ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხების (2:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე ხორვარტთა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ისაუბრა.
"წლის გამარჯვებით დასრულება კარგია. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ბევრი მომენტი შევქმენით. პერიშიჩსა და რებიჩს თავიანთ გუნდებში თამაში სისტემატურად არ უწევთ, დღეს კი კლასი აჩვენეს.
უკეთეს წელს ვერც ვინატრებდით, მიზანს მივაღწიეთ და ევროპირველობაზე გავედით. მცირეოდენი პრობლემები გვქონდა, მაგრამ ამაზე არ ვდარდობთ, მხოლოდ წინ ვიყურებით.
ძლიერ მეტოქეებთან სპარინგები მინდა. არ ვაპირებ, სუსტებთან თამაშით დრო დავკარგო. ჩვენ ბელგიის, გერმანიის და იტალიის დარი მეტოქეები გვჭირდება. ხორვატია მსოფლიოს საფეხბურთო
მაგას დაავიწყდა, ერთა ლიგაზე ესპანეთმა 6-0 რომ გააფარჩაკა?! ძლიერი რომ ხარ, არ ნიშნავს რომ ამით შენზე სუსტი დაამცირო - თუ არადა, ხვალ შესაძლოა შენც მოგივიდეს ჩავარდნა. ღირსეულ ადამიანებს მეტოქის დაფასებაც შეუძლიათ, ხოლო ამან ცხვირი ზემოთ აწია და თავში აუვარდა, ამიტომაც არაა გამორიცხული "ესპანური გაკვეთილები" კიდევ მიიღოს! ისე კი, მე ვისურვებდი რომ ევროზე გავიდეთ და ხორვატებს ჯგუფში შევხვდეთ, რათა მისი სიტყვები ვანანოთ (აქამდე ერთხელ უკვე ვანანეთ ქედმაღლობა, 2011-შიც თითქმის იგივეს ამბობდნენ როცა აქ ჩამოვიდნენ)