კახა ცხადაძე: მოვა დრო, როდესაც საქართველოს ნაკრებს დავუბრუნდები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაასრულა და ჯგუფში მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგო, ისიც გიბრალტართან.

Sportall.ge ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელ კახა ცხადაძეს დაუკავშირდა და შესარჩევი ციკლის შეფასება სთხოვა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა და თავისი საქციელი შემდეგნაირად ახსნა:

"ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება არასწორი იქნება. ვლადიმირ ვაისი ჩემ მერე მოვიდა და ამიტომ ვერ ვისაუბრებ...

არ მინდა, რომ მერე რაიმე სალაპარაკო გახდეს, თორემ ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, მაქვს. ციფრები ყველაფერს ამბობს...

საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთს ვუსურვებ,
რომ ბელარუსს მოუგოს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს".

ჩვენ კახა ცხადაძეს ასევე ვკითხეთ, თუ საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე ვერ გავიდა, უნდა დატოვოს თუ არა ფედერაციამ ვაისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

"ეს ჩემპს კომპეტენციაში არ შედის. სფფ-ში დასხდებიან და შედეგებს გააანალიზებენ, გადაწყვეტილებას მიიღებენ".

ბოლოსკენ "ორდაბასის" ამჟამინდელ დამრიგებელს ვკითხეთ, დაბრუნდება თუ არა ეროვნულ ნაკრებში, თუ ის შეთავაზებას მიიღებს...

"მე ნაკრებში როდესაც მივედი, გუნდს უკვე 5 თამაში ჰქონდა ჩატარებული შესარჩევ ციკლში...
შემდეგი ციკლი ნაკრებს ჩემი ხელმძღვანელობით უნდა ეთამაშა და მე მარტო 6 თვით არ ვიყავი მოსული.

მინდოდა, რომ ნაკრებისთვის შედეგი მომეტანა, თუმცა არ დამცალდა. ალბათ, ოდესღაც მოვა ის დღე, როდესაც ეროვნულ ნაკრებს დავუბრუნდები, თუმცა ეს დღეს და ხვალ არ მოხდება.
მე რადგან ნაკრები ჩავიბარე, ე.ი. იქ მუშაობა მსურდა და მოვა დრო, როდესაც ამ სამუშაოს დავუბრუნდები", - აღნიშნა ცხადაძემ.

altეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

altლუკაშენკოს ულვაშებით დალოცვილი ვეტერანები - რა გუნდია საქართველოს მეტოქე ბელარუსის ნაკრები?

altვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის? - "სოჭისთვის" პრიორიტეტული კანდიდატი არ არის

altსად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ხორვატიასთან მატჩში

მკითხველის კომენტარები / 24 /
კაი ერთი:))
ქართველი
23 ნოემბერი 2019 20:28
1
შეიძლება ოდესღაც დაბრუნდეს ცხადაძე, ქეცბაია კიდე უფრო მეტად მჯერა რომ დაბრუნდეს, მაგრამ ეს როდის მოხდება კაცმა არ იცის, მე მგონია შემდეგი მსხვერპლი არველაძე იქნება ! ეს არის 2X2 =4 კი იძახის არ ვარ მზათ ნაკრებისთვისო, ჩემ თვაწინ , ყიფიანს, ჩივაძეს , გუცაევს და რავიცი ყველას გადაუარეს და მე რაღას მიზამენო , მაგრამ ზუსტად მგონია რო არ აცდება შოთის ნაკრების ჩაბარება , უახლოეს მომავალში, და რატომღაც ისიც მგონია რო მაგარი ნიჭიერი თაობაც დაემთხვევა მაგის პერიოდს, და თავის გამოცდილებით ,შეიძლება პირველად საქართველოში შეიქმნას უსერიოზულესი ნაკრები!!! (აბა ქეცბაიას დროს ნაკრებში ორი ფეხბურთელიც კი არ იყო საშუალო დონის)
Vasili
23 ნოემბერი 2019 15:58
1
უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი გვჭირდება ნაკრებში მომავალში ვიდრე კახა, ახლა კი ყველაფერი უნდა გადავდოთ და ბიჭებს და ვაისს დავუდგეთ გვერდში რათა ისტორიული შედეგი მივიღოთ, ოღონდ წნეხის გარეშე!
სანდრო
23 ნოემბერი 2019 13:49
0
არაფერი ეშველება ქართულ ეხბერთს თუ მარტო ეგრედ წოდებულ ქარტულ ლიგაზე მოხდება მათი აღზრდა. ყველა ძალ ღონე უნდა იხმარონ რომ შეიქმნას კავკასიური ლიგა სადაც ითამაშებენ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდები. მაშინ კიდევ ექნება ინტერესი თამაშის ყურებას და ხარისხიც ამაღლდება!
პოლკოვ-ნიკი!!!
23 ნოემბერი 2019 12:39
3
მარტო თუ ბაჩანაც?
სისო
23 ნოემბერი 2019 12:07
2
100 % იანი ხარ ძმაო.
კომბლე-ს
23 ნოემბერი 2019 11:56
2
მე პირადად ამ კაცის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ იქნებ გამახსენოთ ვინმემ მის ყოფნაში ვის მოუგო ნაკრებმა?უსუსურ ესტონეთთან დიდი ანგარიშით წააგო,ერთი მატჩი რომელიც კარგად ითამაშა ეს იყო სტუმრად გერმანიასთან 1:2 წაგებულ მატჩში, მაგრამ კარგად თამაშით წაგებებით დავიღალეთ უკვე.მასეთი მატჩი ეხლაც ჩაატარა არანაკლებ ძლიერ შვეიცარიასთან.ასე რომ ვერც ეს მოწყვიტავს ციდან ვარსკვლავებს.მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში.
სიმართლე
23 ნოემბერი 2019 09:28
0
ჩემ ბავშვობაში ქუჩა მუდამ სავსე იყო ცხრაჯერ დაკერებულ ტყავის ბურთით და მუხლებ გადატყაულ, მაგრამ მაგარი ჟილკიანი პატარა ბიჭებით. აბა დღეს გახედეთ ქუჩას, მანქანის დასაყენებელი ადგილი, თუ არის???
აი ამაშია საქმე.
კ ო მ ბ ლ ე
23 ნოემბერი 2019 04:49
0
ვაისი რაც არ უნდა მოხდეს ერთა ლიგაში ყველა ვარიანტში უნდა წავიდეს და წავა კიდეც. ესეთი კუილა მწვრთნელი იშვიათია. ფეხბურთში ცოტა სითავხედეა საჭირო. უნდა წახვიდე მოგებაზე და არა ისე როგორც ეგ უწვება თავიდანვე
გიორგი გორგაძე
23 ნოემბერი 2019 01:07
11
ლაიქი მოგეცი მეგრამე მესამე არ მქონდა ჯერ წაკითხული. მესამეში არ გეთანხმები. რატომ, ახსნაც კი ზედმეტია. ინგლის და გერმანიასაც კი ლეგიონერები ჰყავს. ჰოლანდიანსა და ბელგიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. უმდიდრესი ბელგია-ჰოლანდია ვერ ახერხებენ თავის ფეხბურთელების საკუთარ ჩემპიონატში დატოვებას და ჩვენ გვინდა ველოსიპედის მოგონება? ქართულ ეკონომიკა მაგ დონის ინვესტორებს და ხელფასებს ვერასოდეს გაქაჩავს. აგერ რუსებს აქვთ ნავთობის ფული, არაბებსაც, მაგრამ ტოპ კლასის ფეხბურთელები არ ჩადიან მაინც... სისტემასთან და საფეხბურთის ისტორიასთან (რომელიც პორტუგალია, ბელგია, ჰოლანდიას ჩვენზე დიდი აქვს და არ შველით) ბრძოლა წყლის ნაყვაა
მესამეს გარდა
22 ნოემბერი 2019 18:57
2

სიახლეები პოპულარული