საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგო.

უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით, მწვრთნელებმა სერიოზულად გადაახალისეს სასტარტო შემადგენლობები. მასპინძელთა გუნდში სლოვაკეთთან ნათამაშები მხოლოდ 3 ფეხბურთელი დააყენა ზლატკო დალიჩმა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა - 4, რომლებიც შვეიცარიასთან ძირითადში იყვნენ. მოკლედ, წლის ბოლო მატჩში თავის გამოჩენის საშუალება უახლოეს რეზერვს მისცეს.

პულაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და 8 923-იანი სტადიონი არ გაივსო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, როდესაც კაკაბაძე ფლანგზე მეტოქეს გაექცა, კარის წინ ჯიღაურს უპასა და მან შესანიშნავი მომენტი ვერ
გამოიყენა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძეს პერიშიჩი გასცდა და მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. მე-19 წუთზე კი პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები. აღსანიშნავია მეკარე კალინიჩის შეცდომა.

თუმცა მასპინძლებმა კაშიას ავტოგოლით მალევე გააყაიმეს ანგარიში, ხოლო შემდეგ პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

35-ე წუთზე გვილიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლობჯანიძემ მეორე სართულზე კალინიჩი დაჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, შენგელიამ შეცვალა და თანაბარი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე დალიჩმა 4 ცვლილება განახორციელა, გუნდი ორთავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადააწყო, უპირატესობას დაეუფლნენ და 53-ე წუთზე კაშიას შეცდომის შედეგად პერიშიჩმა თავურით მეორედ დალაშქრა მაკარიძის კარი. ცოტა ხანში როგმა თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება, რაღაცნირად ძალაგამოცლილად თამაშობდა, წვიმაც გაძლიერდა. რებიჩმა კაშია მოატყუა და ისევ მაკარიძემ გვიხსნა.

ბოლოს "ჯვაროსნები" შეტევაზე გადავიდა, მომენტიც შექმნა, მაგრამ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი რებიჩმა მოიგერია.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა, მეორე - უარესად. თავი ვერავინ წარმოაჩინა და წლის უკანასკნელი შეხვედრა წააგო.

პულა. "ალდო დროსინა". 5 072 მაყურებელი
ხორვატია - საქართველო 2:1
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (25, საკ. კარში), 2:1 პერიშიჩი (53)

ხორვატია: კალინიჩი (სლუგა 46), მელნიაკი, სკორიჩი, იედვაი (კალეტა-ცარი 46), ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), კოვაჩიჩი (ვლასიჩი 65), ბადელი, პაშალიჩი (პერიჩი 75), პერიშიჩი, ორსიჩი (როგი 46), რებიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი, გვილია (ქვილითაია 83), აბურჯანია, ჯიღაური, პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 65), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 88), ლობჯანიძე (არაბული 50)

მკითხველის კომენტარები / 61 /
უბრალო გულშემატკივარს მივმართავ, ვინც ვლადიმირ ვაისის დარჩენას ემხრობა, გარდა აგენტურისა და ფედერაცისა - ბელორუსთან რა გარანტია გაქვთ, რომ შეცვლა-არშეცვლის თაობაზე იგივე გაუნათლებლობას არ გამოიჩენს?!
სმ
19 ნოემბერი 2019 23:29
6
ხალხო, ხორვატია მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია თუ მეშლება რამე? ხორვატიაში გასვლაზე, ხორვატიის ნაკრებს ჩვენ როგორ უნდა მოვუგოთ?!
aburjga
19 ნოემბერი 2019 23:27
14
იქიდან რამდენი კაცი თამაშობს, კარგად დააკვირდი. მეორეც, მეორე ტაიმში რაც ვნახეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 1 ტაიმთან ოდნავ მიახლოებული რომ ეთამაშათ, ანგარიში აშკარად უკეთესი იქნებოდა
: )))))))
20 ნოემბერი 2019 09:47
0
მუნდიალის ფინალში გასული გუნდიდან მხოლოდ 2 თუ 3 კაცი (მაქსიმუმ) თამაშობდა დღეს. ამიტომაც მეტს ველოდებოდი
rasa
20 ნოემბერი 2019 00:03
2
ჯიღაური ბურთს იღებდა თუ არა, ეგრევე უკან აძლევდა პასს, გვილიასაც ძაან ეტყობოდა უთამაშებლობა, ლობჯანიძეც არაბულიც არ არიან ამ დონეზე და შენგელიამ რატო შეგვიწმნა ის ილუზიები რო რაღაცა გამოვიდოდა, მენტალურად არაა მზად ან არაფერი ფეხბურთელი არაა, ბურთს ვერ აჩერებდნენ და პასს ვერ აკეთებდნენ ელემენტარულად, უბანში რო ბავშვები იგროკებს ხვდებიან და ჩა..ულევი თამაშობენ, ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება ამათზე... ვერც წარმოვიდგენ რა ხდება მათ ტვინში როცა ბურთს იღებენ ხოლმე... ნავალოვსკიც ძალიან შორსაა ფორმიდან... რა გვეშველება არ ვიცი თუ შეთამაშებული გუნდიდან 2 ან მეტ ფეხბურთელს ტრავმა ექნება :-/ ჩაკვეც რო დაბრუნდება კაცმა არ იცის ექნება თუ არა ისევ ის სითამამე ასე მოკლე დროში, რითიც ის გამოირჩეოდა... ამის გარეშე შენგელიაზე უკეთესად შეიძლება ვერ ითამაშოს... :-/
რა მაფიაა?
19 ნოემბერი 2019 23:26
2
1)ხარაიშვილი ადრე უნდა შეეშვა მოედანზე. 2)შენგელია მარცხნივ დააყენა და არ მარჯვნივ.
2)კაშია დატოვა და ხოჭოლავა გაიყვანა.
3) ჯიღაური მარჯვენა მცველად ვერ თამაშობს და შეიგნოს ვაიასმა. ამისთანა ჯიუტი მწვრთნელი დიდი ხანია არ მინახავს.
Lado
19 ნოემბერი 2019 23:17
4
ვაისი ტაქტიქას ვერ ამუშავებს შეცვლა არ იცის წესიერად, ერთა ლიგა მაგან კიარა ჩაკვეტაძემ
მოიგო
irakli
19 ნოემბერი 2019 23:16
3
ასე იყო საჭირო, ბელარუსელ დამკვირებლებს აუბნია თავგზა
იკა
19 ნოემბერი 2019 23:13
9
ფედერაცუავ წინასწარ გილოცავ წაგებას
გრიგოლ1408
19 ნოემბერი 2019 23:12
10
ვაი თქვენს პატრონს და ვაი და ვუი ვაის...
პეტროსი
19 ნოემბერი 2019 23:11
5
ხარაიშვილი დაასველა თუ რა იყო? მაგ ვაისს ხო არ აკლია მართლა?
გელა
19 ნოემბერი 2019 23:04
2
ბელორუსს ასე აპირება მოუგოს ვაისმაა? ნავალოვსკი გაიკეთოს დე**ს ტრ***ში
ბაჩო
19 ნოემბერი 2019 23:00
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული