ვლადიმირ ვაისი ერთა ლიგის წილისყრაზე: ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შანსი მიიღო - 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საკუთარ მოედანზე ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, 31 მარტს ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს უმასპინძლებს. ეს დღეს ნიონში ჩატარებულ კენჭისყრაზე გაირკვა.

ამაზე უეფას "ტვიტერზე" კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული შესაძლებლობაა. ეს მომენტია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მისი ისტორია გადავწეროთ".

altეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

altევრო 2020-ის პლეი-ოფის ყველა წყვილი და მასპინძელი ცნობილია - ვინ

ვის ხვდება ერთა ლიგიდან

 

altბელორუსის ნაკრების მწვრთნელი: ჩემ გადაყენებას ითხოვენ? - ამაში მსოფლიოს ჩემპიონები ვართ

 

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ერთა ლიგის ფინალზე: ნაკლებად მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ან ბელარუსთან სად ვითამაშებთ

მკითხველის კომენტარები / 10 /
მე არ მეგულება დედამიწის ზურგზე ვინმე,ვისაც ჩემზე უფრო არ მოსწონდეს ვაისი,ამას ყველა კომენტარში ავღნიშნავ,მაგრამ ეხლა როცა 4თვეა დარჩენილი არ მიმაჩნია მისი გადაყენება სწორი.ასე რომ უნდა დაუდგეთ გვერდში ნაკრებს.მაგრამ იქნებ რამე მექანიზმი შევიმუშაოთ,რომ არ ქონდეს ნაკრებში გამოძახების დროს სრული კარტბლანში,აღზრდა ვხედავთ მის გემოვნებაზე და სულელური გადაწყვეტილებებს.საშა,ვოვა,რეზო იქნებ რაღაცით დავახმაროთ ამ გამო......ყველანი ნაკრების გვერდით!ასეთი ლოზუნგით დავდგეთ გვერდზე ბიჭებს.ოღონდ ზომიერად,რომ დათვური სამსახური არ გაუწიოთ,ეს მასმედიას ეხება უფრო.მე კი ვიწყებ ჩამოსასვლელი ბილეთის ძებნას საიტზე.მხოლოდ გამარჯვება ბიჭებო!!!
კახა ქ.
14:49 23-11-2019
3
ერთი რამე გაითვალისწინოს ყველამ!!! არცერთი პესიმისტური კომენტარი ჩვენი ნაკრების მიმართ!!! ჩვენს ნაკრებს ახლა უნდა გვერდში დგომა!!! ერთად უნდა ავიხდინოთ სანუკვარი ოცნება!!!
zura
09:15 23-11-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული