PES-ში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში საფეხბურთო სიმულატორ PES-ის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად საქართველოს კიბერნაკრები F ჯგუფში კოსოვოს, ჩრდილოეთ ირლანდიის, ბელარუსის, ლიეტუვისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

შესარჩევი ეტაპის მატჩები 2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს, მიმდინარე წლის 9-10 ივლისს ლონდონში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს ტურნირზე 2 მოთამაშე - გიორგი საკანდელიძე და ალექსანდრე მომოტოვი წარმოადგენს, რომლებმაც PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

შეგახსენებთ, რომ კიბერნაკრების
დასაკომპლექტებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს კომპიუტერულ სპორტის ფედერაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატის ფარგლებში, შესარჩევი ტურები საქართველოს 7 ქალაქში (ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, თბილისი) ჩატარდა. საბოლოოდ ტურნირში მონაწილეობა 2352-მა მოთამაშემ მიიღო.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი ჯანელიძე კაცების შოუდან თუ იღებს მონაწილეობას?
alxamdulilah
23:42 16-01-2020
1

სიახლეები პოპულარული