საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგო.

უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით, მწვრთნელებმა სერიოზულად გადაახალისეს სასტარტო შემადგენლობები. მასპინძელთა გუნდში სლოვაკეთთან ნათამაშები მხოლოდ 3 ფეხბურთელი დააყენა ზლატკო დალიჩმა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა - 4, რომლებიც შვეიცარიასთან ძირითადში იყვნენ. მოკლედ, წლის ბოლო მატჩში თავის გამოჩენის საშუალება უახლოეს რეზერვს მისცეს.

პულაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და 8 923-იანი სტადიონი არ გაივსო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, როდესაც კაკაბაძე ფლანგზე მეტოქეს გაექცა, კარის წინ ჯიღაურს უპასა და მან შესანიშნავი მომენტი ვერ
გამოიყენა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძეს პერიშიჩი გასცდა და მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. მე-19 წუთზე კი პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები. აღსანიშნავია მეკარე კალინიჩის შეცდომა.

თუმცა მასპინძლებმა კაშიას ავტოგოლით მალევე გააყაიმეს ანგარიში, ხოლო შემდეგ პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

35-ე წუთზე გვილიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლობჯანიძემ მეორე სართულზე კალინიჩი დაჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, შენგელიამ შეცვალა და თანაბარი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე დალიჩმა 4 ცვლილება განახორციელა, გუნდი ორთავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადააწყო, უპირატესობას დაეუფლნენ და 53-ე წუთზე კაშიას შეცდომის შედეგად პერიშიჩმა თავურით მეორედ დალაშქრა მაკარიძის კარი. ცოტა ხანში როგმა თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება, რაღაცნირად ძალაგამოცლილად თამაშობდა, წვიმაც გაძლიერდა. რებიჩმა კაშია მოატყუა და ისევ მაკარიძემ გვიხსნა.

ბოლოს "ჯვაროსნები" შეტევაზე გადავიდა, მომენტიც შექმნა, მაგრამ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი რებიჩმა მოიგერია.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა, მეორე - უარესად. თავი ვერავინ წარმოაჩინა და წლის უკანასკნელი შეხვედრა წააგო.

პულა. "ალდო დროსინა". 5 072 მაყურებელი
ხორვატია - საქართველო 2:1
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (25, საკ. კარში), 2:1 პერიშიჩი (53)

ხორვატია: კალინიჩი (სლუგა 46), მელნიაკი, სკორიჩი, იედვაი (კალეტა-ცარი 46), ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), კოვაჩიჩი (ვლასიჩი 65), ბადელი, პაშალიჩი (პერიჩი 75), პერიშიჩი, ორსიჩი (როგი 46), რებიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი, გვილია (ქვილითაია 83), აბურჯანია, ჯიღაური, პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 65), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 88), ლობჯანიძე (არაბული 50)

მკითხველის კომენტარები / 61 /
ვაის გადაშენდი რააა...აქ ზოგ ზოგიერთებს ჩემი კიმენტარები არ მოსწონთ.ამასთან დაკავშირებით მეცინება და ერთი ამბავი უნდა მოვყვე,რომელიც ლევან თედიაშვილმა მომიყვა:„ნაცებთან მივედი რაღაც ამბავთან დაკავშირებითო,ველაპარაკები და ვატყობო რო სუ არ აინტერესებთ რაზე ვარო მისულიო და მაშინ უთხარი ერთსო(გვარს არ ვიტყვი,თვალები რო აქ დაბრეცილი),განა არ ვიცი ფეხებზე რო გკიდივართო და აბა ერთი მე მკითხეთ სადა მკიდიხართო“...გამგები მიხვდება ალბათ რაცა ვთქვი ეხლა.ისე საგარეჯოში ერთი მაღალი ადგილი გვააქ ბებერ კლდეს ვეძახით და ესეთი გამოთქმა გვაქ აქ ჩვენ-„ბებერ კლდიდან გადმოფრინდესო და .....“ კალაძის ვარიანტი რააა...
Jordan Beli
20 ნოემბერი 2019 06:42
2
ბატონო გიგა გვენცაძე რებიჩი ესე უნდა დაუძახო და არა რრრრრრებიჩი.
a.a.
20 ნოემბერი 2019 01:29
1
გრრრრიზმანი :-D
::-D
20 ნოემბერი 2019 09:49
3
ყველამ ვიცით რომ ჩვენი ფეხბურთელები ვარსკვლავებს არ წყვიტავენ, მაგრამ კოლექტივი, გუნდი უფრო საშინელია, ვიდრე ფეხბურთელები. საერთოდ არ იგრძნობა მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზი, იდეა, მიზანი. არავითარი წინასწარ დამუშავებული კომბინაცია, კოორდინაცია. თამაშობენ ეზოს ფეხბურთს. ბოლოს და ბოლოს ამ ფეხბურთელებითაც შეიძლება უკეთესი თამაშის ჩვენება, ოღონდ მაღალი კლასის მწვრთნელი გვჭირდება. გადავიხადოთ ცოტა მეტი და შედეგი მაინც გვექნება.
თენგაბი
20 ნოემბერი 2019 13:03
3
არადა საქმე აქ მარტივადაა ვაისს ხელშეკრულება უმთავრდება და ელოდება კენჭისყრას თუ რომელი გუნდი იქნება მასპინძელი ფინალის თუ მოგვიწია გასვლა დაიხურავს ქუდს და წავა მარტივია აქ ყველაფერი რაც შეეხება ბელარუსს დიდი ალბათობით მოვიგებთ აი მერეა საქმე მერე სახლის გუნდი როხარ და მეტოქეებიც შენნაირები.
zaza
20 ნოემბერი 2019 12:05
2
90..მერამდენემ ათეულში მყოფ ნაკრებს როგორ უნდა შეუსრულოს?
ozeki
20 ნოემბერი 2019 10:16
0
Kარგით რა ბოლო ბოლო ვიცე ჩემპიონთAნ წაგეს2:1ანდორასთAნ ხოარა
Mosexoneli
20 ნოემბერი 2019 09:50
13
სხვებს ხო მოუგეს რა, რას ამბობ :D :D (მარტო ვიცე ჩემპიონთან წააგეს, "საპატიოდ")
moses
20 ნოემბერი 2019 10:46
1
მე იმათი გამკვირვებია,ვაისი რო უნდათ.გადახედეთ სტატისტიკას მაინც,ვისთვის ააქვს მოგებული-ყაზახეთი,ლატ ვია, გიბრალტარი.ანდორასთან კი......მოკლედ აგერ დაგვანახა ხორვატიას ჩვენი სახე.ბურთი დაგვიმალა მეორე ტაიმში.ან რა ცვლილებებს აკეთებს,ტიპი აზზე არ არის და საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.მოკლედ ასეა თუ ესე,ქართველი მწვრთნელი გვჭირდება.უცხოელისთვის მაინც მ თავარია ფული,სულ არ კიდია შენი საქართველო
კახა ქ.
20 ნოემბერი 2019 17:00
1
ვაისი არის უმაგრესი მწვრთნელი, მსგავსი ტაქტიკოსი ჩვენ ნაკრებს არ ყოლია.
ფეხბურთი
20 ნოემბერი 2019 07:38
11
ხალხო, ხორვატია მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია თუ მეშლება რამე? ხორვატიაში გასვლაზე, ხორვატიის ნაკრებს ჩვენ როგორ უნდა მოვუგოთ?!
aburjga
19 ნოემბერი 2019 23:27
14
მუნდიალის ფინალში გასული გუნდიდან მხოლოდ 2 თუ 3 კაცი (მაქსიმუმ) თამაშობდა დღეს. ამიტომაც მეტს ველოდებოდი
rasa
20 ნოემბერი 2019 00:03
2
იქიდან რამდენი კაცი თამაშობს, კარგად დააკვირდი. მეორეც, მეორე ტაიმში რაც ვნახეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 1 ტაიმთან ოდნავ მიახლოებული რომ ეთამაშათ, ანგარიში აშკარად უკეთესი იქნებოდა
: )))))))
20 ნოემბერი 2019 09:47
0
ხარაიშვილის შემოყვანა რას ემსახურებაო წერს ერთი (ისე სახელი, რომ მაინც მიუთითოთ რა პრობლემაა, მე ადრე გვარსაც ვწერდი და მერე თავი შევიკავე, ვინმეს ცუდად არ გაეგო), ეგ ჩემი აზრით შემთხვევით არ ხდება მეგობარო, ასეთი ცვლილება შეიძლება არც ვაისის ინტერესში შედიოდეს, ამით ფეხბურთელს დაუფიქსირეს ნაკრებში თამაში. სხვაზე ამ ფორმატში საუბარი გამართლებულად არ მიმაჩნია.
ნუგზარი
20 ნოემბერი 2019 13:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული