ალექსანდრე იაშვილი: ძალიან ვნერვიულობდით - ვხვდებით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევრო 2020-ზე თამაში

AutoSharing Option
22 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შტაბ-ბინაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დაესწრნენ.

კენჭისყრა იაშვილმა შეაფასა:"ყველა ქვეყანას სურს, რომ ფინალი საკუთარ სტადიონზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშოს, აქედან გამომდინარე, ძალიან ვნერვიულობდით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა და ვხვდებით, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევრო 2020-ზე თამაში.

ეს თითოეული ქართველის ოცნება და
მიზანია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვკონცენტრირდეთ და იქ წარმატების შემთხვევაში უკვე შეგვეძლება ფინალზე ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ვკონცენტრირდებით ნახევარფინალზე და დიდი იმედით ველოდებით ამ შეხვედრას".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

altეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

altვლადიმირ ვაისი ერთა ლიგის წილისყრაზე: ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ერთა ლიგის ფინალზე: ნაკლებად მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ან ბელარუსთან სად ვითამაშებთ

altბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: ევროპირველობაზე ჩვენი გასვლა დიდი, დიდი დღესასწაული იქნება

altკოსოვარები უკვე ევროპირველობაზე ფიქრობენ

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინმე დარჩა ფედერაციაში კენჭისყრას რომ არ დაესწრო? 1 და 2 კაცი ამბავს ვერ ჩამოიტანდა ხო?
არ არის სწორი ამდენი ხალხის მივლინებაში ამდენი ფულის ხარჯვა კლუბებს საჭმლის ფული როცა არ ააქვთ! მე ასე ვფიქრობ!
Irakli
11:03 23-11-2019
16
გავსულვართ აქამდე?!! აბა რა იცი რას ნიშნავს ქვეყნისთვის! არ იცით არა!!!!! სიტყვების რახარუხს მორჩით!
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული