ვინ ჩაანაცვლებს ეროვნულ ლიგაში "ტორპედოს", თუ იტალიელების ამბავი არ გამოვა

AutoSharing Option
"ტორპედოს" ამბები ბოლო ეტაპზეა. ან 26 იანვრამდე კლუბს ოფიციალურად ეყოლება ინვესტორი, თუ არა და, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგა 9 გუნდით ჩატარდებოდა, რაც არაზუსტი ინფორმაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას ვერ დაფარავს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას ჩამოართმევენ, შემდეგ კი, დებულების მიხედვით, მის ნაცვლად პლეი-აუტში დამარცხებული, წინა სეზონის მე-8 გუნდი იასპარეზებს. ამ შემთხვევაში ეს კლუბი "რუსთავია".

"რუსთავს" კი ეროვნულ ლიგა 2-ში, ანალოგიურად, პლეი-აუტში დამარცხებული მე-8-ადგილოსანი გუნდი "გურია" ჩაანაცვლებს.
თუმცა, ამავდროულად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჯერ კიდევ გაურკვეველია "შევარდენისა" და "ცხინვალის" ბედი.

ამ ყველაფერს კი მომავალ კვირაში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ვინ იტალიელები რას წერთ თუ იცით. არცერთ ჟურნალისტს აზრად არ მოგივიდათ გაარკვიოთ რა შესაძლო ინვესტორზეა საუბარი? ვინ არიან ეს იტალიელები?ამიტომაც არავის არ სჯერა ამ "იტალიელების" ინვესტორობა.
გაარკვიეთ და დაწერეთ.
გელა ნუგზარაშვილი
11:17 24-01-2020
0
ყველას გვტკივა ტორპედო მაგრამ იმის გამო რომ შენი გუნდი გავარდება პრეზიდენტის უტვინობის გამო საქართველოს ნაკრების ბელორუსთან ამოტენვა როგორ უნდა ისურვოს ფსიქიკურად ნორმალურმა ადამიანმა???
ბათუმის ფანი
14:09 24-01-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული