ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის? - "სოჭისთვის" პრიორიტეტული კანდიდატი არ არის

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "სოჭის" მწვრთნელი ალეკსანდრ ტოჩილინი გადააყენეს. გუნდი დროებით მის თანაშემწეს, რომან ბერეზოვსკის ჩააბარეს და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დაიწყო "მკითხაობა", ვის დანიშნავენ ამ პოსტზე.

ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დასახელდა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება.

აგრეთვე განიხილება დან პეტრესკუს, ვალერი კარპინის, დმიტრი ხოხლოვის და ყურბან ბერდიევის კანდიდატურები და მათგან ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია. ბერდიევმა "რუბინი" ზაფხულში დატოვა, მას შემდეგ უმუშევარია და championat-ის მტკიცებით, "სოჭისთან" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას. თუ მხარეები შეთანხმდნენ, ბერდიევი ნაახალწლევს
ჩაიბარებს გუნდს.

რაც შეეხება ვაისს, მან თქვა, რომ არ იცის, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
წავა ცუდია არ წავა კიდე უფრო ცუდი
შოკირებული გულშემატკივარი
16:50 21-11-2019
0
მაგას ნორმალური გუნდი არ წაიყვანს,აგერ ნახავთ თუ არა.ტიპი80 წლებშია ჩარჩენილი.მაგი რო შეცვლებს აკეთებს--ტყვილია,ბადალი არ ჰყავს ფეხბურთის ისტორიაში...
კახა ქ.
14:09 21-11-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული