ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომლის გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ფინალური მატჩები კი 31 მარტს ჩატარდება.

ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში მიიღებს, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებს ზრდის.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ფაქტი ერთია,რო დიდი უპირატესობა მივიღეთ,მაგრამ უეჭველი გასულები ვართ და ა.შ საუბარი არ იქნება მართალი. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაკეთებენ ბიჭები,რო 1981 განმეორდეს ქართველი ხალხისთვის,ყველაზე მეტად გვჭირდება ეს ჩვენ..
გოგა
22 ნოემბერი 2019 18:58
2
თუ კოსოვო გავიდა ფინალში, ნეიტრალურზე უნდა მოვითხოვოთ. არ უნდა ვუმასპინძლოთ. ამით სერბეთს ვაწყეინებთ. ეს იგივეა მათ რომ აფხაზეთს უმანსპინძლონ და ამით პრაქტიკულად აღიარონ. თუნდაც ვერ გავიდეთ, აფხაზეთი მეტია ვიდრე ფეხბურთი
პოლიტიკა ფეზბურთზე მეტია
22 ნოემბერი 2019 15:52
29
კოსოვოელი სპორტსმენები არაერთხელ ჩამოსულა, ასე რომ პრობლემა არაა.
კოსოვოსა და აფხაზეთს შორის დიდი განსხვავებაა. კოსოვო აღიარა მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა, ხოლო აფხაზეთი თითქმის არავინ.
1
22 ნოემბერი 2019 17:53
1
ალბათ უმეტესობა დაგეთანხმებით ამ აზრში. საინტერესოა UEFA-დან რა პასუხი მოყვება? მათი კენჭისყრის უგულველყოფა კი გამოგვივა, მარა ჩვენი მყარი არგუმენეტი გვაქს.
G.LA
22 ნოემბერი 2019 16:42
10
ყველა გამოხმაურება
არ ინერვიულოთ და გულს გაუფრთხილდით, ყველაფერი კარგად იქნება!!!
კარდეოლოგი
22 ნოემბერი 2019 15:57
0
აბა ჰე,აბა ჰო,ბრძოლა და კიდევ ბრძოლა,ფეხბურთის სპეციალისტებმა გააშუქონ თითოეული ნაკრების შესაძლო კანდიდატი ამ ოთხი თვის განმავლობაში.
ზას.
22 ნოემბერი 2019 19:07
0
ფედერაციას ვთხოვ თამაში დანიშნოს ჩვენთვის ოპტიმალურ დროს, მაგალითად 18 ან 19 საათზე და არავითარ შემთხვევაში 21 ან 22 საათზე,(ევროპელებისთვის სასურველი დრო) არ მივცეთ თავიდანვე უპირატესობა.
თბილისში გვიან დანიშნული თამაში ბევრი წავაგეთ,მე-2 ტაიმში ფაქტიურად გვძინავს.

ნიკ
22 ნოემბერი 2019 21:23
4
უკვე დანინულია ყველა თამაში 20:00 საათზე.
G.LA
22 ნოემბერი 2019 21:37
0
ხალხო, ძალიან მაინტერესებს და თან ვნერვიულობ - კოსოვო როგორ ჩამოვა ჩვენთან - ჩვენ ხომ კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არ ვაღიარებთ. ახლა მაგის გამო რომ ნეიტრალურ მოედანზე მოგვიწიოს თამაშმა, ვერ იქნება კარგი საქმე.
გიორგიპირველი
22 ნოემბერი 2019 16:30
7
გიორგი, არსებობს არაერთი პრეცედენტი რომ კოსოვოელი სპორტსმენები ჩამოდიან საქართველოში სხვადასხვა ოფიციალურ ტურნირებზე (ჭადრაკი, ჭიდაობა, ხელბურთი და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მათი მასპინძელი არის არა საქართველოს სახელმწიფო, არამედ ის სპორტული საერთაშორისო ფედერაცია, რომლის ეგიდითაც ტარდება შეჯიბრება. ასეთ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის სპეციალური განკარგულება გამოიცემა, რომლის მიხედვითაც უშვებენ კოსოვოელ სპორტსმენებს საქართველოში. ამავე დადგენილებაში ყოველთვის აღინიშნება, რომ მათი შემოსვლა და შეჯიბრში მონაწილეობა არ ნიშნავს რამენაირი ფორმით კოსოვოს აღიარებას საქართველოს მხრიდან
valderrama
22 ნოემბერი 2019 16:52
1
უპრობლემოდ ჩამოვა, ამაზე ჯერ კიდევ შარშან განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციამ. შემოვლენ გამონაკლისის სახით. ჩვენ მათ ჩვენივე ტერიტორიული პრობლემების გამო "ვერ" ვაღიარებთ და ეს ძალიან კარგად იციან არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც. თუ რომელიმე ქვეყანასთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაოფიციალური დონეზეც არ არსებობს გარკვეული კომუნიკაცია.
ანესთეზეოლოგი
22 ნოემბერი 2019 17:12
2
ერთ მუშტად შეკრული რომ დავრჩეთ თამაშების მერე ეგ იქნება ყველაზე დიდი სიხარული
მე რა მეშველება ემიგრაციაში ვარ 1ტვ უეჭველი დამბლოკავს
გიორგი გორგაძე
23 ნოემბერი 2019 00:54
1
ნუ იდარდებ ძამია,ჩვენ ვუქომაგებთ ეროვნულზე ჩვენს ნაკრებს.
ზას.
23 ნოემბერი 2019 10:25
0
თუ ძმა ხარ სად მოვიწონო, სად ვუყურო ცოტა კონკრეტულად აგვიხსენი მადლობელი დაგრჩებით:)
emigranti
23 ნოემბერი 2019 02:12
0
ყველა გამოხმაურება
რატომღაც მგონია მაკედონია შეგვხვდება ფინალში,თუმცა სულერთია არცერთი არაა გრანდი და თბილიში ორივეს მოვუგებთ. გამართლება ამას ქვია ორივე თამაშისთვის შინ მოვემზადებით და პლუს თუ მეტოქეები 120 წუთს ითმაშებენ პარალელურ შეხვედრას მთლად უკეთესი:)
ზუგდიდი
22 ნოემბერი 2019 18:51
2
აქამდე ჩაკვეტაძით მოვედით, ეს ფაქტია, ახლაც თუ ეს ვარსკვლავი არ გვეყოლება, შანსები მინიმალური იქნება... გვფარავდეს წმინდა გიორგი....
გიორგი 50
23 ნოემბერი 2019 12:33
3
ფიფამ გარიცხოს ბელარუსი და კოსოვო და ეგ არის რა სრული ბედნიერებისთვის და პირდაპირ დაგვსვას ევროპაზე :)
max
22 ნოემბერი 2019 16:03
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული