![](https://sportall.ge/pictures/image31/08e156227531b55ecff3db5c0cd2cf67.png)
26 მარტს საქართველოს ნაკრები თბილისში ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თბილისში კიდევ ერთი რამ შეიძლება მოხდეს.
კერძოდ, საუბარია საქართველო-ბელარუსის მატჩზე VAR-ის (Video assistant referee) გამოყენებაზე, რომელიც თითქმის ყველა წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატში დაინერგა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ვიდეოგამეორების სისტემას გამოიყენებენ.
ჩვენი ინფორმაციით, უეფა პლეი-ოფის ყველა თამაშზე VAR-ის გამოყენებას გეგმავს, რათა მსაჯების შეცდომები თავიდან აიცილოს.