"ტორპედოს" ამბები ბოლო ეტაპზეა. ან 26 იანვრამდე კლუბს ოფიციალურად ეყოლება ინვესტორი, თუ არა და, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგა 9 გუნდით ჩატარდებოდა, რაც არაზუსტი ინფორმაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას ვერ დაფარავს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას ჩამოართმევენ, შემდეგ კი, დებულების მიხედვით, მის ნაცვლად პლეი-აუტში დამარცხებული, წინა სეზონის მე-8 გუნდი იასპარეზებს. ამ შემთხვევაში ეს კლუბი "რუსთავია".
"რუსთავს" კი ეროვნულ ლიგა 2-ში, ანალოგიურად, პლეი-აუტში დამარცხებული მე-8-ადგილოსანი გუნდი "გურია" ჩაანაცვლებს.
თუმცა, ამავდროულად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჯერ კიდევ გაურკვეველია "შევარდენისა" და "ცხინვალის" ბედი.
ამ ყველაფერს კი მომავალ კვირაში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.
გაარკვიეთ და დაწერეთ.