ვინ ჩაანაცვლებს ეროვნულ ლიგაში "ტორპედოს", თუ იტალიელების ამბავი არ გამოვა

AutoSharing Option
"ტორპედოს" ამბები ბოლო ეტაპზეა. ან 26 იანვრამდე კლუბს ოფიციალურად ეყოლება ინვესტორი, თუ არა და, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგა 9 გუნდით ჩატარდებოდა, რაც არაზუსტი ინფორმაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას ვერ დაფარავს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას ჩამოართმევენ, შემდეგ კი, დებულების მიხედვით, მის ნაცვლად პლეი-აუტში დამარცხებული, წინა სეზონის მე-8 გუნდი იასპარეზებს. ამ შემთხვევაში ეს კლუბი "რუსთავია".

"რუსთავს" კი ეროვნულ ლიგა 2-ში, ანალოგიურად, პლეი-აუტში დამარცხებული მე-8-ადგილოსანი გუნდი "გურია" ჩაანაცვლებს.
თუმცა, ამავდროულად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჯერ კიდევ გაურკვეველია "შევარდენისა" და "ცხინვალის" ბედი.

ამ ყველაფერს კი მომავალ კვირაში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
CHEN BATUMELO DINAMO TBILISIS PANO CHKVIANAD IKAVI TORE MOGNAXAV DA GIMKURNALEB KARGAD,
x
24 იანვარი 2020 22:22
1
ქუთაისის და მისი ტორპედო,ქართული ფეხბურთის ხერხემალი იყო და არის,მისი წაქცევით,ქართული ფეხბურთი,ისედაც ოჩოფეხზე მდგარი,მაგრად გაფარჩაკდება.
ზესტაფონის მარგვეთი ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკებმა დაასამარეს და იმერეთის ამ ზონაში მოკლეს ფეხბურთი,ქუთაისის ტორპედოსაც თუ იგივე დაემართა ამაში ბრალი ფეხბურთის ჩინოვნიკებთან ერთად ქალაქის ხელმძღვანელობის ძალიან დიდი იქნება და საბოლოოდ იმერეთში ხელში შეგვრჩება უღიმღამო უინტერესო გუნდები,რომელიც ქართულ ფეხბურთს არაფერში წაადგება.
ზასტაველი
24 იანვარი 2020 21:06
3
X-ს სამკურნალო რომ ხარ ვერ ატყობ?
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
24 იანვარი 2020 20:40
4
თუ ქუთაისის ტორპედო დააქვეითეს დაბალ ლიგაში,პასუხი უნდა მოეთხოვოს ქალაქის მერს და მის დამქაშებს ვინც ცხვირს ყოფდა ტორპედოს საქმიანობაში.
ზასტაველი
24 იანვარი 2020 17:22
2
ra scenari kargi raa. es shetqmulebis teoriebi rato gevasebat? mteli msoflio chalichobs torpedos chadzirvaze? pipias motxovet pasuxi federacias kiara. p.s arc dinamo ar unda iyos xelsheuxebeli da arcerti gundi
gio
24 იანვარი 2020 16:29
2
tu ra gvari iyo damaviwyda
gio
24 იანვარი 2020 16:49
0
რას ათანხმებთ ამისთანას რაუბედურებაა...ძალით წელავენ ესენი პროცესს,ვიღაცას არაწყობს ქუთაისი
ასევერას
24 იანვარი 2020 16:20
3
რომ არ აწყობდეს ვიღაცას ტორპედო წელს ელიგაში, უნდა ეშინოდეტ მისი საშინლად ძლიერი გუნდის,ტორპედოს სასტავი უნდა ჰყავდეს ისეთი,აი ბათუმ-თბილისის დინამოებს,საბურთალოს ერთად აღებულს რომ კატლეტის ჩეკივით დაიხევს,მაგრამ ტორპედოს საერთოდ ხალხი არა ჰყავს გუნდში, ყველა აწია მოსაყვანი და გასაფორმებელი.
kako
24 იანვარი 2020 17:10
1
რატო არ ატეხეთ ერთი აბბავი როცა ხედავდით რომ კლუბი იღუპებოდა.არა მგონია არ'გცოდნოდათ თუ რა ხდებოდა კლუბში.ჩვენთან ხომ ყველამ ყველაფერი იცის და შემოგეკრათ ზარები,ეს ერთ დღეში ხომ არ მოხდა.ეს ხდებოდა ნელ-ნელა.ჰოდა უნდა აგეტეხათ დიდი ამ ბავი.ან რა გახდა ეს ჩაჩავა თუ ვინც იყო...
კახა ქ.
24 იანვარი 2020 15:05
1
xalxo ra mainteresebs. ese tu gijdebit am torpedoze rogor davijero erti shedzlebuli qutaiseli ar arsebibs dedamiwaze ro daexmaros? federacia ra shuashia ver vxvdebi, raxan torpedoa yvelaferi unda apatios? tu dasasjelia sutyvaze dinamoc unda dausajos torpedoc da a.sh ise arasdros araferi gveshveleba. da kide ram shegazizgat eg tbilisi ver gavige. igive saqaetvelo araa?
gio
24 იანვარი 2020 14:57
3
თავშია შვაში კიარაა ,,,ეგ ყველაფერი დაწერი სცენარია და მიყვებიან მაგ სცენარს,,,აბა ერთი დინამო თბილისი ყოფილიყო თუ არ გადახდიდნენ მაგ ფულს,,,,
qutaiseli
24 იანვარი 2020 16:04
8
სულ ვწერდი,რომ ტორპედო რამენაირად უნდა გადარჩენილიყო,სამწუხაროა,რომ ვერ ხერხდება,მაგრამ რა შუაშია საზღვარი თურქეთთან,თუ ვინმემ არ იცის აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა,ანუ სახელმწიფო სახელმწიფოში,რომელსაც გააჩნია,კონსტიტუცია,მთავრობა,დროშა და ასე შემდეგ,ასევე რესპუბლიკის ბიუჯეტი თავისი ფული და შენდება სტადიონი,ბათუმის დინამოს მართავს კერძო კომპანია ლამინჯი ჯგუფი,რომ მიეცით მმართველობაში აფერისტებს გუნდი მაშინ სად იყავით,რატომ ართხოვთ პასუხს ან ჩაჩავას ან მერიას რა გინდათ ბათუმთან?ღმერთმა ქნას მოგვარდეს ტორპედოს პრობლემები,გულშემატკივარიც კარგი ჰყავს,რით ვერ მივხვდით ჩვენ ყველამ,რომ გუნდები უნდა გაიყიდოს და მთავრობა საერთოდ არ უნდა აფინანსებდეს გუნდებს,სტადიონები კი ყველგან უნდა აშენდეს ასევე ბავშვთა აკადემიები და აქ უნდა ჩაიდოს სახელმწიფოს ფული,მომავალ თაობაში,ბოლო ბოლო ტორპედო კიარა იუვენტუსი გააგდეს მეორე ლიგაში,და საქრთველო არის ყველგან,ბათუმშიც ქუთაისშიც და ხაშურშიც.
გოჩა
24 იანვარი 2020 14:54
5
რამოდენიმე არაკაცის გამო იღუპება ქუთაისის ფეხბურთი, პასუხის მომთხოვნიც არავინაა. აქ მარტო დიდ გუნდზე არაა ლაპარაკი, ის მომავალი თაობაც იკარგება რომელმაც დღეს თუ ხვალ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს.
გიორგი
24 იანვარი 2020 14:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული