ზლატკო დალიჩი: ხორვატია მწვერვალია - სუსტებთან თამაშით დროის დაკარგვას არ ვაპირებ

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხების (2:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე ხორვარტთა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ისაუბრა.

"წლის გამარჯვებით დასრულება კარგია. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ბევრი მომენტი შევქმენით. პერიშიჩსა და რებიჩს თავიანთ გუნდებში თამაში სისტემატურად არ უწევთ, დღეს კი კლასი აჩვენეს.

უკეთეს წელს ვერც ვინატრებდით, მიზანს მივაღწიეთ და ევროპირველობაზე გავედით. მცირეოდენი პრობლემები გვქონდა, მაგრამ ამაზე არ ვდარდობთ, მხოლოდ წინ ვიყურებით.

ძლიერ მეტოქეებთან სპარინგები მინდა. არ ვაპირებ, სუსტებთან თამაშით დრო დავკარგო. ჩვენ ბელგიის, გერმანიის და იტალიის დარი მეტოქეები გვჭირდება. ხორვატია მსოფლიოს საფეხბურთო
მწვერვალია და ყველამ უნდა დაგვაფასოს. ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დავინახავთ, რას წარმოვადგენთ და რა გვაქვს გამოსასწორებელი", - ციტირებს დალიჩს ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ხორვატია მწვერვალიაო, ჩვენი არ იყოს აცდენილია რეალობას, ერთი მოდრიჩი იყო მსოფლიოს საუკეთესო და მერე ხორვატიის ნაკრები.
1
თავში აუვარდა.თავის დროზე დინამო არც იკადრებდა თქვენთან თამაშს. მოვა დრო, დადგება ჩვენი ქვეყანა ფეხზე და მართლა დაგახევთ თავზე ბურთს.
თენგაბი
16:05 20-11-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული