ვინ ჩაანაცვლებს ეროვნულ ლიგაში "ტორპედოს", თუ იტალიელების ამბავი არ გამოვა

AutoSharing Option
"ტორპედოს" ამბები ბოლო ეტაპზეა. ან 26 იანვრამდე კლუბს ოფიციალურად ეყოლება ინვესტორი, თუ არა და, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგა 9 გუნდით ჩატარდებოდა, რაც არაზუსტი ინფორმაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას ვერ დაფარავს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას ჩამოართმევენ, შემდეგ კი, დებულების მიხედვით, მის ნაცვლად პლეი-აუტში დამარცხებული, წინა სეზონის მე-8 გუნდი იასპარეზებს. ამ შემთხვევაში ეს კლუბი "რუსთავია".

"რუსთავს" კი ეროვნულ ლიგა 2-ში, ანალოგიურად, პლეი-აუტში დამარცხებული მე-8-ადგილოსანი გუნდი "გურია" ჩაანაცვლებს.
თუმცა, ამავდროულად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჯერ კიდევ გაურკვეველია "შევარდენისა" და "ცხინვალის" ბედი.

ამ ყველაფერს კი მომავალ კვირაში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ვინ იტალიელები რას წერთ თუ იცით. არცერთ ჟურნალისტს აზრად არ მოგივიდათ გაარკვიოთ რა შესაძლო ინვესტორზეა საუბარი? ვინ არიან ეს იტალიელები?ამიტომაც არავის არ სჯერა ამ "იტალიელების" ინვესტორობა.
გაარკვიეთ და დაწერეთ.
გელა ნუგზარაშვილი
24 იანვარი 2020 11:17
0
ყველას გვტკივა ტორპედო მაგრამ იმის გამო რომ შენი გუნდი გავარდება პრეზიდენტის უტვინობის გამო საქართველოს ნაკრების ბელორუსთან ამოტენვა როგორ უნდა ისურვოს ფსიქიკურად ნორმალურმა ადამიანმა???
ბათუმის ფანი
24 იანვარი 2020 14:09
2
ინვესტორი რეალობაა, რა დონის და რა საფეხბურთო გამოცდილების არიან ეს სხვა საკითხია! ტორპედოსთვის ესეც საჩუქარია, მაგრამ მათ არ უნდათ ვალებიანი კლუბი, აქ მარტო ხელფასებზე არარის ლაპარაკი, სხვა უამრავი ვალია კიდევ კომუნალურების! სტადიონიც კი არაა კლუბის საკუთრება! სახელმწიფო ამ თანხებს არ ჩამოწერს, სტადიონს არ თმობენ და ასეთი კლუბი რეალურად ვინმეს უნდა?
უმაღლეს ლიგაში დარჩენას ვუსურვებ ტორპედოს! როგორიც არ უნდა იყოს ის - ქუთაისისთვის მაინც ბევრს ნიშნავს! ქუთაისელი გულშემატკივარი მედროვე არარის, რეგიონალლიგიანი ტორპედოც ისევე ეყვარებათ - როგორც ჩემპიონი!
ბასკი
24 იანვარი 2020 12:31
3
ტორპედო კიარა იუვენტუსი რეინჯერსი ფიორენტინა და ა.შ მოუკვეთიათ თავის დროზე. მიხედეთ დააფინანსეთ და არავინ ხელს არ ახლებს. არ შექმნეს ეროვნული ტრაგედია
gio
24 იანვარი 2020 12:27
13
ძალიან მაინტერესებს რატომ არ ხდება ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში იმისა თუ როგორ დაედო ვალები ტორპედოს რომელმაც 2 მილიონი ევრო დაახლოებით მიიღო მარტო ევროთასებიდან.
კოლხეთი 1913 რომელიც უმაღლესში მილიონ ლარზე მეტი მიიღო და მეორე ლიგაში 700 ათასამდე და მაინც ლამის კლუბის მოკვეთაზე იყო საუბარი და ალბათ უბრალოდ მიჩქმალეს.
ცხინვალი , რომელიც მეორე ლიგაში იღებდა 600 ათას ლარს ქვეყნის ბიუჯეტიდან.
რატომ ხდება საუბარი კლუბების დასჯაზე და რატომ ტყდება ჯოხი კლუბზე , მაშინ როდესაც ამ ფულის "შემჭმელი" ხალხი აგრძელებს მშვიდ ცხოვრებას ვითომ არაფერი მომხდარა .
განა ეს არ არის სახელმწიფო დანაშაული ? ქვეყნის ფულის შეჭმა? ან ვისთან მიაქვთ წილი რომ მერე პოულობენ მხოლოდ კლუბს და სჯიან მას და არა ნამდვილ დამნაშავეს?
პ.ს. ან რატომ მარტო შემსრულებლები მოკვეთეს ფეხბურთიდან და არ დაიჭირეს ორგანიზატორები ? იმისთვის ხომ არა რომ ფიფა და უეფასთვის ნაცარი შეეყარა თვალებში იმაზე რაც ხდება სინამდვილეში.
მიხაელ
24 იანვარი 2020 12:15
0
რა უტვინოები არიან ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლები,გუნდების დაფინანსება ხდება და ფული არ აქვთო იძახიან კლუბებზე.არანაირი კონტროლი...მაგრამ თვალს ხუჭავენ იმიტომ რომ თვითონაც გაისქელეს ჯიბეები.
ზეზვა
24 იანვარი 2020 10:53
8
აუ მართლა რა იუვე გააგდეს და ტორპედო გამოიყვანეს სასწაული საქართველოსი....როცა ფულებს ჭამდნენ მაშინ რატომ არავინ არ იღებდა ხმას ამ უდიდესი კლუბისგან?
ზეზვა
24 იანვარი 2020 13:07
10
არ გაბედოთ ტორპედოს უმაღლესიდან გაგდება!
რას ნიშნავს ტორპედოს ვინ ჩაანაცვლებს და რა მაფიაა ტორპედოს წინააღმდეგ რომ მოქმედებს?
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
24 იანვარი 2020 11:05
23
სულ ვწერდი,რომ ტორპედო რამენაირად უნდა გადარჩენილიყო,სამწუხაროა,რომ ვერ ხერხდება,მაგრამ რა შუაშია საზღვარი თურქეთთან,თუ ვინმემ არ იცის აჭარა არის ავტონომიური რესპუბლიკა,ანუ სახელმწიფო სახელმწიფოში,რომელსაც გააჩნია,კონსტიტუცია,მთავრობა,დროშა და ასე შემდეგ,ასევე რესპუბლიკის ბიუჯეტი თავისი ფული და შენდება სტადიონი,ბათუმის დინამოს მართავს კერძო კომპანია ლამინჯი ჯგუფი,რომ მიეცით მმართველობაში აფერისტებს გუნდი მაშინ სად იყავით,რატომ ართხოვთ პასუხს ან ჩაჩავას ან მერიას რა გინდათ ბათუმთან?ღმერთმა ქნას მოგვარდეს ტორპედოს პრობლემები,გულშემატკივარიც კარგი ჰყავს,რით ვერ მივხვდით ჩვენ ყველამ,რომ გუნდები უნდა გაიყიდოს და მთავრობა საერთოდ არ უნდა აფინანსებდეს გუნდებს,სტადიონები კი ყველგან უნდა აშენდეს ასევე ბავშვთა აკადემიები და აქ უნდა ჩაიდოს სახელმწიფოს ფული,მომავალ თაობაში,ბოლო ბოლო ტორპედო კიარა იუვენტუსი გააგდეს მეორე ლიგაში,და საქრთველო არის ყველგან,ბათუმშიც ქუთაისშიც და ხაშურშიც.
გოჩა
24 იანვარი 2020 14:54
5
რამოდენიმე არაკაცის გამო იღუპება ქუთაისის ფეხბურთი, პასუხის მომთხოვნიც არავინაა. აქ მარტო დიდ გუნდზე არაა ლაპარაკი, ის მომავალი თაობაც იკარგება რომელმაც დღეს თუ ხვალ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს.
გიორგი
24 იანვარი 2020 14:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული