ლუკა მოდრიჩი საქართველოს ნაკრებთან არ ითამაშებს

AutoSharing Option
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის საიტი იუწყება, რომ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

ხორვატიამ ევროშესარჩევ ტურნირზე სლოვაკეთს 3:1 მოუგო, კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვა, რამაც ბუნებრივია, ისინი ძალიან გაახარა.

ხორვატთა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა თქვა, რომ თაობათა ცვლის პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, ახალგაზრდებმა თავი კარგად წარმოაჩინეს და მოდრიჩის თხოვნა "რეალში" გაშვების თაობაზე დააკმაყოფილა.

ხორვატიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 19 ნოემბერს, პულას ალდო დროსინას სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული