მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით

AutoSharing Option
მალიორკაში გამართული სავარჯიშო შეკრების დროს ბრემენის "ვერდერისა" და კოსოვოს ნაკრების შემტევმა მილოტ რაშიცამ გერმანულ პრესასთან ერთა ლიგის მოახლოებულ თამაშებზე ისაუბრა.

"ჩვენ ისტორიას შევქმნით. ფეხბურთი და ეროვნული ნაკრები კოსოვოში ძალიან უყვართ. საშინაო თამაშების დროს სამსახურში არავინ მიდის. ყველა ფეხზე დგას, სტადიონზე ან სახლებში, ტელევიზორის წინ.

ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსები გვაქვს. თუ ბოლო საკვალიფიკაციო რაუნდში ჩვენს თამაშებს მიადევნეთ თვალი, დაინახავდით, რომ კოსოვოს ნაკრებს კიდევ უფრო მომატება შეუძლია.

შესანიშნავი ზაფხული გამომივა, თუ "ვერდერიც" შეინარჩუნებს ბუნდესლიგაში ადგილს და კოსოვოს ნაკრებიც გავა
ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე. იმედია, ორივე მათგანი მოხდება", - თქვა რაშიცამ.

23 წლის რაშიცა მშვენივრად გამოიყურება ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში. "ვერდერის" მაისურით ახალგაზრდა ფეხბურთელმა 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მოკვლით ნამდვილად არა, მაგრამ თუ ლაზარეთი არ დაცარიელდა, ნამდვილად მოგ-ენ. ატვეჩაი ვარ, თან არც კი გვესიამოვნება, ისე.
vaso
18 იანვარი 2020 21:17
4
პრინციპში გასაოცარს არაფერს ამბობს, ფინალში თამაში და იქ საქართველოსთან მარცხიც ისტორიაა ))
სხვა რაკურსი
14 იანვარი 2020 22:26
2
არ მჯერა რომ კოსოვო მაკედონიას გასცდება ასე რომ 1% არის იმისი შანსი თბილისში მოუწიოთ ჩამოსვლა. ვერდერსაც 1 % აქვს შანსი ბუნდესლიგაში დარჩენის. ასე რომ რაშიცავ დაივიწყე მშვენიერი ზაფხული და შემოდგომაზე იფიქრე უკეთესი სეზონი იქნებ გამოგივიდეს !!!
იაგო
14 იანვარი 2020 22:24
4
შენ რადგან გჯერა მაშინ კი აქვთ 1% შანსი :) სინამდვილეში შემადგენლობითაც და თამაშითაც მაკედონიასაც ჯობია კოსოვო და ჩვენც. მაგრამ ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები იქნებიან ფორმაში გვაქვს კარგი შანსი
rick
15 იანვარი 2020 02:34
5
ძალიან ბაქი ბუქები არიან ეს კოსოვარები. მე მჯერა რომ სკოპიეში დაამთავრებენ თავიაანთ ისტორიას. თუ არა და თბილისიდან გავაპანღურებთ სახლში.
G.LA
14 იანვარი 2020 21:19
4
ფასი ჩვენზე მეტი აქვს,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენზე ძლიერია. ყაზახეთმა, რომელიც ნამდვილად ჩვენზე სუსტია 3-0 მოუგო შოტლანდიას, არ თქვათ ახლა რომ კოსოვო შოტლანდიაზე ძლიერია ან უფრო ძვირი ღირს.ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ თუ კოსოვოს გვეშინია, ევროპაზე საერთოდ სტატისტებად მივდივართ? საერთოდ შიში რა შუაშია, რა მოგვკლავენ? აქ უბრალოდ საქმისადმი სერიოზული მიდგომაა საჭირო და გარწმუნებთ არა მარტო კოსოვოს არამედ ევროპაზეც ბევრს დავამწუხრებთ!
gia jashi
14 იანვარი 2020 21:04
1
გეთანხმები და ვისაც ფეხბურთი ესმის და უთამაშია,ყველა ხვდება რომ მთავარ როლს ამ თამაშებში სხვა პატარ-პატარა ნიუანსებთან ერთად თამაშობს ფსიქოლოგიური მომზადება.ჩვენ გვჭირდება ნოვაკ ჯოკოვიჩის ტვინი მარტისთვის და გარანტირებულია ევრო 2020 საგზური
საქართველო
14 იანვარი 2020 21:36
2
მაკედონიაშივე ინატრე წაგება შე ბაქიავ! თორემ თბილისში ტირილი და კვნესა არ აგცდება!
მწარე
14 იანვარი 2020 20:47
1
მინდა გითხრა ჩემო მილოტ რომ ვერდერიც გავარდება და კოსოვო მაკედონიასაც ვერ გაცდება...
elsa
14 იანვარი 2020 20:41
0
შიში რა შუაშია, რეალურად ხომ კოსოვო ჩვენზე ძლიერია, მთავარია ბოლომდო ბრძოლა.
ტარიელი
14 იანვარი 2020 20:36
8
ბელორუსის არ მეშინია მარა კოსოვოსი რა გითხრათ,თუ მაკედონიამ შემთხვევით გამოაგდო კარგი იქნება
ზაურ
14 იანვარი 2020 18:00
6
კიდევ რისი გეშინია!
მაგაშია უბედურება რო ყველას რაღაცის ეშინია აბა ეგრე იჯექით ჩირგვებში
vaxo
14 იანვარი 2020 20:14
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული