შოთა არველაძე საქართველოს მეტოქეებზე ერთა ლიგაზე: არ მომწონს ბელარუსის ნაკრები, არც კოსოვოთი ვარ აღფთოვანებული

AutoSharing Option
"ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ გაზეთ "ლელოსთან" საუბარში განაცხადა, რომ ბელარუსის ნაკრები არ მოსწონს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მარტის მოლოდინზე უნდა გკითხოთ...
- ...რა მოლოდინი შეიძლება მქონდეს? ისეთი, როგორიც აქვს ყველა ქართველ გულშემატკივარს. საქართველოს ნაკრებს თბილისში, მშობლიურ სტადიონზე ორი მატჩი ელის. დიდი იმედი მაქვს, ისე დასრულდება ყველაფერი, როგორც გვინდა და მთელი საქართველო გაიხარებს. ასევე მაქვს იმედი, რომ ყველა ფეხბურთელი იქნება ოპტიმალურ ფორმაში და არ შეგვაწუხებს ტრავმები.

- ასეთი შანსი თქვენს თაობას არ ჰქონია...
- არც ჩვენს
წინა თაობას, არც მომდევნოს... ეს უნიკალური შანსია. ღმერთმა ქნას, კიდევ ასჯერ და ათასჯერ გვქონდეს ასეთი შანსი, მაგრამ ეს ის შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

- რას იტყვით ბელარუსის ნაკრებზე?
- მე პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მომწონს ბელარუსის ნაკრები. ახლაც ვერ ითამაშეს კარგად. მთლიანობაში რომ ვთქვა, არაფერი განსაკუთრებული. ვერც კოსოვოზე ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თემურ ქეცბაიას ბოლო ინტერვიუს უყურეთ იუთუბზე მაგარ სწორ დასკვნას აკეთებს ბელარუსმა შეგნებულად ითამაშა საკვალიფიკაციო ისე ცუდად რადგან ყველა მეტოქე მას მოპყრობოდა ოჰ ამ ბელარუსს ცალი ფეხით მოვუგებთ და მეორე თუ დააკვირდებით სადაცფავორიტები ვართ გვიჭირს ერთა ლიგაზე ანდორა თუ არ მეშლება 1-1 გიბრლტარში ის სირცხვილი ეძახე კოსოვო და მართალია კინაღამ მარა რამხელა შანსი ქონდათ ჩეხეთში არ წაგების და გასვლის
ნოდო
14:18 01-01-2020
4
უნდა გავიდეთ წესით, ვაისამ თუ შეძლო ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება, 3 წელია კაცი ნაკრების სათავეშია და დღემდე არ ვიცით ნაკრების ძირითადი თერთმეტეული რომელია :)
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული