ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ერთა ლიგის ფინალზე: ნაკლებად მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ან ბელარუსთან სად ვითამაშებთ

AutoSharing Option
დღეს, ნიონში ჩატარებულ წილისყრაზე გაირკვა, რომ ერთა ლიგის ფინალს 31 მარტს საქართველო-ბელარუსის ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვებული უმასპინძლებს. მეორე წყვილის მატჩში ჩრდილოეთი მაკედონია კოსოვოს მასპინძლობს და რატომღაც ფავორიტად სტუმართა გუნდი მიიჩნევა.

თუმცა, ჩრდილომაკედონიელებმა ევროპირველობის საკვალიფიკაციოზე G ჯგუფში ურიგოდ ნამდვილად არ იასპარეზეს, 14 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს და მეორე პოზიციაზე გასულ ავსტრიას 5 ქულით ჩამორჩნენ; თანაც, ტურნირზე ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგეს, 2 წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

მაკედონიელთა ეროვნულ გუნდს 2015 წლიდან სათავეში იგორ ანგელოვსკი უდგას. 43 წლის სპეციალისტმა ფეხბურთის ფედერაციის საიტზე
კენჭისყრაზე გააკეთა კომენტარი.

"არ გაგვიმართლა, ფინალი საქართველოში ან ბელარუსში ჩატარდება, მაგრამ ჯერ ნახევარფინალზე ფიქრი გვმართებს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი კოსოვოსთან დაპირისპირებაა. მაქსიმალურად მომზადებულნი უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება ფინალს, ვფიქრობ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, სად ვითამაშებთ, მოტივაცია ძალიან დიდია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული