pressball.by: ბათუმის სტადიონის პრემიერა ბელარუსის ნაკრების მატჩზე შედგება?

AutoSharing Option
ბელარუსულმა pressball.by-მ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე გამოაქვეყნა წერილი და აღნიშნა, რომ შეიძლება ბათუმში გაიმართოს.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება გარდაუვალია, მაგრამ ჯერ უცნობია, სად ჩატარდება მატჩი. გთვაზობთ წერილის შემოკლებულ ვარიანტს.

შავიზღვისპირულ ბათუმში სტადიონი შენდება, რომელსაც მატჩის მასპინძლობა შეუძლია

ნახევარფინალის საგზური ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოვიპოვეთ, სადაც ჩვენი მეტოქეები სან-მარინო, ლუქსემბურგი და მოლდოვა იყვნენ. პარალელურ კვარტეტში ქართველებმა ყაზახეთთან, ლატვიასთან და ანდორასთან იმარჯვეს. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენზე მეტი ქულა დააგროვეს და მასპინძლობის უფლება მოიპოვეს.

შეხვედრის
ჩატარების ადგილად თბილისია მითითებული, თუმცა ცალსახად ამის მტკიცება არ შეიძლება, რადგან ბორის პაიჭაძის სახელობის არენას ალტერნატივა გამოუჩნდა და ძველ სტადიონს კონკურენციის გამოცდა მოუწევს.

სად, თუ არა თბილისში?
ოდითგანვე ყველა მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოში სწორედ ამ არენაზე ტარდებოდა, რომელიც ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის სახელს ატარებს. მიზეზი რამდენიმეა: ლოგისტიკა, ადგილმდებარეობა და ტევადობა (55 ათასი). მისი "უახლოესი მდევარი" არენა, რომელიც მეორე გამოჩენილი საბჭოთა ფორვარდის, მიხეილ მესხის სახელობისაა, ორჯერ ნაკლებ მაყურებელს (24 700) იტევს.

საქართველოს ნაკრები სხვა ქალაქებშიც თამაშობს ხოლმე. მაგალითად, ორი წლის წინ ამხანაგურ მატჩში ჩვენს ნაკრებს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის არენამ უმასპინძლა. მაშინ გუნდები დაზავდნენ - 2:2.

მალე მწყობრში ჩადგება კიდევ ერთი არენა, რომელსაც მაღალი დონის მატჩების მასპინძლობა შეეძლება. თანაც, მხოლოდ საფეხბურთო დანიშნულების. ეს სტადიონი წმინდა საფეხბურთოა და ამაში მდგომარეობს მისი უპირატესობა. ბათუმის "დინამომ", როგორც მინიმუმ, უკვე გაინაღდა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა და ამ ლამაზ სტადიონზე ითამაშებს.

მოასწრებენ კი?
ობიექტი დაგეგმილზე ადრე ჩადგება მწყობრში, ბელარუსთან შეხვედრა კი მარტშია დანიშნული. არენის საპროექტო გეგმა 30 მილიონი დოლარიდან 100 მილიონამდე გაიზარდა. სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. სამშენებლო კომპანია "სტადიონი" იუწყება, რომ ნაგებობა ექსლუატაციაში იანვარში ჩადგება.

ოთხვარსკვლავიანი
თავიდან, 2012 წელს, დაგეგმილი იყო 35-ათასიანი არენის აგება, მაგრამ ის 20-ათასიანი იქნება და საქართველოს მომავალი წლის დასაწყისში უეფას სერტიფიკატის მქონე მეორე სტადიონი ექნება - ოთხვარსკვლავიანთა კატეგორიისა. ე.ი. ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენთან.

ამა წლის ოქტომბერში უეფას წარმომადგენლებმა მინსკის "დინამოს" სტადიონს მაქსიმალური, მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ნებისმიერი რანგის შეხვედრის მასპინძლობის უფლება აქვს.

ბათუმის არენის წმინდა საფეხბურთო დანიშნულებაზე ავჩქარდით. აქ კონცერტებიც გაიმართება, მაგრამ რადგან ის სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხებით შენდება, ფეხბურთი პრიორიტეტული იქნება...

...დიდი ფეხბურთისთვის, რომელსაც ძალიან მალე ბათუმში ვიხილავთ. პრემიერა ბელარუსის ნაკრების თამაშზე შედგება?

მკითხველის კომენტარები / 28 /
ამ კონკრეტული მატჩისთვის ეროვული სტადიონის ალტერნატივა როგორ არის ბათუმის სტადიონი, ელემენტარული ანგარიში საერთოდ არ იცით 20 000 მეტია თუ 54 000, თუ მეტი საქმე არა გაქვთ გულშემატკივრების ნერვებზე თამაშის გარდა ?!
!!!!!
29 ნოემბერი 2019 13:58
3
ბათუმში არა ქობულეთში
Buxrika
29 ნოემბერი 2019 09:44
6
ბათუმში ეს თამაში(საქართველო-ბელორუსი) ვერცერთ ვარიანტში ვერ გაიმართება იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მაგ დროისთვის სტადიონი ბოლომდე დასრულებული არ იქნება და შესაბამისად ჩაბარებული ვერ იქნება, ეს თამაში ყოველ მიზეზ გარეშე თბილიშში ეროვნულზე ჩატარდება!
ისე მე ის უფრო მაინტერესებს რა ანგარიშით მოვიგებთ ამ თამაშს,ამას მოვახერხებთ ძირითად დროში,დამატებითში თუ პენალტების სერიაში?
გუბაზი
29 ნოემბერი 2019 16:00
1
სამივეში
aslan
29 ნოემბერი 2019 16:56
0
და კიდევ "კი" და "მეტი" თუ დაჯდება? ;)
გელა
29 ნოემბერი 2019 18:13
2
ყველა გამოხმაურება
ჯერ ვაისი არ გვეყოფა ეხლა ნეიტრალური სტადიონი.ფედერაცია დაგვცინის თუ რა ხდება?
ნიკო
29 ნოემბერი 2019 11:30
22
თქვენი აზრეით ბათუმის სტადიონი საქართველოს ნაკრებისთვის ნეიტრალურია?
პეტრეკუპრი
29 ნოემბერი 2019 14:56
1
სკოლაში დაწყებით კლასებშიც არ გისწავლიათ, ანგარიში საერთოდ არ იცით რომელ სტადიონზე რამდენი გულშემატკივარი ეტევა, თუ მეტი საქმე არ გაქვთ ღადაობაზე ხართ გადასული?!
?!
29 ნოემბერი 2019 14:00
1
სადაც გინდათ იქ ჩაატარეთ ეგ თამაში,მაგას რა მნიშვნელობა აქვს,იმ ფეხბურთით რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს არსად გასვლის მინიმალური შანსიც კი არ არსებობს...გიბრალტართან მოგებული თამაშის მნახველებს გგონიათ ბელორუსს ან კოსოვო -მაკედონიას დავამარცხებთ...არა ოცნებას კაცი არ მოუკლავს.ისე რაც საქარველოს ნაკრებს მსოფლიოს და ევროპის შესარჩევებში გუნდები ყოლია ეს ყველაზე ცუდი და არშემდგარი გუნდია და სასაცილო იქნება ესენი რომ გავიდნენ ევროპაზე,ფეხბურთით ვერ მოვხვდით და ანტიფეხბურთით მოვხვდეთ ევრო2020-ზე.
ლადო
29 ნოემბერი 2019 16:49
13
სტადიონის ფასი გადაჭარბებულია, იყო 105 მლნ.ლარი და კურსის ცვლის გამო, იმიტომ რომ ძირითადი მასალები (სკამები, შიდა მოწყობითი ტექნკა და ა.შ., მოდის უცხოეთიდან) ავიდა 155,ლნ.ლარზე
DAVE
29 ნოემბერი 2019 11:59
0
2018 წლის 21 იანვრის მონაცემებით,სტადიონის ფასი 99,45 მილიონი კარი უნდა დამჯდარიყო,ბელორუს ჟურნალისტებს,ალბათ ლარის დოლარისაგან გარჩევა შეეშალათ.მე კი სტატიის მონაცემებს ვენდე.ფასის 50 პროცენტით ზრდაც ძალიან ბევრი მეჩვენება,თუმცა სამმაგი ზრდა მაინც არ არის და ფასებმაც ამ პერიოდში,რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად მოიმატა.
სოსო
29 ნოემბერი 2019 14:47
1
არანაირად თბილისში არ უნდა გაიმართოს თამაშები, განსაკუთრებით ბელორუსთან.წაგების შემთხვევაში უკმაყოფილო მაყურებელი 55 000 კაცი, ამას დამატებული ტელემაყურებელი მიადგება ფედერაციას და პარლამენტს კობიაშვილის სალანძღავათ... ბათუმი პატარა, 20 000 მაყურებელი, რომც უარყოფითათ დაიმუხტონ ვერავის მიადგებიან იქ საპროტესტოდ...
ოცნება
29 ნოემბერი 2019 18:33
19
შეიძლება, თუ 100%-ით დარწმუნებული ვიქნებით გამარჯვებაში, რომ ფინალი თბილისში ჩატარდეს. ეს კი ძნელია.
100%
29 ნოემბერი 2019 11:06
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული