საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგო.

უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით, მწვრთნელებმა სერიოზულად გადაახალისეს სასტარტო შემადგენლობები. მასპინძელთა გუნდში სლოვაკეთთან ნათამაშები მხოლოდ 3 ფეხბურთელი დააყენა ზლატკო დალიჩმა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა - 4, რომლებიც შვეიცარიასთან ძირითადში იყვნენ. მოკლედ, წლის ბოლო მატჩში თავის გამოჩენის საშუალება უახლოეს რეზერვს მისცეს.

პულაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და 8 923-იანი სტადიონი არ გაივსო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, როდესაც კაკაბაძე ფლანგზე მეტოქეს გაექცა, კარის წინ ჯიღაურს უპასა და მან შესანიშნავი მომენტი ვერ
გამოიყენა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძეს პერიშიჩი გასცდა და მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. მე-19 წუთზე კი პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები. აღსანიშნავია მეკარე კალინიჩის შეცდომა.

თუმცა მასპინძლებმა კაშიას ავტოგოლით მალევე გააყაიმეს ანგარიში, ხოლო შემდეგ პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

35-ე წუთზე გვილიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლობჯანიძემ მეორე სართულზე კალინიჩი დაჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, შენგელიამ შეცვალა და თანაბარი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე დალიჩმა 4 ცვლილება განახორციელა, გუნდი ორთავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადააწყო, უპირატესობას დაეუფლნენ და 53-ე წუთზე კაშიას შეცდომის შედეგად პერიშიჩმა თავურით მეორედ დალაშქრა მაკარიძის კარი. ცოტა ხანში როგმა თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება, რაღაცნირად ძალაგამოცლილად თამაშობდა, წვიმაც გაძლიერდა. რებიჩმა კაშია მოატყუა და ისევ მაკარიძემ გვიხსნა.

ბოლოს "ჯვაროსნები" შეტევაზე გადავიდა, მომენტიც შექმნა, მაგრამ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი რებიჩმა მოიგერია.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა, მეორე - უარესად. თავი ვერავინ წარმოაჩინა და წლის უკანასკნელი შეხვედრა წააგო.

პულა. "ალდო დროსინა". 5 072 მაყურებელი
ხორვატია - საქართველო 2:1
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (25, საკ. კარში), 2:1 პერიშიჩი (53)

ხორვატია: კალინიჩი (სლუგა 46), მელნიაკი, სკორიჩი, იედვაი (კალეტა-ცარი 46), ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), კოვაჩიჩი (ვლასიჩი 65), ბადელი, პაშალიჩი (პერიჩი 75), პერიშიჩი, ორსიჩი (როგი 46), რებიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი, გვილია (ქვილითაია 83), აბურჯანია, ჯიღაური, პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 65), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 88), ლობჯანიძე (არაბული 50)

მკითხველის კომენტარები / 61 /
არველაძე არის ამბოციების მქონე მწვრთნელი და იმის პრესპექტივით რომ ნაკრებს ევროპაზე გაიყვანს და ამით პრესტიჟს აიმაღლებს და ისტორიაშიც შევა დათანდება ნაკრების მწვრთნელობას და რასაც ვატყობ დისციპლინის მომხრეა ამიტომ ჯობია ეხლავე გაუფოონ კონტრაქტი და ჩააბარონ ნაკრები ოღონდ მოადგილედ დევდარიანი უნდა დაიყენოს არის შანსი ნაკრები გაიყვანონ ევროპაზე არველაძე და დევდარიანი ნაკრებში სასწრაფოდ
კახა
20 ნოემბერი 2019 00:54
15
არველაძე ჭკვიანია. არ დათანხმდება იმ პოზიციას სადაც იცის საბოლოოდ საგინებელი გახდება. თავადაც აქვს ნათქვამი ინტერვიუში, უმადური სამსახურია საქართველოს მწვრთნელობა. ყველაფერზე ჯოხი შენზე ტყდებაო.

პ.ს. ისე ჯერ არ მიუღწევია წარმატებას საფრხბურთი წვეყანაში არაფრისთვის გარდა იმის რომ ეხლანდელ კლუბს მოაგებინ შკდა ჩემპიონატი
არ დათანხმდება
20 ნოემბერი 2019 02:21
1
არველაძეს ჯერ საკლუბო დონეზე არა აქვს მიღწეული იმ წარმატებისთვის, რომ ნაკრების (მითუმეტეს საქართველოს) მწვრთნელად დაინიშნოს.
: )))))))
20 ნოემბერი 2019 01:13
3
ორივე გოლი კაშიას ბრალი იყო
123
20 ნოემბერი 2019 00:36
1
და მესამეც - შვეიცარიასთან, რომ გაგვიტანეს
1
20 ნოემბერი 2019 03:42
1
როცა ცვლილებაა საჭირო ვერ სცვლის ან უხარისხო შეცვლას აკეთებს. ხარაიშვილი ხომ საერთოდამოიღო თვალში. ჩემი აზრით ერთერთი სუსტია იამათ შორის ვინც კი ოდესმე გვყოლია
იაგო
19 ნოემბერი 2019 23:59
3
ისეთები წერენ ისეთ კომენტარებს გაგიჟდება კაცი.კომენტარი წავიკითხე: რა სჭირთ ჩვენ ფეხბურთელებს ერთად არ ვარჯიშობენ ხოლმეო :-) და თან ტიპი „ექსპერტის“ დონეზე(თავისი ჭკუით) არჩევს თამაშს.მთავარია იქ მოვხვდეთ და რაც უნდა ის უქნია და ვინც უნდა ის დაუყენებია ძირითადში,მაგრამ თუ ვერ გავიდა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე.მაგრამ არ არის ლამაზი როდესაც გამოდიხართ ზოგიერთები და წინასწარ იძახით,რომ ნაკრები გავარდნილი ბელარუსთან.რომ გავარდეს მართლა,ექსპერტობას მიიწებებთ ეგრევე და ხო ვთქვიო იტყვით.აი რომ გავიდეს ხომ ხართ ღირსი რასაც ეხლა ვაისზე წერთ,იქეთ რომ შემოგიბრუნოთ ვაისმა :-) ამიტომ ყველა ვარიანტში წარმატებები საქართველოს...დანარჩენზე მარტის ბოლოს ვისაუბროთ
საქართველო
19 ნოემბერი 2019 23:57
7
ყველა ყველა მარა .... პირველმა არხმა ამ ორი კომენტატორის მაგივრად ერთ ნორმალურს რო გადაუხადოს ხელფასი და ჩვენ ნერვები არ გვაგლიჯოს, არა???
SL
19 ნოემბერი 2019 23:52
2
არა! მესამის დამატებას აპირებენ
1
20 ნოემბერი 2019 03:44
1
ისევე როგორც ახალგაზრდულში....
დაგვიანებული და არგაცემული პასები, ერთ ადგილზე ბევრი ფაფხური და კარგახანს ფიქრი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად უამრავი განიავებული მომენტი და საბოლოოდ ერთით ნაკლები გატანილი ბურთი...
და რათქმაუნდა მუდამ ყველაფრისმცოდნე რადიკალი გულშემაკტიკვარი:)) ძალიან ვიცით ეხლა ჩვენ თუ რა იდო დღევანდელ ტაქტიკაში ან რა პოზიცია როგორ გამოიცადა. არაფრისმომცემი თამაში იყო, ამხანაგური და შესაბამისად შემადგენლობაც ექსპერიმენტული იყო თავისი შეცვლებით.
ანესთეზეოლოგი
19 ნოემბერი 2019 23:47
5
როგორ შეიძლება ერთა ლიგის ფლეიოფამდე 5 თვით ადრე ჩატარებულ თამაშს ერქვას მოსამზადებელი. მოსამზადებელი ამხანაგურები იმართება მაქსიმიმ 1 თვით, მინიმუმ 1 კვირით ადრე. 5 თვეში ვიღაც აილეწება და ვიღაც ცუდ ფორმაში იქნება. არაბულის, ლობჯანიძის, ანანიძის და აბურჯანიას გამოძახება აღარ ღირს. ხარაიშვილი და პაპუნაშვილი სასტარტო თერთმეტეულს იმსახურებენ.
კობიმ ვაისს სად მიაგნო?
19 ნოემბერი 2019 23:45
3
საერთოდ არ ღირს ამ თამაშზე რამის დაწერა,ერთადერთი კაკაბაძეზე ვფიქრობ და იმედია სერიოზული არაფერია,თორე მარტში არც მარცხენა და არც მარჯვენა მცველი გვეყოლება:((
მიშა სააკაშვილი
19 ნოემბერი 2019 23:42
2
რა ვქნათ,რაცა ვართ ესა ვართ!სამწუხაროდ,როგორც სჩანს მეტი ფიზიკურად არ შეუძლიათ!მივყვეთ თანმიმდევრობით:მეკარეები რამდენადაც კარგები არიან კარის ხაზზე და გამოსვლებზე,იმდენად ცუდად გამოსდით პირველი პასი(როგორც მოკლე,ისე გრძელი პასები)და აგვიანებენ გადაწყვეტილების მიღებას,როცა ბურთია ამოსატანი.იგივე ითქმის მცველებზეც,მათაც ძალიან უჭირთ პირველი პასი,აღარაფერს ვამბობ გრძელ პასებზე.ასევე ხშირად კარგავენ პოზიციებს,მოიკოჭლებენ სისწრაფეში და ფიზიკურ ორთაბრძოლებში და ფაქტიურად ვერ მოაქვთ ვერავითარი სარგებელი შეტევაში.საყრდენ ზონაში უამრავი ელემენტარული შეცდომა და ამას დამატებული ბურთი ძნელად გვიჩერდება ასევე უამრავი წაგებული ორთაბრძოლა საყრდენ ზონაში.ძალიან სუსტი ფლანგები(ეს ეხებათ,როგორც განაპირა მცველებს,ასევე ნახევარმცველებს).უაზროდ ბევრი,სრულიად არასაჭირო შეხება ბურთთან,ძალიან დაბალი პასის კულტურა,სწრაფი აზროვნების ნაკლებობა,მოედნის ვერ ხედვა,უაზროდ ბევრი პასი უკან და პირიქით ბევრი მისაცემი პასის არმიცება,ბურთის უაზროდ თრევა იქ,სადაც ეს დაუშვებელია.გამტანი,სწრაფი,დრიბლინგისა და დაყენებული დარტყმის, თავდამსხმელის(როგორც ფეხით ისე თავით)არ ყოლა(ეს ეხებათ შემტევ ნახევარმცველებსაც).ამას დამატებული,გუნდს ფაქტიურად არ აქვს სტანდარტულები(ვერც კი ვიხსენებ,ბოლოს როდის გაიტანა გუნდმა გოლი სტანდარტულიდან).ბურთისა და ტემპის დამჭერი ფეხბურთელების არ ყოლა.ამას დამატებული ის,რომ გუნდს არ შეუძლია სისწრაფეებზე თამაში(რაც განპირობებულია ცუდი ფიზიკური ფორმით).მოკლე სათადარიგოთა სკამი და მწვრთნელი,რომელიც ყოველთვის აგვიანებს შეცვლებს(თუმცა მწვრთნელი ყველაზე უკანასკნელი პრობლემაა ამ ფორმაციის და არა მარტო ამ ფორმაციის ნაკრების).ამას დამატებული საშინელი მიდრეკილება ტავმებისკენ და რაღა დარჩა?ასეთი თამაშით,ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ადგილი არ არის და ძალიან უნდა მოვინდომოთ(და გაგვიმართლოს),რომ იქ მოვხვდეთ!!!ჩემი ერთადერთი იმედი არის გიორგი ჩაქვეტაძე!!!ნამდვილი ტალანტი და ბრილიანტი!!!უფალს ვთხოვ,რომ მალე გამოაჯანმრთელოს!!!
Alex.F
19 ნოემბერი 2019 23:34
2
მე ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი ვისაც ვაისი მოიაზრებს სრულ მზადყოფნაში, რომ იყოს ბელარუსებთან მატჩის წინ, ის საუკეთესო თერთმეტეულის ვარიანტს ვერ ჩეარჩევს.
ნუგზარი
19 ნოემბერი 2019 23:34
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული