მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით

AutoSharing Option
მალიორკაში გამართული სავარჯიშო შეკრების დროს ბრემენის "ვერდერისა" და კოსოვოს ნაკრების შემტევმა მილოტ რაშიცამ გერმანულ პრესასთან ერთა ლიგის მოახლოებულ თამაშებზე ისაუბრა.

"ჩვენ ისტორიას შევქმნით. ფეხბურთი და ეროვნული ნაკრები კოსოვოში ძალიან უყვართ. საშინაო თამაშების დროს სამსახურში არავინ მიდის. ყველა ფეხზე დგას, სტადიონზე ან სახლებში, ტელევიზორის წინ.

ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსები გვაქვს. თუ ბოლო საკვალიფიკაციო რაუნდში ჩვენს თამაშებს მიადევნეთ თვალი, დაინახავდით, რომ კოსოვოს ნაკრებს კიდევ უფრო მომატება შეუძლია.

შესანიშნავი ზაფხული გამომივა, თუ "ვერდერიც" შეინარჩუნებს ბუნდესლიგაში ადგილს და კოსოვოს ნაკრებიც გავა
ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე. იმედია, ორივე მათგანი მოხდება", - თქვა რაშიცამ.

23 წლის რაშიცა მშვენივრად გამოიყურება ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში. "ვერდერის" მაისურით ახალგაზრდა ფეხბურთელმა 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მოკვლით ნამდვილად არა, მაგრამ თუ ლაზარეთი არ დაცარიელდა, ნამდვილად მოგ-ენ. ატვეჩაი ვარ, თან არც კი გვესიამოვნება, ისე.
vaso
21:17 18-01-2020
4
პრინციპში გასაოცარს არაფერს ამბობს, ფინალში თამაში და იქ საქართველოსთან მარცხიც ისტორიაა ))
სხვა რაკურსი
22:26 14-01-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული