[დაზვერვა] ბელარუსი ძლიერდება - რა შეიცვალა საქართველოს ერთა ლიგის მეტოქეებში?

AutoSharing Option
2020 წლის მარტამდე არცთუ ისე დიდი დრო დარჩა, გვიახლოვდება საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მომენტი. რა ხდება ჩვენს კონკურენტ ნაკრებებში, რა იცვლება და რა ტრანსფერები განხორციელდა? ამას ჩვენს სტატიაში იხილავთ.

ბელარუსი

გასული ორი კვირის საუკეთესო ტრანსფერად 20 წლის ფორვარდის, ილია შკურინის ტრანსფერი უნდა დავასახელოთ, რომელიც ბრესტის "დინამოდან" მოსკოვის ცსკა-ში გადაბარგდა. მას ნაკრებში არასდროს უთამაშია, არის ახალგაზრდული გუნდის წევრი, თუმცა ამ ტრანსფერის შემდეგ მარტში, დიდი ალბათობით, ნაკრებში მოხვდება. 2019 წელს ის ჩემპიონატში საუკეთესო იყო. მან ყველაზე მეტი, 19 გოლი გაიტანა.

ბელარუსის
31 წლის მეკარე სერგეი ჩერნიკი ბორისოვის "ბატედან" ყაზახურ "ირტიშში" გადაბარგდა. ეს ის გუნდია, რომლის წევრიც ცოტა ხნის წინ ლევან კუტალია გახდა.

სოლიგორსკის "შახტიორის" შემტევები, 22 წლის ვალერი გრომიკო და 26 წლის იური კოვალევი ტულის "არსენალში" გადაბარგდნენ. როგორც მოგეხსენებათ, ამ გუნდის ღირსებას გია გრიგალავა იცავს.

25 წლის მარცხენა მცველი ნიკოლაი ზოლოტოვი ბელარუსის ჩემპიონატის "ვიტებსკიდან" რუსულ "ურალში" გადავიდა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  პროგრესი აქვთ და ფეხბურთელები, რომლებსაც აქამდე ნაკრებში თამაშის შანსი ნაკლებად ეძლეოდათ, სათამაშო პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში ჩაანაცვლებენ იმ ვეტერანებს, რომლებსაც ბელარუსის ნაკრებში ადგილი მოპოვებული ჰქონდათ.

ჩრდილოეთი მაკედონია

29 წლის შემტევი ფერჰან ჰასანი, რომელიც ბოლოს არაბული "ალ-რაედის" ღირსებას იცავდა, ფინური გუნდის, ჰელსინკის "ჰიკის" წევრი გახდა.

26 წლის ცენტრალურმა მცველმა ეგზონ ბეიტულაიმ მაკედონიური "შკენდია" დატოვა და შვედურ "ჰელსინგბორგს" შეუერთდა.

19 წლის მარცხენა ვინგერმა დარკო ჩურლინოვმა "კიოლნი" დატოვა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, "შტუტგარტში" გადავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა წინა წელს ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 წუთი ითამაშა. ამავდროულად, მას ნაკრების შემადგენლობაშიც ერთხელ აქვს ნათამაშები.

მაკედონიაში სხვა ცვლილებები თითქმის არ ყოფილა და ეს ტრანსფერები ნაკრებში დიდ გადაადგილებას არ მოახდენს.

კოსოვო

უკლუბოდ მყოფი კოსოვოელი 25 წლის ცენტრალური მცველი არდინ დალკუ მაკედონიურ "შკენდიას" შეუერთდა. ის ერთადერთხელ იცავდა ნაკრების ღირსებას.

სხვა სანაკრებო ტრანსფერები ჯერჯერობით კოსოვოს ნაკრებში არ განხორციელებულა.

მკითხველის კომენტარები / 2 /

0
ეჰ, იმედია მარტამდე გული არ გამისკდება და მარტში მითუმეტეს.
rasa
16:23 13-01-2020
0

სიახლეები პოპულარული