქეებს, ჩაკვეტაძის თამაში მე პირადად ყაზახეთის მერე ვერ ვნახე, კიტეიშვილი იყო და არის ავსტრიის დონე, ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგა, მიქაუტაძე აქა-იქ ისვრის და ლიონის დონეზე ვერ ავიდა. რას ვითხოვთ? კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა დაგვიდოს შედეგი?

• გიორგი

ცოტა ზრდილობაც რომ გქონდეთ, არაა გამორიცხული რომ კარგი საფეხბურთო ექსპერტი გახდეთ! რა თქმა უნდა სამოყვარულო ფეხბურთი იგულისხმება.

• გიზო რაჭველი

ტაქტიკის მხრივ ვილი სანიოლი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სუსტია, ახალს ფაქტიურად ვერაფერს გვთავაზობს, ვერ ითვალისწინებს მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეებს, მაგრამ ამას რომ თავი გავანებოთ, ჩვენი მთავარი სისუსტე მაინც დაცვის ხაზია, ჩვენს დამცველებს სწრაფი გადადგილება უჭირთ, ამიტომ არის რომ ნახევარდაცვას ღრმად უწევს უკან ჩასვლა, უმეტესად დაცვითი ფუნქციებით არიან დაკავებული და თავდამსხმელებთან კავშირი იკარგება. დიდი მადლობა კვირკველიას, კაშიას, გველესიანს იმ დამსახურებისათვის რაც ნაკრებისა და ქვეყნის წინაშე აქვთ, მაგრამ მწთვნელი თუ ვერ ხვდება, უნდა მიბაძონ კანკავას და უნდა წავიდნენ, უფრო მეტიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უნდა წასულიყვნენ, არიან პერსპექტიული ახალგაზრდები და მათ უნდა მიეცეთ სათამაშო დრო. ერთი კიდევ, სტანდარტულების დამუშავება, თორემ ჯარიმებს ჩვენ ვერ ვურტყამთ, ჰაუტების მოწოდებაზე ვწვალობთ, რამ დაგვიხშო ხალხო ფანტაზია, ხომ შეიძლება რაიმე ორიგინალური შევთავაზოთ მეტოქეს.

• გიგა

არაბიძე გამოიძახეთ ნაკრებში. კვარაცხელია მიქაუტაძე და არაბიძე ისეთი შეტევაა რომ ნებისმიერი მცველებისთვის დიდი პრობლემაა

• 123

ბევრ ე.წ ექსპერტს და სპორტულ ჟურნალისტს აჯობე ანალიზში, სწორი ანალიზია

• ქუთაისელი

დაფიქრდით - კვარამ, მიქაუტაძემ და მამარდაშვილმა თავისი კარიერის პიკი სანიოლის ხელში უნდა გაიარონ? :დ სხვა ვინ მოგყავსო რომ მეკითხებიან, ასეთი ფეხბურთელები რომ გეყოლება, უფრო კარგ მწვრთნელსაც უფრო ექნება მოსვლის მოტოვაცია.

• გიგა

არაბიძე გამოძახეთ ნაკრებში.. კვარაცხელია მიქაუტაძე და არაბიძე ერთად შეტევაში ნებისმიერი მცველების დიდი პრობლემა იქნება..

• Footbol

ფაქტია ეს ბიჭები თავთავიანთ კლუბებში იდეალურად თამაშობენ.

• მწვრთნელი

ბევრს არ დავწერ! ერთს დავწერ მარტო და დასკვნები გამოიტანეთ! 12 სექტემბერი 2023 წელი ოსლო ნორვეგია-საქართველო 2-1 ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი და 19 ნოემბერი 2024 წელი ჩეხეთი-საქართველო 2-1 ნაციონალური ლიგის ბოლო თამაში ბ დივიზიონში! მაშინდელი სანიოლი და დღევანდელი სანიოლი სულ სხვადასხვა ადამიანია (უკეთესობისკენ რა თქმა უნდა შეიცვალა)! წაიკითხეთ ნორვეგიის მთავარი მწვრთნელის კომენტარი თამაშის დამთავრების მერე! ეს ორი თამაში ძალიან გავს ერთმანეთს ოღონდ ერთი განსხვავებით! იქ სანიოლმა შეცვლები გააკეთა უკვე თამაში დამთავრებული იყო თითქმის და ჩეხთთან კიდევ დროული შეცვლებით იმდენი საგოლე მომენტი შევქმენით, რომ ბარე ორ თამაშსს ეყოფოდა! მარტო ბოლო წუთებზე 2 საგოლე მომენტი იყო! სანიოლს გამოცდილი ფსიქოლოგი უნდა გუნდში და ესეც იქნება სულ მალე! ახალგაზრდა თაობის მოსვლას წინ ვერაფერი დაუდგება!

• ალექს

მაგ ნაკლს ერთი სახელი აქვს მხოლოდ- ვილი სანიოლი. უმადურობას ნურავინ დააბრალებს სანიოლის სამართლიან კრიტიკოსებს, ყველამ კარგად ვიცით სად ვიყავით და სად ვართ ახლა. ამაში კი ლომის წვლილი ახალ თაობას მიუძღვის და არა სანიოლს. მას რომ ჩაებარებინა, მაგალითად ,ქეცბაიას ნაკრები ,დარწმუნებული ვარ ერთ თამაშსაც ვერ მოაგებინებდა. სტაჟიორი მწვრთნელია რეალურად თავისი გაუგებარი ახირებებით, ფეოლაა ფაქტიურად. ნამდვილად დრო იყო ახალი მწვრთნელის მოძიების და ამის მაგივრად 2028 წლამდე გაუწელეს ელარჯივით. არ იმსახურებენ ჩვენები ასეთი დაბალი დონის მწვრთნელს.

• A

აბსოლიტურად უტვინო მწვრთნელი, ჩაკვეს და კიტეს რომ მოხსნი მოსაგებ თამაშში, და გაპიარებული მამარდა, რომელმაც ბოლო სამ მატჩში ყველა ასაღები ბურთი გაუშვა

• M-33

ჩაგდებით თამაში არც ერთს არ ჩაუგდია, არც მამარდას, რომლის კისერზეა მეორე გოლი. უბრალოდ ჰქონდათ შეცდომები, მაგრამ არაკატასტროფული. ერთადერთი ადამიანი ვინც ეს თამაში ჩააგდო იყო ვილი სანიოლი და დავწერ მიზეზს. დავიწყოთ ვილის ტაქტიკით. სანიოლი ყოველთვის იწყებს ერთი და იგივე ტაქტიკით და თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობით. ორჯერ სცადა ამის შეცვლა და ორივეჯერ ცუდად მოუტრიალდა, ამიტომ როცა მისი ექსპერიმენტები არ ამართლებს, უბრუნდება ჩვეულ ხაზს, 5-3-2-ს. პირველი შეცდომა ესაა. ადვილად პროგნოზირებადია და მისი ტაქტიკა ვერ ერგება მოწინააღმდეგის გუნდს. ანუ, სათამაშო ტაქტიკის თვალსაზრისით ვილი არის ფაქტობრივად 0. ჩვენ გვყავს 4-5 კაციანი ბირთვი რომელიც ფაქტობრივად შეუცვლელები არიან, მაგრამ დანარჩენების ცვლილების ხარჯზე მინიმუმ მცირე ტაქტიკური უპირატესობაა მიღწევადი, რასაც ვილი არ/ვერ აკეთებს. როგორია სანიოლის ტაქტიკა, თამაშის პერიოდში ? უმარტივესი. თუ წინ გავალთ აძლიერებს დაცვას, თუ მოწინააღმდეგეს მიჰყავს ანგარიში, ცდილობს გააძლიეროს შეტევა. აქაც მარტივად პროგნოზირებადია იმ ფონზე, რომ იძახებს სულ ერთსა და იმავე ფეხბურთელებს, ნაკლებ შანსს აძლევს ახალგაზრდებს და არ გვყავს ჩვენ იმდენი ვარსკვლავი, რომ ნებისმიერ პოზიციაზე ვინმე მონსტრი შემოიყვანო. რა შეცდომები დაუშვა გუშინ სანიოლმა? ცოტა შორიდან დავიწყოთ. ოდითგანვე, ჩვენი ნაკრების პრობლემა იყო ის, რომ დაცვიდან შეტევაში ბურთი ვერ გადმოგვქონდა, ძირითადად ვიგერიებდით ხოლმე წინ და ბურთს ვკარგავდით, ამისთვის საჭირო იყო ძლიერი შუა ხაზი, რომელიც შეძლებდა ბურთის დაჭერას და მოკლე პასებით ბურთის წინა ხაზამდე მიტანას. ასეთი შუა ხაზი ავაწყეთ მას მერე, რაც აქ დადგა ჩაკვე, კიტე, ქოჩორას ტრიო. სამივე ფეხბურთელს შეუძლია ბურთის დაჭერა, რთულია მათთვის ბურთის წართმევა, სამივეს აქვს იმდენი სისწრაფე, სითავხედე და ტექნიკა, რომ მოწინააღმდეგის პრესინგს გაუძლოს და ბურთის ამოტანა შეძლოს. ეს სამი ფეხბურთელი შეუცვლელია. თუ შენ ცვლი ერთ-ერთს მაინც, მერე სამის საქმეს ასრულებს ორი და შუა ხაზი ვარდება. ის ფეხბურთელები რომელიც მათ ნაცვლად შემოჰყავს ვილის, ვერ ასრულებენ იმ ფუნქციებს, რასაც ეს სამი ასრულებს. ავიღოთ მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი. არც ერთ ამ ფეხბურთელს არ აქვს იმის უნარი, რომ ბურთი დაიჭიროს შუა ხაზში და სწორად ამოიტანოს წინ. დაცვით ფაზაში/ართმევაზე/ზონების ჩაკეტვაზე ასე თუ ისე თამაშობენ, მაგრამ წინ წასვლას რაც შეეხება, არ იციან ამდენი და შეე.. ავიღოთ დავითაშვილი. დავითაშვილი არის ხვიჩას სტილის ფეხბურთელი, რომელიც ორიენტირებულია თავდასხმაზე. აქვს ძალიან ცუდი დაცვითი სქილები და გუშინ მისი დაკარგვების გამო, კინაღამ გოლი მივიღეთ მინიმუმ ორჯერ. ანუ, ჩაკვე/კიტე/ქოჩორას პოტენციურ შემცვლელებს ალთუნაშვილს/მექვაბიშვილს/დავითაშვილს პირველ ორ შემთხვევაში არ ჰყოფნით შეტევითი, ხოლო მესამეს შემთხვევაში დაცვითი სქილები რომ ეს სამი სრულყოფილად ჩაანაცვლონ. შედეგად მივიღეთ რა? 30 წუთით ადრე, როცა 2 გოლი გვაქვს გასატანი, სანიოლი ხსნის ნახევარდაცვის 2 ძირითად ფეხბურთელს, ჩვენი ნახევარდაცვა სრულად კოლაფსირებს, ვერ უძლებს ჩეხების პრესინგს და იმის ნაცვლად რომ შეგვეტია, 90% შემთხვევებში ბურთს კაშია და დვალი აგორავებდნენ აქეთ იქეთ. სანამ მოედანზე არ დაიხოცებოდნენ ჩაკვე და კიტე, მანამდე არ უნდა გამოეცვალა. ბოლომდე უნდა გაეწურა და მათი გამოცვლით შეტევა ვერ გაძლიერდებოდა უმარტივესი მიზეზის გამო, მათთან ერთად თუ კეთდება 10 შეტევა, მათ გარეშე კეთდება 2. მეორე და მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი ნაკრების შეტევებში არის კვარაცხელია. ბებიაჩემმაც კი იცის რა სახიფათოა ეს ბიჭი, ამიტომ მას ხშირად ეთამაშება 2-3 მცველი. როცა ამდენი კაცი ეთამაშება, ხვიჩას პროდუქტიულობა ძალიან ეცემა. იმისთვის რომ კვარაზე ზეწოლა განიმუხტოს, უმარტივესი ფორმულა შექმნა სპალეტიმ. საჭიროა გყავდეს მობილური მარცხენა მცველი (მარიო რუი, ოლივეირა) და ნახევარმცველი (ჟელინსკი), რომელიც ხშირას გააკეთებს ჩარბენებს, ან კვარას ადგილს გაუცვლის, რომ მოწინააღმდეგის მცველები გადაერთონ ამ ჩარბენებზე და კვარას ასე თუ ისე სივრცე გაუთავისუფლდეს. რა გააკეთა ვილიმ, იმისთვის რომ კვარასთვის შეემსუბუქებინა ტვირთი? არაფერი. არ იძახებს აზაროვს, რომელსაც აქვს ძალიან კარგი შეტევითი პოტენციალი, ტექნიკურია და სწრაფია. არ შემოიყვანა წიტაიშვილი, რომელიც ასევე ტექნიკური და სწრაფია და კვარას დაეხმარებოდა. ბოლომდე დატოვა ლოჩოშვილი, რომელსაც, მიუხედავად იმისა რომ მართლა თავდადებული ბიჭია, არ აქვს ის შესაძლებლობები (ტექნიკა და სისწრაფე), რომ შეტევაში კვარაცხელიას დაეხმაროს და სივრცეები გაუთავისუფლოს. როცა კვარა მოედანზეა, არაა ეს მხოლოდ 1 კაცი, 1.5 კაცია და როცა ვიღაცას აყენებ მის უკან, ამ ვიღაცაში 2 თვისება უნდა იყოს აკუმულირებული, ითამაშოს თავის პოზიციაზე + დაეხმაროს კვარას ისე, რომ მას სივრცეები შეექმნას. ლოჩოშვილი მეორე კომპონენტში არის სრული 0. ანუ, ტაქტიკურად სანიოლმა ფაქტობრივად მოახდინა ჩვენი ცენტრის და მარცხენა ფლანგის საბოტაჟი. მოგვიკლა შუა ხაზი და მოგვიკლა მარცხენა ფლანგი. მარჯვენა ხაზზე კიდე რა ვთქვა, კაკაბაძის იმედადაა მიგდებული. ამას თითქოს იმით აკომპენსირებს რომ ჩაკვეს აყენებს მარჯვნივ, მაგრამ პირიქით - ჩაკვეს ფუნქციებს ასუსტებს და კვარას ფლანგს ასუსტებს. დასკვნა, ვილი სანიოლი არის დებილი. ფეხბურთელებზე ცუდს ვერ ვიტყვი, ასეთი მონდომებული გუნდი მე კარგა ხანია არ მინახავს. ამით იყო გამოწვეული ბოლოს ის ჩხუბები, იმდენად მოტივირებულები იყვნენ, რომ წაგებით იმედგაცრუება ვერ მიიღეს და ნერვებმა უმტყუნა რამდენიმეს. და წავაგეთ არა მათ მიერ ჩავარდნილი თამაშის გამო (შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ გამოსწორებადია ეგ, სწორი თამაშის შემთხვევაში), არამედ სანიოლის ტაქტიკური უვიცობის გამო. და კიდე, მენტალობაზე მინდა ვთქვა. 2-0-ზეც კი ნაკრებს ყურები არ ჩამოუყრია და ლომებივით იბრძოდნენ თითოეული სანტიმეტრისთვის. არ გახსოვს, 1:0-ს თუ წაიყვანდა მოწინააღმდეგე, უკვე წინასწარ რომ ვიცოდით, წაგებული იყო თამაში ისეთ ფსიქოლოგიურ ტრამვას იღებდნენ ფეხბურთელები? ჩვენი ნაკრების მენტალობა ძალიანაა შეცვლილი. მონდომება, ჟინი და თავხედური თვითრწმენაა ზუსტად წარმატების გარანტორი. მაგრამ ამ წარმატებას რომ მიაღწიო, გუნდი უნდა დაალაგო სწორად. ასე რომ, კიდე ერთხელ დიდი დიდი მადლობა მაგრამ სანამ დროა უკვე out სანიოლს

• მამუკა

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ სანიოლმა თავისი თავი საქართველოს ნაკრებში უკვე ამოწურა. მოლოდინი იმისა, რომ რამეს გააუმჯობესებს, უკვე უადგილოა, ვინაიდან კარგად ჩანს, რომ ამ კაცს მოსამატებელი სამწვრთნელო რესურსი აღარ აქვს, რასაც მისი არაკომპეტენტური ნაბიჯები და ფეხბერთელებისკენ თითის გაშვერა ადასტურებს.

• gel-100

განა რამე მარა მოლოდინს არ ისახავ ავტორ,,მიზანს ისახავ და მოლოდინის რეჟიმში ხარ ამა თუ იმ დასახული მიზნის შესრულება არ შესრულებისთვის

• გიორგი V

უსუსური დაცვა უშლის ხელს!მოწინააღმდეგის ყველა შეტევა სახიფათო მომენტით ან უაზრო ჯარიმით მთავრდება.წინ ასე თუ ისე იქმნება მომენტები.მამარდა ყველა თამაშზე ვერ იფრენს და ერთ თამაშში 20ჯერ ყოველთვის ვერ გადაარჩენს გუნდს!!!

აი ჩასაფრებული სამარცხვინო ჟურნალისტი

• las

ჩემი აზრით ეს არის სანიოლის რბილი ხასიათი მწვრთენლი გუნდში უნდა იყოს მთავარი ფიგურა მისთვის არ უნდა იყოს რომელიმე ფეხბურთელი ავტორიტეტი და არ უნდა თვლიდეს რომ აუცილებელია მისი ძირითადში დაყენება ასეთი იყო ჩვენს ნაკრებში ივო შუშაკი, იმიტომაც გააგდეს 2 თამაშის მერე გახსოვთ ალბათ არ მოერიდა და არველაძე დასვა სკამზე. ან ფერგიუსონი აიღეთ. ბუცი რო ურტყა თავში ბექჰემს :) აი ასეთი უნდა იყოს მწვრთნელი

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა

ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი

"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება

შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება

ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...

კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია