ალექსანდრე იაშვილი: ძალიან ვნერვიულობდით - ვხვდებით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევრო 2020-ზე თამაში

AutoSharing Option
22 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შტაბ-ბინაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დაესწრნენ.

კენჭისყრა იაშვილმა შეაფასა:"ყველა ქვეყანას სურს, რომ ფინალი საკუთარ სტადიონზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშოს, აქედან გამომდინარე, ძალიან ვნერვიულობდით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა და ვხვდებით, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევრო 2020-ზე თამაში.

ეს თითოეული ქართველის ოცნება და
მიზანია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვკონცენტრირდეთ და იქ წარმატების შემთხვევაში უკვე შეგვეძლება ფინალზე ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ვკონცენტრირდებით ნახევარფინალზე და დიდი იმედით ველოდებით ამ შეხვედრას".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

altეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

altვლადიმირ ვაისი ერთა ლიგის წილისყრაზე: ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ერთა ლიგის ფინალზე: ნაკლებად მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ან ბელარუსთან სად ვითამაშებთ

altბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: ევროპირველობაზე ჩვენი გასვლა დიდი, დიდი დღესასწაული იქნება

altკოსოვარები უკვე ევროპირველობაზე ფიქრობენ

მკითხველის კომენტარები / 8 /
დანარჩენი ევროები,მანამდე არ იყო მნიშვნელოვანი?
საღი აზრი
27 ნოემბერი 2019 14:44
0
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს! თუ გსურთ რომ მომავალ წელს არჩევნები მოიგოთ, უნდა დახარჯოთ ყველა რესურსი, რათა ერმა ამ ორ თამაშში გამარჯვებით მიიღოს ბედნიერების ჰორმონი, რიტაც თქვენი დარჩენის სურვილი კვლავ ექნება! თუ წავაგებთ, დამიჯრერეთ, ფსიქოლოგიურად ეს ქვეყანას საბოლოოდ გაანადგურებს!
ვაჟა
25 ნოემბერი 2019 11:36
0
ჩემი აზრი: -ამ ფეხბურთში მოჩალიჩეებს, ვითომ ფეხბურთის დიდ ზნატოკებს,(უკანალიზაციო ზუგდიდის სტადიონი რომ შეეტენათ, სწორედ იმათ...ღმერთო, რა კრეტინი უნდა იყო...) ბალორუსის ნაკრები დედას უტირებს...მერე იცინონ და იხითხითონ.გაიხსენონ რა მუხანათურად გაანთავისუფლეს ცხადაძე, აქაოდა დიდი ხელფასი აქვსო... თქვენ რამდენი გაქვთ არამზადებო. უმაქნისებო, ალბათ, კაპიკები...ხომ მოკალით ფეხბურთი... ჯენტლმენებო, საცოდავი ქართულო ფეხბურთი ვის ხელშია ამას მხოლოდ იაშვილის ღიმილში ამოვიკითხავთ....პატარკაცს ჰგონია, რომ, რაღაი თამაშები თბილისშია მოიგებენ და ვინ მოიგებს, ვინ არის მომგები, არ იკითხავთ? რასაკვრველია ფეხბურთთან დაახლოებული შემდეგი არსებები:- გამგებელი ჯამარაული (ვაი ჩვენ პატრონს), ვაისი, კობიაშვილი, კალაძე, ყაველაშვილი და თავად იაშვილი, ალაჰ, მათია ქვეყანა, გულაობენ ბიჭუნიები ჯერ-ჯერობით, ფეხბურთშიც არიან მერიაშიც, დეპუტატებიც არიან, მოკლედ სად არ არიან, ეგ არის არსად ვარგიან...თავზე დაგახევენ ბურთს ბიჭებო, პირველივე მატში ბატიას ლოცვა-კურთხევით ბელორუსები და მერე, ჰაიდა, სტადიონიოდან, გაასწარით მაყურებელს...
magarski
24 ნოემბერი 2019 00:06
4
გავსულვართ აქამდე?!! აბა რა იცი რას ნიშნავს ქვეყნისთვის! არ იცით არა!!!!! სიტყვების რახარუხს მორჩით!
ara
23 ნოემბერი 2019 12:18
13
ზუსტად იმ ადამიანმა იცის რა ფასი აქვს თბილ სახლს,ვისაც ის არ აქვს.ვინც ფუფუნებაში გაზრდილია ის არაფრად ჩააგდებს თბილ სახლს.ასე,რომ ჩვენ ვიცით რა ფასი აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი იმედი გვაქვს,რომ მიზანსაც მივაღწევთ.
ღმერთის წყალობით
23 ნოემბერი 2019 23:07
1
ვინმე დარჩა ფედერაციაში კენჭისყრას რომ არ დაესწრო? 1 და 2 კაცი ამბავს ვერ ჩამოიტანდა ხო?
არ არის სწორი ამდენი ხალხის მივლინებაში ამდენი ფულის ხარჯვა კლუბებს საჭმლის ფული როცა არ ააქვთ! მე ასე ვფიქრობ!
Irakli
23 ნოემბერი 2019 11:03
16
ინფორმაციას მედიიდან და ინტერნეტიდანაც გავიგებდით და მაგ ლოგიკით არავინ არ უნდა წასულიყო საერთოდ :-) მოკლედ არაა ეს დემოკრატია ჩვენი საქმე რა,ისევ ის წითლები უნდა დაბრუნდნენ,რომ მათრახი გადაგვიჭირონ,თორემ ყველა პროფესორია და სხვის საქმეში ბრძენი და ცხვირებსაც ჰყოფენ :-)
საზოგადოება
24 ნოემბერი 2019 00:12
0
ვინ ამდენი ხალხი? მათ თანამდებობებს გადახედე, ეგენი თუ არა სხვა ვინღა უნდა იყოს, არ გეთანხმები ჩემო მეგობარო
გიორგი კაჭკაჭიშვილი
23 ნოემბერი 2019 23:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული