pressball.by: ბათუმის სტადიონის პრემიერა ბელარუსის ნაკრების მატჩზე შედგება?

AutoSharing Option
ბელარუსულმა pressball.by-მ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე გამოაქვეყნა წერილი და აღნიშნა, რომ შეიძლება ბათუმში გაიმართოს.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება გარდაუვალია, მაგრამ ჯერ უცნობია, სად ჩატარდება მატჩი. გთვაზობთ წერილის შემოკლებულ ვარიანტს.

შავიზღვისპირულ ბათუმში სტადიონი შენდება, რომელსაც მატჩის მასპინძლობა შეუძლია

ნახევარფინალის საგზური ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოვიპოვეთ, სადაც ჩვენი მეტოქეები სან-მარინო, ლუქსემბურგი და მოლდოვა იყვნენ. პარალელურ კვარტეტში ქართველებმა ყაზახეთთან, ლატვიასთან და ანდორასთან იმარჯვეს. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენზე მეტი ქულა დააგროვეს და მასპინძლობის უფლება მოიპოვეს.

შეხვედრის
ჩატარების ადგილად თბილისია მითითებული, თუმცა ცალსახად ამის მტკიცება არ შეიძლება, რადგან ბორის პაიჭაძის სახელობის არენას ალტერნატივა გამოუჩნდა და ძველ სტადიონს კონკურენციის გამოცდა მოუწევს.

სად, თუ არა თბილისში?
ოდითგანვე ყველა მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოში სწორედ ამ არენაზე ტარდებოდა, რომელიც ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის სახელს ატარებს. მიზეზი რამდენიმეა: ლოგისტიკა, ადგილმდებარეობა და ტევადობა (55 ათასი). მისი "უახლოესი მდევარი" არენა, რომელიც მეორე გამოჩენილი საბჭოთა ფორვარდის, მიხეილ მესხის სახელობისაა, ორჯერ ნაკლებ მაყურებელს (24 700) იტევს.

საქართველოს ნაკრები სხვა ქალაქებშიც თამაშობს ხოლმე. მაგალითად, ორი წლის წინ ამხანაგურ მატჩში ჩვენს ნაკრებს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის არენამ უმასპინძლა. მაშინ გუნდები დაზავდნენ - 2:2.

მალე მწყობრში ჩადგება კიდევ ერთი არენა, რომელსაც მაღალი დონის მატჩების მასპინძლობა შეეძლება. თანაც, მხოლოდ საფეხბურთო დანიშნულების. ეს სტადიონი წმინდა საფეხბურთოა და ამაში მდგომარეობს მისი უპირატესობა. ბათუმის "დინამომ", როგორც მინიმუმ, უკვე გაინაღდა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა და ამ ლამაზ სტადიონზე ითამაშებს.

მოასწრებენ კი?
ობიექტი დაგეგმილზე ადრე ჩადგება მწყობრში, ბელარუსთან შეხვედრა კი მარტშია დანიშნული. არენის საპროექტო გეგმა 30 მილიონი დოლარიდან 100 მილიონამდე გაიზარდა. სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. სამშენებლო კომპანია "სტადიონი" იუწყება, რომ ნაგებობა ექსლუატაციაში იანვარში ჩადგება.

ოთხვარსკვლავიანი
თავიდან, 2012 წელს, დაგეგმილი იყო 35-ათასიანი არენის აგება, მაგრამ ის 20-ათასიანი იქნება და საქართველოს მომავალი წლის დასაწყისში უეფას სერტიფიკატის მქონე მეორე სტადიონი ექნება - ოთხვარსკვლავიანთა კატეგორიისა. ე.ი. ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენთან.

ამა წლის ოქტომბერში უეფას წარმომადგენლებმა მინსკის "დინამოს" სტადიონს მაქსიმალური, მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ნებისმიერი რანგის შეხვედრის მასპინძლობის უფლება აქვს.

ბათუმის არენის წმინდა საფეხბურთო დანიშნულებაზე ავჩქარდით. აქ კონცერტებიც გაიმართება, მაგრამ რადგან ის სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხებით შენდება, ფეხბურთი პრიორიტეტული იქნება...

...დიდი ფეხბურთისთვის, რომელსაც ძალიან მალე ბათუმში ვიხილავთ. პრემიერა ბელარუსის ნაკრების თამაშზე შედგება?

მკითხველის კომენტარები / 28 /
რა გინდათ? ასეთი ისტორიული თამაში ისეთ მოედანზე უნდს ჩაატაროდ ნაკრებს რომ არ უთამაშია? მოუსინჯავი მინდორი,ცდილობთ ნეიტრალური მოედნის ეფექტი შეუქმნად ჩვენს ისედაც დაბნეულ ნაკრებს? შედეგზე კობიაშვილია პასუხისმგებელი?
ზურა
29 ნოემბერი 2019 08:21
3
ეს ბელორუსული მედიის წერილია,ზურა.ჩვენმა ფედერაციამ კი მხოლოდ ხალხის აზრი მოსინჯა და აჭარელებს კოჭი გაუგორა.ამ წერილში მე ის უფრო მომხვდა ცუდად თვალში,რომ სტადიონს სახელმჭიფო აშენებს,მისი საწყისი ღირებულება,30 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო,საბოლოო ფასი კი 100 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.სამშენებლო ფირმამ ტენდერში გაიმარჯვა,შემდეგ კი ღირებულება,სამჯერ და კიდევ მეტჯერ გაზარდა.ალბათ სხვა ფირმები,ვინც დამარცხდა,ან შეზღუდული საწყისი ფასის გამო,ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო,გაცილებით უფრო უკეთეს სტადიონს აგვიშენებდნენ ამ ფასში.ერთი სიტყვით მშვენიერი აფიორა გაკეთდა და მრავალი ადამიანი, კარგად იხეირებს სახელმწიფოს ფულით.ერთი სიტყვით,მთავრობები მიდიან და მოდიან,მადა კი ყველას უცვლელი და თანაც დიდებული აქვს. ისე ,კიდევ ველოდები,რომ ფასი მოიმატებს.
სოსო
29 ნოემბერი 2019 10:33
9
მაგათ უკვე კაი ხანია დაკარგეს ხალხის ნდობა ეხლა ვითომ უნდათ საქმის მკეთებლების სახე დაგვანახონ
ვახო
29 ნოემბერი 2019 12:38
1
ეს ისეთი თამაშია, თვითონ ბათუმელბმაც კი უნდა თქვან, რომ თბილისში ჩატარდეს.
QT
29 ნოემბერი 2019 10:52
1
სისულელე იქნება სტადიონის გახსნა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშით, ჯერ ერთი ამ თამაშს საზეიმოდ კი არა სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, მერე მეორე გაცილებით უკეთესი იქნება მეტოქეზე 55 ათასმა მაყურებელმა მოახდინოს ზეწოლა ვიდრე 20 ათასმა და მესამე და მთავარი სტადიონის გახსნითი მატჩები რატომღაც უჭირთ მასპინძლებს და არაა საჭირო გუნდზე ზედმეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა.
Kkk
29 ნოემბერი 2019 18:40
1
ნიკო-ს
მიუხედავად იმისა რომ ქობულეთელი ვარ და ბათუმში ამ მატჩის ჩატარება უფრო მისაღები უნდა იყოს ჩემთვის,წარმოიდგინეთ და წინააღმდეგი ვარ,ბევრი მიზეზის გამო,თუნდაც იმიტომ რომ დინამო არენა 3 ჯერ მეტ ადამიანს იტევს,ვიდრე ბათუმის ახალი სტადიონი დაიტევს და ეს მატჩიც აუცილებლად თბილისში უნდა ჩატარდეს,ამაზე ორი აზრი არ არსებობს.ეს ერთი საკითხი,ეხლა მეორე: ბატონო ჩემო,იქნებ ახსნათ თუ ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარებაში რას გულისხმობთ? იქნებ ბათუმი არ მიგაჩნია ქართულ ქალაქად თუ მე გავიგე ნეტა არასწორად?იქნებ გამცეთ პასუხი.
ქობულეთელი
29 ნოემბერი 2019 14:03
1
არა რა ბათუმს შემოვლოს ჩემი თავი მაგრამ ეს თამაში თბილსში უნდა ჩატარდეს 55 ათასი იქნება გარანტირებული სად ეხლა ამ მასის ყიჟინა რო დასცემს ბელორუსს და სად 20 ათასის გარდა კიდევ სხვა ფაქტორისა იმის რომ ჩვენი ბიჭები დინამოს მოედანს აღიქვამენ როგორც საკუთარი ოთახის იატაკს ესეც გასათვალისწინებელია ამ მართლაც საუკუნის მატჩში.
zurabi
29 ნოემბერი 2019 11:00
0
ყველა ვარიანტში თბილისში უნდა შედგეს, ახალ სტადინს ჩვენებიც მიუჩვევლები იქნებიან, სჯობს კარგად ნაცნობი დინამო გამოვიყენოთ, ბათუმში სხვა თამაში ჩატარდეს..
zviads
29 ნოემბერი 2019 19:48
1
ჰე, იქნებ ისე ქნათ, რომ ჩვენმა ნაკრებმაც სტუმრად იგრძნოს თავი! კი არ გამიკვირდება თქვენგან...
გელა
29 ნოემბერი 2019 10:26
4
ფედერაცია ხომ არ ურევს? მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე(აღარ ჩამოვთვლი), ორივე მატჩი თბილისში, ეროვნულზე უნდა ჩატარდეს!
zaza
29 ნოემბერი 2019 15:32
3
შემოგდებულ ჩორტზე რო ამდენი ვაი ვიში ატყდება სინამდვილეში რო ეს მოხდეს ხო საერთოდ დაიმხობენ თავზე ყველაფერს ჩვენთან დდ თბილისშია თამაში რვაზე და მიბრძანდით სტადიონზე რათუნდა ამდენი ალიაქოთის ატეხვა ეს ერთი და მეორე ვაისი რა შუაშია ამ თემასთან საერთოდ ბიჭო ეს დედაფეთქებული მეშახტეებს ეთამაშები შენ მოედანზე და კიდე გეშინია და ყუყუნებ მაშვინ რაღა გინდა ევროპაზე რო მიდიხარ იქ რა ფარერები და სანმარინო დაგხვდება ამაზე სუსტი აღარაა ბაბა ევროპაში ფსკერია ეგ ევროპული ფეხბურთის ფსკერი და კიდე იმ ბერძენმა თავის მადლიანი ხელით პურს მარილიც მოაყარა და მეტი რა გინდა.წარმომიდგენია პირიქით რო ყოფილიყო ფინალი რა ტრაურში ვიქნებოდით და უიმედობაში.ჩვენი გუნდის ავან ჩავანი ხო ყველამ ვიცით უეჭველი წავაგებდით გასვლას ნებისმიერ მეტოქესთან. ხოდა შევირგოთ ბიძია ღმერთის და ხარისტეასის ხელით მოცემული შანსი ნუ დავთარსავთ ნაკრებს.
zaza
29 ნოემბერი 2019 13:40
0
როგორ შეიძლება ასეთი საპასუხისმგებლო მატჩის ჩატარება ფეხბურთელებისთვის უცნობ არენაზე და რაც მთავარია ისეთ კლიმატურ რეგიონში როგორიც აჭარაა, სუბტროპიკური ჰავას, რომ შეეგუოს ორგანიზმი 2 კვირა მაინც ჭირდება, აბა თქვენ იცით იქნებ აუტკიებელი თავი აიტკიოთ და ნაკრებს წააგებინოთ!
x.x
29 ნოემბერი 2019 14:32
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული