აჩი არველაძე საქართველოს თამაშზე: პირველ ტაიმში რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში გასვლაზე შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.
ჩვენმა გუნდმა 8 ქულა დააგროვა და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ჩვენი ნაკრების გარდა ყველა გუნდს ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, მე-4 ადგილი დაიკავა.

Sportall.ge საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ აჩი არველაძეს დაუკავშირდა და მატჩის შეფასება სთხოვა.

"დავმარცხდით და ეს ძალიან სამწუხაროა. ისინი უფრო მეტად აკონტროლებდნენ ბურთს და უფრო მეტი საგოლე მომენტები ჰქონდათ.

ვფიქრობ, შესაძლებელი იყო ერთი ქულა აგვეღო. პირველ ტაიმში რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ.

მეორე ნახევარში მაგალითად ვაკომ
თამაში გამოასწორა და გაგვიადვილდა შეტევაში წასვლა. რა თქმა უნდა, ახალბედა ფეხბურთელებისთვის ლევან შენეგელიასთვის და ზურიკო დავითაშვილისთვის პირველივე თამაშის ძირითადში დაწყება ძალიან რთულია, მაგრამ ეს გამოცდილება მათ ძალიან წაადგებათ.

ვფიქრობ, რომ ვაკოს პირველ ტაიმში მოეთხოვებოდა უფრო ბევრი, რადგან ნაკრების ლიდერია. მისი დადებითი მხარეები, თუნდაც ბურთის დაჭერა ძალიან დაგვაკლდა და სწორედ ამის გამო მოხდა, რომ შვეიცარია პირველ ტაიმში უფრო აქტიური იყო, ვიდრე მეორეში.

შეიძლება ითქვას, რომ თანაბარი თამაში იყო. კარგი მომენტები ჩვენც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

ასევე ვფიქრობ, რომ დაცვაში სტაბილურად ვითამაშეთ, მაგრამ 1-2 შეცდომა ყველას მოსდის, რამაც გოლი გამოიწვია, მაგრამ მთლიანობაში დაცვა კარგად გამოიყურებოდა.

ძალიან დასანანი იყო, რომ წავაგეთ და ასეთივე შეგრძნება მქონდა ახალგაზრდულ ნაკრებზეც.
კარგად ითამაშეს, ორი გოლი შეაგდეს და დამატებით დროში პენალტი გაგვიტანეს... ეს ძალიან მწარეა.

ხორვატიასთან მატჩი? ჟურნალისტებისთვის და გულშემატკივრებისთვის მარტივია იმის თქმა, რომ მოდი შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცი, რომლებსაც მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვთ. არავის უნდა წაგება თუნდაც ეს ამხანაგური შეხვედრა იყოს. არ სჭირდება იმას თქმა თუ რაოდენ ძლიერი ნაკრებია ხორვატია.

რა თქმა უნდა, რადგან ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელსაც ეძახი შანსი იმასაც უნდა მისცე, მაგრამ მწვრთნელმა შეიძლება იფიქროს, რომ თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააყენებს, წაგების უფრო მეტი შანსი იქნება.

ახლა ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ამხანაგური შეხვედრაა და არაფერს წყვეტსო. მინდა გავიხსენო, რომ მაგალითად რუმინეთთან მარცხის შემდეგ ესპანეთი დავამარცხეთ და შემდეგ ერთა ლიგის ჯგუფიც მოვიგეთ.  კარგია მაინც მოგება... თვითდაჯერებულობისთვის და უფრო მეტი მოტივაციისთვის შესანიშნავი ვარიანტია.

ფეხბურთში ვერ გაიგებ მაინც... შესაძლოა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უფრო კარგად ითამაშონ. ვლადიმერ ვაისი სწორედ ამიტომ მომწონს, რომ ახალგაზრდებს შანსს აძლევს.

ბელარუსთან მატჩზე ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვიქნებით და ეს ბოლო მატჩებმაც დაგვანახა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბელარუსიის ბარიერს დავძლევთ", - თქვა არველაძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
აჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 6 წლიანი კონტრაქტით
კახა
16:15 17-11-2019
3
ბებიაშენისამ აი თითქოს თქვენ თაობას ეფრინოს აი ის ლაპარაკობს, ამას და ზოგადათ მათ თაობას სკლეროზიანები ვგონივართ, ისე არიგებენ ჭკუას ახლანდელ თაობას თითქოს არ გვახსოვდეს მათი მხრიდან რა იმედგაცრუებები გვაქ გადატანილი.დ
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული