კახა ცხადაძე: მოვა დრო, როდესაც საქართველოს ნაკრებს დავუბრუნდები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაასრულა და ჯგუფში მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგო, ისიც გიბრალტართან.

Sportall.ge ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელ კახა ცხადაძეს დაუკავშირდა და შესარჩევი ციკლის შეფასება სთხოვა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა და თავისი საქციელი შემდეგნაირად ახსნა:

"ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება არასწორი იქნება. ვლადიმირ ვაისი ჩემ მერე მოვიდა და ამიტომ ვერ ვისაუბრებ...

არ მინდა, რომ მერე რაიმე სალაპარაკო გახდეს, თორემ ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, მაქვს. ციფრები ყველაფერს ამბობს...

საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთს ვუსურვებ,
რომ ბელარუსს მოუგოს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს".

ჩვენ კახა ცხადაძეს ასევე ვკითხეთ, თუ საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ვერ გავიდა, უნდა დატოვოს თუ არა ფედერაციამ ვაისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

"ეს ჩემპს კომპეტენციაში არ შედის. სფფ-ში დასხდებიან და შედეგებს გააანალიზებენ, გადაწყვეტილებას მიიღებენ".

ბოლოსკენ "ორდაბასის" ამჟამინდელ დამრიგებელს ვკითხეთ, დაბრუნდება თუ არა ეროვნულ ნაკრებში, თუ ის შეთავაზებას მიიღებს...

"მე ნაკრებში როდესაც მივედი, გუნდს უკვე 5 თამაში ჰქონდა ჩატარებული შესარჩევ ციკლში...
შემდეგი ციკლი ნაკრებს ჩემი ხელმძღვანელობით უნდა ეთამაშა და მე მარტო 6 თვით არ ვიყავი მოსული.

მინდოდა, რომ ნაკრებისთვის შედეგი მომეტანა, თუმცა არ დამცალდა. ალბათ, ოდესღაც მოვა ის დღე, როდესაც ეროვნულ ნაკრებს დავუბრუნდები, თუმცა ეს დღეს და ხვალ არ მოხდება.
მე რადგან ნაკრები ჩავიბარე, ე.ი. იქ მუშაობა მსურდა და მოვა დრო, როდესაც ამ სამუშაოს დავუბრუნდები", - აღნიშნა ცხადაძემ.

altეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

altლუკაშენკოს ულვაშებით დალოცვილი ვეტერანები - რა გუნდია საქართველოს მეტოქე ბელარუსის ნაკრები?

altვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის? - "სოჭისთვის" პრიორიტეტული კანდიდატი არ არის

altსად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ხორვატიასთან მატჩში

მკითხველის კომენტარები / 24 /
კაი ერთი:))
ქართველი
20:28 23-11-2019
1
შეიძლება ოდესღაც დაბრუნდეს ცხადაძე, ქეცბაია კიდე უფრო მეტად მჯერა რომ დაბრუნდეს, მაგრამ ეს როდის მოხდება კაცმა არ იცის, მე მგონია შემდეგი მსხვერპლი არველაძე იქნება ! ეს არის 2X2 =4 კი იძახის არ ვარ მზათ ნაკრებისთვისო, ჩემ თვაწინ , ყიფიანს, ჩივაძეს , გუცაევს და რავიცი ყველას გადაუარეს და მე რაღას მიზამენო , მაგრამ ზუსტად მგონია რო არ აცდება შოთის ნაკრების ჩაბარება , უახლოეს მომავალში, და რატომღაც ისიც მგონია რო მაგარი ნიჭიერი თაობაც დაემთხვევა მაგის პერიოდს, და თავის გამოცდილებით ,შეიძლება პირველად საქართველოში შეიქმნას უსერიოზულესი ნაკრები!!! (აბა ქეცბაიას დროს ნაკრებში ორი ფეხბურთელიც კი არ იყო საშუალო დონის)
Vasili
15:58 23-11-2019
1

სიახლეები პოპულარული