რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში დღეს გასვლაზე ხორვატიას დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, "ჯვაროსნებმა" ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი სტუმრად შვეიცარიასთან მარცხით დაასრულეს.

ჩვენ ვეტერან ქართველ ფეხბურთელ რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით, რომელსაც ეროვნული ნაკრებისა და ახალგაზრდულის თამაშის შეფასება ვთხოვეთ.

ძოძუაშვილმა კომენტარი მსაჯობაზე და გიორგი დევდარიანის განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

"დღევანდელი თამაში ხორვატიასთან ძალიან საინტერესო იქნება. მათ ძალიან კარგი ნაკრები ჰყავთ და კარგ მატჩს ველი.

არის თუ არა წინსვლა? ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი უფრო კარგად გამოიყურება. შეიძლება
რეიტინგში წინ ვერ წავიწიეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი გამოსწორდა. სასიამოვნო მომენტია ასევე ისიც, რომ კარგი ახალგაზრდა თაობა მოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მწვრთნელთა შტაბი და სელექცია კარგად მუშაობს.

ჩვენი ფეხბურთელები რუსეთის და სხვა ევროპულ ჩემპიონატებში საკმაოდ კარგად გამოიყურებიან. ბოლო თამაშებმა გვაჩვენა, რომ ყველა რგოლში წინსვლა შეინიშნება. დაცვა საკმაოდ კარგია. დაცვიდან შეტევაშიც ნორმალურად გადავდივართ და ა.შ...

ფიზიკური და ტექნიკური მხარე ასევე გაუმჯობესებულია. რატომ? შეტევაში სწრაფად გადასვლა შეგვეძლო და უცებ ჩვენი ფეხბურთელები უფრო მეტნი აღმოჩნდებოდნენ. როდესაც მეტოქე გვიტევდა, დაცვაში უმალ ჩვენები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე მათი შემტევები.

იმას არ ვამბობ, რომ სასწაულად კარგები ვართ, მაგრამ მაგალითად, შარშანდელი ნაკლოვანებები გამოსწორებულია.

- გიორგი დევდარიანმა თქვა, რომ წინსვლა არ იგრძნობა... ანუ მას არ ეთანხმებით?
- არ ვეთანხმები. შემიძლია მას შევთავაზო, რომ ავიღოთ რომელიმე ბოლო თამაში, დავსხდეთ რომელიმე ტელევიზიის ეთერში და ნაკრების პლუსები და მინუსები გავარჩიოთ.

საიდან ჩანს ნაკრების კარგი მომზადება, იცით? გუნდს შეეძლო, რომ მომზადება თბილისში გაევლო, მაგრამ 4-5 დღით ისინი გერმანიაში იმყოფებოდნენ.

იქ მობილიზაცია უფრო მეტადაა შესაძლებელი და მოდუნებით ფეხბურთელები ვერ მოდუნდებიან. მწვრთნელთა შტაბმა აშკარად ამით ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა...

- ბოლო დროს ბევრი ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, რომ მსაჯები გვჩაგრავენ... რას იტყოდით ამის შესახებ?
- დღევანდელი ფეხბურთის ტექნიკური მხარე გვაძლევს საშუალებას, მომენტი ყველა კუთხიდან განვიხილოთ.
უკვე სირცხვილია ამ თემაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან... მაშინ გამოდით და ტელევიზიით გამოიტანეთ ფაქტები, რომ მსაჯი ვინმეს ეხმარება.

ყოველთვის წაგებული გუნდი, ჩვენი იქნება თუ სხვა, გასამართლებელ მიზეზებს ეძებს და მარცხს ძირითადად მსაჯებს აბრალებენ, მაგრამ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ამ თემაზე საუბარი უკვე სირცხვილია.

გუშინ ახალგაზრდულ ნაკრებს შეეძლო, რომ მინიმუმ ქულა აეღო სლოვაკეთთან და ბიჭებმა მართლაც კარგად ითამაშეს, მაგრამ გავიხსენოთ სათადარიგოთა სკამზე მომხდარი ხულიგნური ფაქტები. ესეც მსაჯის ბრალი ხომ არ იყო?!

მსაჯობიდან უკეთესს ნუ ელოდებით. ფეხბურთში საერთოდ ძალიან ძნელია სიმართლე დაამტკიცო, მით უმეტეს, რომ უკვე არაერთი რაკურსით შეგიძლია გაარჩიო მომენტი", - აღნიშნა ძოძუაშვილმა.

altვლადიმირ ვაისი: შვეიცარიასთან მინიმუმ ერთი ქულის აღება შეგვეძლო

altU21. გია ცეცაძის წითელი ბარათი და დაპირისპირება მატჩის მიწურულს [VIDEO]

altU21. გაძევებები, გინება, ჩხუბი, ფურთხება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი სლოვაკეთთან [VIDEO]

altიყო თუ არა პენალტი? - საკამათო ეპიზოდი საფრანგეთი-საქართველოს მატჩის ბოლო წუთებში [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
რევაზ ძოძუაშვილო ძალიან კარგად იცი რომ მართალი არ ხარ, მაგრამ ეხლა ასე გჭირდება საუბარი!!!...
მსაჯები ქართველებს ჩაგრავდნენ და ჩაგრავენ!...მერმის რა იქნება ამას ვნახავთ!....
არტაგი
00:59 20-11-2019
2
ქართული კლუბები ჭაობში არიან, ესპანეთის მეათე ლიგა გვჯობია,დევდარიანი მართალია ილუზიაში ცხოვრობა ვინც იძახის ფეხბურთი ვითარდებაო
irakli
23:24 19-11-2019
3

სიახლეები პოპულარული