"ტორპედოს" ამბები ბოლო ეტაპზეა. ან 26 იანვრამდე კლუბს ოფიციალურად ეყოლება ინვესტორი, თუ არა და, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგა 9 გუნდით ჩატარდებოდა, რაც არაზუსტი ინფორმაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას ვერ დაფარავს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას ჩამოართმევენ, შემდეგ კი, დებულების მიხედვით, მის ნაცვლად პლეი-აუტში დამარცხებული, წინა სეზონის მე-8 გუნდი იასპარეზებს. ამ შემთხვევაში ეს კლუბი "რუსთავია".
"რუსთავს" კი ეროვნულ ლიგა 2-ში, ანალოგიურად, პლეი-აუტში დამარცხებული მე-8-ადგილოსანი გუნდი "გურია" ჩაანაცვლებს.
თუმცა, ამავდროულად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჯერ კიდევ გაურკვეველია "შევარდენისა" და "ცხინვალის" ბედი.
ამ ყველაფერს კი მომავალ კვირაში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.
სფფ-ს მიერ კეთილი ვითომ კეთილი სურვილებით და სინამდვილეში ცუდი გააზრებულობით,დაბალი ცოდნით გაფორმებული საფეხბურთო ულტრა სოციალიზმმა ფეხები გაფშიკა. სამტრედიამ მიაღწია წარმატებას და მესამე წელსვე საფინანსო კრიზისში მოხვდა, გავარდა მეორე ლიგაში,ტორპედომ მიაღწია და მაშინვე კრიზისში მოხვდა.ვიტ ჯორჯია ამოვიდა და ისიც ინანსებმა გააგდო. წარმატების შემოქმედ ბიჭებს ყრიან და ყოველ ახალ სეზონს ახალი შემადგენლობით იწყენებ.
იმედია რომ ფედერაცია აწი მაინც ისწავლის რაიმეს და საბიუჯეტო ფულს სახერხად არ ჩაუგდებს ხელში მაქინატორებს. დაამთავრეთ კლუბების ბიუჯეტის ფინანსირება, მხოლოდ მიღწევების სტიმულირება და მორჩა.
მეგონა რომ ეს გასაჭირი უფრო მეტ შემართებას და კონსოლიდაციას მისცემდა ქუთაისელ გულშემატკივრებს და ფულშემატკივრებად იქცეოდნენ, მაგრამ მხოლოდ საიტებზეა გულშემატკივრობა
მეორე ამბავია ტორპედოს გაგდება არ გაბედოთ, მაშინ ზესტაფონმა, საპოვნელამ და სხვა ბანკროტირებულმა გუნდებმა (რომელიც მრავლადაა მე-3 და რეგინ-ლიგაში) რა დააშავეს?..
და ყველაფერს თავი დავანებოთ და გასაგებია რომ დღეს ქართUლ ფეხბურთში ფულის ჩადება უფრო ქველმოქმდებაა, მარა ნუთუ იმდენი ფეხბურთზე შეყვარებული ბიზნესმენი არ მოიძებნა ან ქვეყანაში ან მის გარეთ რო ე.წ #1 სახეობაში ფული ჩადოს?..
ზესტაფონის მარგვეთი ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკებმა დაასამარეს და იმერეთის ამ ზონაში მოკლეს ფეხბურთი,ქუთაისის ტორპედოსაც თუ იგივე დაემართა ამაში ბრალი ფეხბურთის ჩინოვნიკებთან ერთად ქალაქის ხელმძღვანელობის ძალიან დიდი იქნება და საბოლოოდ იმერეთში ხელში შეგვრჩება უღიმღამო უინტერესო გუნდები,რომელიც ქართულ ფეხბურთს არაფერში წაადგება.