მილან ბადელი: ამას საქართველოს ნაკრებისგან არ ველოდით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მოგებული ამხანაგური მატჩი (2:1) ხორვატთა ნახევარმცველმა მილან ბადელმა შეაფასა.

"მთავარია, გავიმარჯვეთ. საქართველოს ნაკრებისგან ამას არ ველოდით, რადგან იმაზე რთული მეტოქე აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. მძიმე შეხვედრა იყო, თუმცა დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ გვეგონა, უფრო ადვილად მოვიგებდით.

ამ წლით კმყოფილები ვართ. ევროპირველობის საგზური უპრობლემოდ მოვიპოვეთ და მიღწეული შედეგით შეგვიძლია ვიამაყოთ. ახლა ხანგრძლივი სანაკრებო პაუზა იქნება. კლუბებში სათანადოდ თამაში და ევრო 2020-ისთვის სათანადოდ მომზადება გვმართებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელები ვეტერანების შევიწროებას და გუნდში დამკვიდრებას ცდილობენ. კარგი თაობა მოდის და
გულშემატკივრებს ხორვატიული ფეხბურთის მომავლის გამო შეუძლიათ მშვიდად იყვნენ", - განუცხადა ბადელმა ფეხბურთის ფედერაციის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა მოკლე მეხსიერება გქონია მილან?! თბილისში რომ მინაშვილის გოლით წააგეთ აღარ გახსოვს
მინა
13:29 20-11-2019
1
ისე მართლა საღოლმართლა მაგარი ნაკრები ყავთ. დაიმკვიდრეს თავი მსოფლიო ფეხბურთში.
ddgfdf
05:36 20-11-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული