ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე შვეიცარიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა:
"საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. თავიდან მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და რამდენიმე მომენტი შევქმენით, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ალბათ სასურველ შედეგს მივაღწევდით.
რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან ცუდია, მაგრამ შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ჰყავს და ვთვლი, რომ კარგი მატჩი გამოგვივიდა".
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით