ზლატკო დალიჩი: ხორვატია მწვერვალია - სუსტებთან თამაშით დროის დაკარგვას არ ვაპირებ

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების დამარცხების (2:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე ხორვარტთა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ისაუბრა.

"წლის გამარჯვებით დასრულება კარგია. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ბევრი მომენტი შევქმენით. პერიშიჩსა და რებიჩს თავიანთ გუნდებში თამაში სისტემატურად არ უწევთ, დღეს კი კლასი აჩვენეს.

უკეთეს წელს ვერც ვინატრებდით, მიზანს მივაღწიეთ და ევროპირველობაზე გავედით. მცირეოდენი პრობლემები გვქონდა, მაგრამ ამაზე არ ვდარდობთ, მხოლოდ წინ ვიყურებით.

ძლიერ მეტოქეებთან სპარინგები მინდა. არ ვაპირებ, სუსტებთან თამაშით დრო დავკარგო. ჩვენ ბელგიის, გერმანიის და იტალიის დარი მეტოქეები გვჭირდება. ხორვატია მსოფლიოს საფეხბურთო
მწვერვალია და ყველამ უნდა დაგვაფასოს. ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დავინახავთ, რას წარმოვადგენთ და რა გვაქვს გამოსასწორებელი", - ციტირებს დალიჩს ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ხორვატია მწვერვალიაო, ჩვენი არ იყოს აცდენილია რეალობას, ერთი მოდრიჩი იყო მსოფლიოს საუკეთესო და მერე ხორვატიის ნაკრები.
x.x
20 ნოემბერი 2019 17:20
1
თავში აუვარდა.თავის დროზე დინამო არც იკადრებდა თქვენთან თამაშს. მოვა დრო, დადგება ჩვენი ქვეყანა ფეხზე და მართლა დაგახევთ თავზე ბურთს.
თენგაბი
20 ნოემბერი 2019 16:05
2
გავიდენ ევროპაზე და აი ჩვენი ბიჭევი ხოდზე იყვნენ სუ ყველა და გაჩვენებთ ვინაა ძლიერი და ვინაა სუსტი.ჩაკვეტაძე ყოფილიყო დაგახევდით ბურთს თავზე
nikusha
20 ნოემბერი 2019 14:50
13
ზლატან სიმართლეს გეტყვი:ჩვენი ნაკრები ნამდვილად არაა ძლიერი გუნდი,როგორც ხორვატია,მაგრამ შენ იმან გაგაწიწმატა პირველი გოლი,რომ გაგიტანეთ და ბოლო 10 წუთი თავზე გაჯექით,არა და ამ ათ წუთში შესაძლებელი იყო გოლის გატანა,რაღაც მანქანებით გადარჩით,ისე თუ არ ვცდები ადრე თქვენ ნაქებ მაღალმწვერვალზე მყოფ გუნდს თბილისში დავადეთ და კუდამოძუებული გაგიშვით,ალბათ ესეც გახსოვდათ და მიტომ გაწიწმატებულმა ზემოდან დაგვიწყე ყურება და ყვედრება,თქვენი ნათქვამი ჩვენი ნაკრების მიმართ ასე ითარგმნება:თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართ აწი თავსაც არ გაგიყადრებთო,ზლატკო თუ არ გინდა ნუ გინდა,ამ ჩემს ფეხებს,უბრალოდ სულ ხორვატიას ვგულშემატკრივობდი აწი კი თქვენ გუნდს საქართველოს მოძულე ქვეყნების სიაში ჩავრიცხავ,დავაი შენი მაღალმწვერვალზე მყოფი გუნდიანად.ეტყობა ვაჟკაცობის არაფერი გაგაჩნია.
ნიანია ბაკურიანი
20 ნოემბერი 2019 14:15
1
გავიდეთ ხვთისწყალობით ევროპის ჩემპიონატზე და შეგვახვედრა მერე ხორვატიას და მერე იქნნება ხორვატების დშნ-დნნ:) ვერიჩიტა:) განახებთ როგორი სუსტებიც ვართ:):):)
levan
20 ნოემბერი 2019 13:59
1
ესპანეთმა კი 6:0 მოუგო ხორვატიას 2018 წ.
nika
20 ნოემბერი 2019 13:56
1
ერთი რაღაც ვერ გავიგე. არ იცოდა საქართველოს ნაკრების ძალა და თამაშის მერე დაინახა რო სუსტები ვართ? თუ არ უნდოდა, ვინ აძალებდა, არ ეთამაშა.
გიორგი
20 ნოემბერი 2019 13:14
2
ბევრი ჩვენიანისთვის სათაყვანებელი ხორვატები ისე გვიყურებენ როგორც მეორე ხარისხოვან რაღაც წარმონაქმს, კონგლომერატს და ზოგადად ევროპული სოციუმის ძირითადი ნაწილი ესე ფიქრობს, მარტო ფეხბურთით არ იზომება ქვეყნის რაობა და მისი დანიშნულება სამყაროს წინაშე, მითუმეტეს ბალკანელი ამპარტავნებისგან და მით უმეტეს ხორვატებს არაფერი მნიშვნელოვანი ღირებული არ შეუქმნიათ, არ შეუთავაზებიათ სამყაროსთვის რომ ასე ზეაღმატებულის პოზიციიდან ელაპარაკონ ვინმეს, და თუნდაც ჩვენ ამ ფარჩაკი სულის მქონე მწვრთნელმა ხომ ალეგორიულად ის გვაგრძნობინა რომ უბრალოდ ფეხბურთში კი არა როგორც ქვეყანა "სად თქვენ და სად ჩვენო" რასაც რუსები უშვებოდა და მანამდე მონღოლები თუ ოსმალები ბებერი ევროპის მეძავ მენტალიტეტს ნაწილობრივ აქვთ ამ ქვეყნებს გამართლების უფლება, დღევანდელი ეპოქის "ცივილიზებულ დემოკრატ ევროპელებს" იდეა დაკარგულ ევროპას რასაც არაბები და ზანგები უშვებიან მათ ასულებს არამია მართლაც მათთვის, და ამ წიაღის წარმომადგენლებს თუ ვინმეზე რაიმე აქვთ წამოსაძახებელი მორალურ სიძვისდიაცად ქცეულ ევროპას რაიმე ეგეც სათქმელია.
Platonius
20 ნოემბერი 2019 13:02
1
მაგ ამპარტავნობის გამო გასდეს ბაირამ დუდუკში ჩვენმა ახალგაზრდებმა.
ანესთეზეოლოგი
20 ნოემბერი 2019 16:06
0
აი ბედი რომ გაქვს და თან გაგიმართლებს სწორედ რომ ხორვატიაზეა ნათქვამი. რასაც ქვია მაგარი თამაში ჯგუფში აჩვენეს არგენტინელებთან. ისიც რომ წაეგოთ მაინც გადიოდნენ ჯგუფიდან. მერვედფინალებიდან მოყოლებული ისეთი ბადე შეხვდათ, აქამდე არცერთ ნაკრებს არცერთ ტურნირზე რომ არ რგებია. ფქატიურად ფინალამდე ისე მივიდნენ სერიოზულ და მათზე ძლიერ მოწინააღმდეგეს არ შეხვედრიან. ხორვატიის ნაკრები მწვერვალი ნამდვილად არაა, არც ბელგიის და მითუმეტეს არც გერმანიის დონის. მაგრამ ყველაფერი ფაქტებით იზომება და გიწევს დაეთანხმო.
ანესთეზეოლოგი
20 ნოემბერი 2019 10:53
5
ეს კაცი, რატომღაც კაცი მეგონა! შესაბამისად ეს ნაკრებიც, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ წამიხდა შთაბეჭდილება მასზეც და მის ნაკრებზეც. ნუ ვხვდებით რომ სუსტები ვართ, მაგრამ ანალოგიურად ჩვენც გვინდა ძლიერებთან თამაში რომ განვითარდეთ, იყო დრო თვითონაც ასე ფორთხიალობდნენ და მოვა დრო, ჩვენ ნაკრებთანაც მოენატრება ან იოცნებებს თამაშს , სამუდამო დიდება არავის შეუნარჩუნებია ჯერ. აგერ ხართ თქვენ და აგერ მეც!
გიორგი
20 ნოემბერი 2019 10:47
6
დალიჩი ჩვენთვის მწარე სიმართლეს კი ამბობს, მაგრამ ასეთი ქედმაღლობა მას ღირსებებს უკარგავს!
მაგას დაავიწყდა, ერთა ლიგაზე ესპანეთმა 6-0 რომ გააფარჩაკა?! ძლიერი რომ ხარ, არ ნიშნავს რომ ამით შენზე სუსტი დაამცირო - თუ არადა, ხვალ შესაძლოა შენც მოგივიდეს ჩავარდნა. ღირსეულ ადამიანებს მეტოქის დაფასებაც შეუძლიათ, ხოლო ამან ცხვირი ზემოთ აწია და თავში აუვარდა, ამიტომაც არაა გამორიცხული "ესპანური გაკვეთილები" კიდევ მიიღოს! ისე კი, მე ვისურვებდი რომ ევროზე გავიდეთ და ხორვატებს ჯგუფში შევხვდეთ, რათა მისი სიტყვები ვანანოთ (აქამდე ერთხელ უკვე ვანანეთ ქედმაღლობა, 2011-შიც თითქმის იგივეს ამბობდნენ როცა აქ ჩამოვიდნენ)
Fani
20 ნოემბერი 2019 16:53
0
როდის ფორთხიალობდა ხორვატია? ბობანი-პროსინეჩკი-შუკერის თაობა, რაკიტიჩ-მოდრიჩი-პერიშიჩის თაობამ ჩაანაცვლა. ფაქტიურად, წყვეტაც არ ჰქონიათ.
1234
20 ნოემბერი 2019 12:30
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული