ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ხორვატია VS საქართველო - ბოლო საფეხური ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ...

AutoSharing Option
დღეს, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ხორვატიას დაუპირისპირდება. შეხვედრის ნახვა გულშემატკივარს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" შეეძლება.

მატჩი ქალაქ პულის 9 800-კაციან სტადიონ "ალდო დროსინაზე" გაიმართება. ხორვატიის ნაკრები ამ სტადიონზე მხოლოდ ამხანაგური მატჩების დროს თამაშობს. აქამდე ჩატარებული 4 შეხვედრიდან სამი მოიგო და ერთი წააგო. ამ სტადიონზე მარცხი ბოლოს 1998 წელს, სლოვაკეთის ნაკრებთან იწვნიეს - 1:2.

მატჩის ბილეთები, ჩვენი კურსით, 14 ლარიდან 45 ლარამდე მერყეობდა. როგორც ხორვატები წერენ, ანშლაგი არ იქნება და სტადიონი, სავარაუდოდ, ბოლომდე არ გაივსება.

Sportall.Ge

ხორვატიის ნაკრები

აქამდე საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო 2011 წელს. პირველი შეხვედრა თბილისში ლევან კობიაშვილის გოლით მოვიგეთ. განმეორებით შეხვედრას ქალაქ სპლიტში ჯაბა კანკავას გოლით ვიგებდით, თუმცა მეორე ტაიმში ხორვატებმა შეხვედრა შემოატრიალეს და მანძუკიჩი-კალინიჩის გოლებით დაგვამარცხეს.



მას შემდეგ ხორვატიის ნაკრები თავისი ვარსკვლავებით იზრდებოდა და ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ამოჰყვეს თავი. ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც, ჩვენ მსგავსად, 4 მილიონ ადამიანს შეადგენს, საფეხბურთო ვარსკვლავები ნამდვილად არ აკლია.

ხორვატიას, ჩვენგან განსხვავებით, ერთა ლიგის ნახევარფინალი არ ელის და ეს მატჩი მათთვის უფრო წლის დასასრულია, რადგან ერთა ლიგაზე A დივიზიონში იყვნენ, ინგლისთან და ესპანეთთან ერთად, საბოლოოდ კი ბოლო ადგილს დასჯერდნენ. ხორვატიამ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვა: უნგრეთთან, უელსთან, სლოვაკეთთან და აზერბაიჯანთან ორთაბრძოლაში საგზური მოდრიჩსა და კომპანიას ერგო.

ზლატკო დალიჩის გადაწყვეტილებით, დღევანდელ შეხვედრაში ლუკა მოდრიჩი არ ითამაშებს. ხორვატების განაცხადი დღევანდელ მატჩში ასე გამოიყურება:

მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (ასტონ ვილა), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო), სიმონ სლუგა (ლუტონი)

მცველები: ტინ იედვალი (აუგსბურგი), მატეი მიტროვიჩი (ბრიუგე), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი), კარლო ბარტოლეცი (კოპენჰაგენი), დუიე კალესტა-ცარი (მარსელი), მილე შკორიჩი (ოსიეკი), დარიო მილნიაკი (რიზესპორი), დინო პერიჩი (დინამო)

ნახევარმცველები: ივან რაკიტიჩი (ბარსელონა), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი), მილან ბადელი (ფიორენტინა), მარიო
პაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა)

თავდამსხმელები:
ივან პერიშიჩი (ბაიერნი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ანტე რებიჩი (მილანი), იოსიფ ბრეკალო (ვოლფსბურგი), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო), მილან ორსიჩი (დინამო)

საქართველოს ნაკრები

შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ ნაკრებს მცირე დრო ჰქონდა ხორვატიასთან მოსამზადებლად, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლები გამოკვეთილი ფავორიტები ისეც იყვნენ. სამწუხაროდ, ჯაბა კანკავას ისტორიის გამეორება არ შეეძლება, რადგან ტრავმა მიიღო და დღევანდელ შეხვედრას გამოაკლდება.

2011 წლის მატჩის შემდეგ, დღევანდელ შეხვედრაში საინტერესო მსგავსება იქნება - მაშინაც გიორგი ლორია იყო კარში, ცენტრალური დაცვის ხაზს ამაგრებდა გია გრიგალავა-გურამ კაშიას წყვილი, ხოლო სათადარიგო იყო მურთაზ დაუშვილი.

საქართველოს ნაკრებს ზურიკო დავითაშვილიც არ ეყოლება, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებს სლოვაკი თანატოლების წინააღმდეგ ეხმარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩია, სლოვაკისგან განსაკუთრებულ ექსპერიმენტებს არ უნდა ველოდოთ. არცერთ მწვრთნელს არ სიამოვნებს მარცხი და ყველა ცდილობს, მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა დააყენოს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ვაისს კრიტიკა არ აკლია.

უცნობია ვაისის ბედიც, შეიძლება ეს მისი ბოლო მატჩი იყოს. ფედერაცია ამტკიცებს, სლოვაკს მარტამდე აქვს კონტრაქტიო, თვითონ ვლადიმირისგან კი ბევრი არაერთგვაროვანი პასუხი მოვისმინეთ.

მოსალოდნელი ცვლილებები, სავარაუდოდ, ასეთი იქნება: ჯაბა კანკავას, დიდი ალბათობით, ნიკა კვეკვესკირი ან გიორგი აბურჯანია ჩაანაცვლებს, დავით ხოჭოლავას - გიორგი რეხვიაშვილი, ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე შესაძლოა გიორგი ხარაიშვილი ან ჯაბა ჯიღაური ვიხილოთ. არ გამოვრიცხოთ ცვლილება იყოს თავდასხმის ხაზში და გიორგი ქვილითაიას ნაცვლად სხვა ფორვარდს მიეცეს თავის წარმოჩენის საშუალება.

ასევე დაგაინტერესებთ