საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგო.

უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით, მწვრთნელებმა სერიოზულად გადაახალისეს სასტარტო შემადგენლობები. მასპინძელთა გუნდში სლოვაკეთთან ნათამაშები მხოლოდ 3 ფეხბურთელი დააყენა ზლატკო დალიჩმა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა - 4, რომლებიც შვეიცარიასთან ძირითადში იყვნენ. მოკლედ, წლის ბოლო მატჩში თავის გამოჩენის საშუალება უახლოეს რეზერვს მისცეს.

პულაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და 8 923-იანი სტადიონი არ გაივსო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, როდესაც კაკაბაძე ფლანგზე მეტოქეს გაექცა, კარის წინ ჯიღაურს უპასა და მან შესანიშნავი მომენტი ვერ
გამოიყენა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძეს პერიშიჩი გასცდა და მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. მე-19 წუთზე კი პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები. აღსანიშნავია მეკარე კალინიჩის შეცდომა.

თუმცა მასპინძლებმა კაშიას ავტოგოლით მალევე გააყაიმეს ანგარიში, ხოლო შემდეგ პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

35-ე წუთზე გვილიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლობჯანიძემ მეორე სართულზე კალინიჩი დაჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, შენგელიამ შეცვალა და თანაბარი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე დალიჩმა 4 ცვლილება განახორციელა, გუნდი ორთავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადააწყო, უპირატესობას დაეუფლნენ და 53-ე წუთზე კაშიას შეცდომის შედეგად პერიშიჩმა თავურით მეორედ დალაშქრა მაკარიძის კარი. ცოტა ხანში როგმა თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება, რაღაცნირად ძალაგამოცლილად თამაშობდა, წვიმაც გაძლიერდა. რებიჩმა კაშია მოატყუა და ისევ მაკარიძემ გვიხსნა.

ბოლოს "ჯვაროსნები" შეტევაზე გადავიდა, მომენტიც შექმნა, მაგრამ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი რებიჩმა მოიგერია.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა, მეორე - უარესად. თავი ვერავინ წარმოაჩინა და წლის უკანასკნელი შეხვედრა წააგო.

პულა. "ალდო დროსინა". 5 072 მაყურებელი
ხორვატია - საქართველო 2:1
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (25, საკ. კარში), 2:1 პერიშიჩი (53)

ხორვატია: კალინიჩი (სლუგა 46), მელნიაკი, სკორიჩი, იედვაი (კალეტა-ცარი 46), ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), კოვაჩიჩი (ვლასიჩი 65), ბადელი, პაშალიჩი (პერიჩი 75), პერიშიჩი, ორსიჩი (როგი 46), რებიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი, გვილია (ქვილითაია 83), აბურჯანია, ჯიღაური, პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 65), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 88), ლობჯანიძე (არაბული 50)

მკითხველის კომენტარები / 61 /
ასე იყო საჭირო, ბელარუსელ დამკვირებლებს აუბნია თავგზა
იკა
19 ნოემბერი 2019 23:13
9
თ.ოქრიაშვილი ჯიგარი გულიანი ბიჭია, წინა თამაშშიც დაავალდებულა ვაისი რომ შეცვლა გაეკეთებინა.. კარგია რომ ფეხბურთელი თვითონ ხედავს მოედანზევე საკუთარი თამაშის მარგებელ კოეფიციენტს გუნდისთვის.. თუნდაც გუნდს შეკრების მეორე თამაშზე ჯანოს არ გაყოლის მიზეზი გამოგონილი ,,ტრამვა'', გვახსოვს ალბად რომ რეალური მიზეზი ჯანოს დიდი დროით ფეხბურთთან ჩამოშორება და საშინელი ფიზიკური ფორმა იყო.. (ჯანოს კომენტარებში ლანძღვაც გვახსოვს ალბად)
პაპუნაშვილის წინა შეკრებაზე არ გამოცხადებაც ეგ იყო რომ თვითონ ფეხბურთელმა ითხოვა..
რა უნდა მოიმოქმედონ ამ ბიჭებმა მეტი? თითოეულ ქომაგს პირადად ხომ ვერ გაგვცემენ პასუხს...
მათი საქციელი მისასალმებელია და ეს უკვე რეალური მითითებაც იყო იმისკენ რომ,
1) ვაისი აზრზე არ არის და არც ინტერესდება ფეხბურთელის ფიზიკური ფორმით.
2)ის რომ ტაკტიკურად ძალიან სუსტია.
3)უბრალოდ ამ ყველაფერთან ერთად ერთიანი სულის კვეთება არ იგრძნობა.
ალბად ისევ ქართველი მწვრთნელია საჭირო იმისთვის რომ ფეხბურთელებს დაუბრუნოს რწმენა საკუთარი თავის და ერთმანეთის მიმართ, მათჩის წინ სიტყვებით და ემოციებით დაიხარჯოა ბიჭებისთვის რომ აბ ბიჭებმა შემართება,სულისკვეთება,თავდადება და შედეგი გვაჩვენონ და არა ის რაც დღეს ვნახე და ვხედავთ ამ ბოლო დროს. უბრალოდ მოტივატორი და ფსიქოლოგის უნართვისებიანი მწვრთნელი გვესაჭიროება!! დანარჩენს აღარ დავეძებ უბრალოდ მე პირადად დანარჩენი ფეხბურთელებისთვის მიმინდია შეცვლასაც კი აკეთებენ თავად:-)
ჩორნა
20 ნოემბერი 2019 03:42
3
მე ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი ვისაც ვაისი მოიაზრებს სრულ მზადყოფნაში, რომ იყოს ბელარუსებთან მატჩის წინ, ის საუკეთესო თერთმეტეულის ვარიანტს ვერ ჩეარჩევს.
ნუგზარი
19 ნოემბერი 2019 23:34
3
მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, ნავალოვსკი, კაშია, ხოჭოლავა, ჯიღაური, შენგელია, არაბული, ლობჯანიძე და ზოგადად ასეთი დონის ფეხბურთელები იმსახურებენ რომელიმე დიდ ტურნირზე თამაშს? ან ვაისის დონის მშიშარა და ჯიუტი მწვრთნელი იმსახურებს? არაა ჩვენი ნაკრები ევროპირველობის ღირსი და არაფერი ფიასკო არ იქნება თუ ვერც მოვხვდებით მანდ. ეს უნდა ეხლავე შევიგნოთ და ამიტომაც ჯერ სწორად დაიგეგმოს ქართულ ფეხბურთში განვითარება და მერე ვიფიქროთ წარმატებაზე. ჩვენში კი ფეხბურთი (და არამარტო) ზოგისთვის უბრალოდ დიდი ფულის შოვნის საშუალებაა და ზოგისთვის ოჯახის ელემენტარულად რჩენი წყარო და საფეხბურთო შედეგები, კლუბი იქნება თუ ნაკრები, როცა მხოლოდ ფულის კეთებაზე ხარ გადასული სულ ცალ ფეხზე არ გკიდია? ნიჰილიზმია ქართულ სპორტში ალფადან ომეგამდე.
ისე ერთსაც დავამატებ, ერთ ქორწილში საქართველოს სადღეგრძელოს შემდეგ რატომღაც საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. არა, ქორწილებში ჰიმნის ჩართვის დიდად წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა არც ორი ხელით მივესალმები, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს მგონია. მაგრამ გულდასაწვყეტი ის იყო, რომ სტუმრების უმრავლესობამ უკანალის აწევაც არ ისურვა ჰიმნის მოსმენისას. სწორია თუ არასწორია ქორწილში გაჟღერება ერთია, მაგრამ რახან გაჟღერდა ჰიმნი, შენი ქვეყნის იმდენი სიყვარული და შეგნება უნდა გქონდეს რომ ფეხზე წამოდგე და გულზე ხელი დაიდო. ჩვენ კიდე ფეხბურთზე ვსაუბრობთ აქ...
ირაკლი
20 ნოემბერი 2019 12:02
1
არ ვარგა ეს სასტავი მერამდენედ ვიძახი, კაშია ბაბუაჩემის ხნისაა , ხოჭოლავა ლატარიაში ერგო შახტარს თუ რა პონტში ყავთ იქ ვერ გავიგე, შენგელია მერამდენე თამაშია ვერ თამაშობს, თავდამსხმელები ხო დოყლაპიები გვყავს.
Emiri
20 ნოემბერი 2019 03:31
2
არავითარი პირადი , მაგრამ შენგელია რა დონეზეცაა, ისეთივე კლუბშია ზუსტად.არ შეუძლია მოუმატოს და ჰა ! ისე , შეტევასაც რას ვთხოვთ? ხომ ვხედავთ, 1 ტაიმს ჩავამთავრებთ და მერე ვწვალობთ. სულ ცოტა 1 ტაიმივით რომ ემოძრავათ, სხვა შედეგი იქნებოდა
: )))))))
20 ნოემბერი 2019 07:28
0
არველაძე არის ამბოციების მქონე მწვრთნელი და იმის პრესპექტივით რომ ნაკრებს ევროპაზე გაიყვანს და ამით პრესტიჟს აიმაღლებს და ისტორიაშიც შევა დათანდება ნაკრების მწვრთნელობას და რასაც ვატყობ დისციპლინის მომხრეა ამიტომ ჯობია ეხლავე გაუფოონ კონტრაქტი და ჩააბარონ ნაკრები ოღონდ მოადგილედ დევდარიანი უნდა დაიყენოს არის შანსი ნაკრები გაიყვანონ ევროპაზე არველაძე და დევდარიანი ნაკრებში სასწრაფოდ
კახა
20 ნოემბერი 2019 00:54
15
არველაძეს ჯერ საკლუბო დონეზე არა აქვს მიღწეული იმ წარმატებისთვის, რომ ნაკრების (მითუმეტეს საქართველოს) მწვრთნელად დაინიშნოს.
: )))))))
20 ნოემბერი 2019 01:13
3
არველაძე ჭკვიანია. არ დათანხმდება იმ პოზიციას სადაც იცის საბოლოოდ საგინებელი გახდება. თავადაც აქვს ნათქვამი ინტერვიუში, უმადური სამსახურია საქართველოს მწვრთნელობა. ყველაფერზე ჯოხი შენზე ტყდებაო.

პ.ს. ისე ჯერ არ მიუღწევია წარმატებას საფრხბურთი წვეყანაში არაფრისთვის გარდა იმის რომ ეხლანდელ კლუბს მოაგებინ შკდა ჩემპიონატი
არ დათანხმდება
20 ნოემბერი 2019 02:21
1
ფედერაცუავ წინასწარ გილოცავ წაგებას
გრიგოლ1408
19 ნოემბერი 2019 23:12
10
ეხლა რატო აღარ იღებთ კაშიასგან კომენტარს ტვინს რო ბურღავდით ყველა თამაშის მერე.
ჰმ
20 ნოემბერი 2019 10:05
2
ჩვენს ნაკრებს გოლის გატანის სცხვენია, ისე უსუსურად და მორცხვად გადადის შეტევაში შეგეცოდება პირდაპირ, გუნდებია შეტევაში ბურთს დაგახევენ თავზე და ესენი კიდევ... ამათ კარგი მკურნალობა სჭირდება ოღონდ მართლა, ბელორუსთან ? რავიცი ესეთი მარუსიებით შორს ვერ წავალთ
zmo
20 ნოემბერი 2019 11:18
0
es ar ar iko pegburti chveni chesrulebit, da es ar aris nakrebi, brboa pegburtelebis, tavmochrili batebivit darbian, mcvrtneki xo vabche ra dodo k. am sastavit verc belorusias mougebt da verc kosovos, es chengelia ver ergeba nakrebs xo xedavt, dinamo tbilisi gonia uglajunebs umisamartod , gagebachi araa, kachiaa da vegar dadis, dacva toxlaobs magrad, arc tavdasxma brckinavs, budu gamoizaxos zivzivaze, ras erchit am pegburtels, puli araak da golis gatana exerxeba.kvela dagvcinis ukve, ragac unda cheicvalos ase ar ivargebs
KUTAISELI
20 ნოემბერი 2019 09:05
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული